ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ცნობილი დიზაინერი გაბრიელ კოკო შანელი (Gabrielle (coco) Chanel) – ბიოგრაფია

Gabrielle Bonheur Chanel
გაბრიელ ბონჰერ შანელი ((Gabrielle Bonheur Chanel) (1883 წლის 19 აგვისტოს – 1971 წლის 10 იანვარი)  დაიბადა საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში სამიურეში ღარიბ ოჯახში.


მისი ბავშვიბის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა.
20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“. 

ამავე კაფეში გაიცნო ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი (Etienne Balsan), რომელიც იყო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ცხოვრობდნენ ბალზანის სასახლეში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. (მიაჩნდა, რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო).

მალე  კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარიბა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის. 

კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი,  რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს.

1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში.

უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც  შანელს  შემდეგ ჰყავდა, მას არ ყოლია არც მეუღლე და არც შვილები. 

 1920  წელს  იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან  80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“   Chanel №5., რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.

30–იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის კრიზისთან დაკავშირებით შანელი იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს წარმოება. ხოლო 1954 წელს იგი 70 წლის ასაკში ბრუნდება მოდის სამყაროში და ხსნის ახალ ბუტიკს Rue Cambon –ს.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში, სადაც 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com