ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

როლს როისი (Rolls-Royce), ბრენდის ისტორია

როლს როისი (Rolls-Royce) – ლეგენდარული ავტომობილების ბრენდი, რომელიც ასოცირდება სიმდიდრესთან და კომფორტთან. როლს როისს კომპანიას თავისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე გამოშვებული აქვს 20–ამდე მოდელი, რითაც საგრძნობლად განსხვავდება სხვა ავტომობილების ბრენდებისგან.
 მიუხედავად ამისა როლს როისის ავტომობილი ყოველთვის ითვლებოდა პრესტიჟულ ბრენდად. ის ფაქტი, რომ ახალი მოდელები გამოდის იშვიათად, კომპანიას საშუალებას აძლევს ყველა მათგანი მიიყვანოს სრულყოფილებამდე და იქცეს თავისი დროის ლეგენდად.

ყველაფერი, კი დაიწყო 1904 წელს, როდესაც კომპანიის დამაარსებლებმა – ჩარლზ როლსმა (Charles Rolls) და ფრედერიკ გენრი როისმა (Frederick Henry Royce) ერთმანეთი გაიცნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი და ფრედერიკი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ, მათ ძალიან ადვილად მონახეს საერთო ინტერესები და იმავე წლის ბოლოს შექმნეს ერთობლივი კომპანია როლს როისი (Rolls-Royce).

იმ დროისთვის როისი იყო საკმაოდ შეძლებული ადამიანი და უკვე ჰქონდა საკუთარი ფირმა, რომლის მისაღწევადაც მას ბევრ სხვადასხვა სამუშაოზე მუშაობა მოუხდა (მუშაობდა გაზეთების გამყიდველად, გზავნილების დამრიგებლად, რკინიგზაზე და სხვა). როლსი კი პირიქით თავადური ტიტულით, დამთავრებული ჰქონდა  ფრანგული მფრინავების სკოლა, კემბრიჯი, იყო საუკეთესო მრბოლელი. ბავშვობიდან გატაცებული იყო ავტომობილებით და 1904 წელს ასევე  ჰქონდა საკუთარი ფირმა, რომელის დაკავებული იყო ავტომობილების გაყიდვით.

ჩარლზის და ფრედერიკის შეხვედრის შედეგი გახდა მათი ერთობლოვი ფირმის შექმნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც ხელი მოეწერა 1904 წლის 23 დეკემბერს.

1905 წელს გამოვიდა პირველი როლს როისის (Rolls-Royce) ბრენდის ავტომობილი, რომელსაც განსაკუთრებული მოწონება არ დაუმსახურებია (ავტომობილი აწყომილი მანჩესტერში ამჟამად იმყოფება კერძო საკუთრებაში და კომპანიამ დღემდე ვერ შეძლო მისი დაბრუნება).

1906 წელს კომპანია უშვებს ახალ ავტომობილს რომანტიული დასახელებით  Silver Ghost (Rolls-Royce 40/50 HP ), რომელიც წარმოდგენილი იყო პრესტიჟულ ავტომობილების გამოფენაზე. 

იმავე წელს ოთხცილინდრიანი ავტომობილი Rolls-Royce 20 PS, რომელსაც მართავს  ჩარლზ როისი, იმარჯვებს ავტორბოლაში  ourist Trophy.  ამას მოჰყვა ავტორალის "მონტე კარლო–ლონდონის" რეკორდი და გამარჯვებები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა მიღწევა მიღწეული იქნა ავტომობილებით, რომლებიც შექმნილი იყო Royce Prototype ის საფუძველზე, რომელიც 1907 წლამდე გამოშვებული იყო დაახლოებით 100 ეკზემპლარი.

1907 წელს ავტომობილზე პირველად ჩნდება ფირმის ემბლემა. 1911 წელს კი ჩნდება ფიგურა "მფრინავი ქალის". იგი შექმნილი იყო ცნობილი არისტოკრატის, ინგლისის ავტომობილების მოძრაობის მფლობელის ლორდი მონტეგიუს შეკვეთით და დამზადებული იქნა ცნობილი მხატვრის ჩარლზ საიკსის მიერ. ემბლემის იდეა ჩამოყალიბდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხატვარი პირადად დაჯდა ავტომობილზე სამართავად. იგი მაშინვე მიხვდა, რომ სიმბოლო უდა ყოფილიყო მფრინავი ქალღმერთი. სისწრაფის, წარმატების, ცხოვრების მწვერვალზე მყოფთა ქალღმერთი.  გამოსახულების სახედ იქცა ლორდი მონტეგიუს საყვარელი ქალი – ელეონორა ტორნტონი. საბოლოოდ ფიგურას დაერქვა Flying Lady of Ecstasy, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც  ექსტაზში მფრინავი ლედი.

1931 წელს როლს როისი (Rolls-Royce) ყიდულობს კონკურენტ ბრენდს Bentley.

1949 წლიდან დაწყებული იქმნება სხვადასხვა ცნობილი მოდელები "ვერცხლისფერი აჩრდილი" (Silver Wraith), "ვერცხლისფერი განთიადი"(Silver Dawn), "ვერცხლისფერი ღრუბელი" (Silver Cloud), "ვერცხლისფერი ჩრდილი"(Silver Shadow).

1971 წელს ბრიტანეთის მთავრობა კომპანიაში აბანდებს 250 მლ.დოლარს (როგორც ნაციონალურ წარმოებაში) და 1975 წლიდან იწყება როლს როისის ავტომობილების სერიული გამოშვება.

როლს როისის მოდელი Rolls-Royce Silver Spur II Touring Limousine  ითვლება კომპანიის ყველაზე პრესტიჟულ ავტომობილად.

1998 წელს Rolls-Royce და Bentley ფირმის საკონტროლო პაკეტისთვის ბრძოლაში ავტომობილების გერმანულ კომპანია  ბეემვე (BMW) და კომპანია ფოლცვაგენი (Volkswagen) – ს შორის  იმარჯვებს ბეემვე (BMW). ხოლო ფოლცვაგენმა (Volkswagen) მოიპოვა  Bentley –ის საკონტროლო პაკეტი და მისი ყველა ქარხანა.

2003 წლია 1 იანვრიდან სავაჭრო მარკა Rolls-Royce (Rolls-Royce)მთლიანად გადადის  ბრენდ BMW –ს მფლობელობაში.

მისი ზედაპირი იღებება 12  ფენად, რაც აძლევს მას ვიზუალურად ღრმა ფერის იერს.
დღესაც როლს როისის ავტომობილები იწყობა მხოლოდ ბრიტანეთში.

Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com