Hewlett Packard |
ფირმის სახელად შეირჩა ყოფილი თანაკურსელების გვარები და მატი მიმდევრობა გადაწყდა კენჭის ყრის საფუძველზე და დაერქვა ჰიულით პაკარდი. კომპანიის საწყისი კაპიტალი შეადგენდა 538 დოლარს.
მათი შექმნილი პირველი მოწყობილობა იყო ხმის მაღალი სიხშირის გენერატორი – მოდელი 200A. იმ პერიოდში ასეთი გენერატორები იყიდებოდა დაახლოებით 200 დოლარად. სქემის კრიტიკულ ნაწილებში ელექტრო ნათურების გამოყენებამ ახლად შექმნილ ჰიულით პაკარდის კომპანიას საშუალება მისცა გენერატორები გაეყიდათ 54,40 დოლარად, რამაც საშუალება მისცა მოეძებნათ საკმაოდ ფართო გასაღების ბაზარი.
ჰიულით პაკარდის გენერატორების ერთ–ერთი მსხვილი მომხმარებლი გახდა ცნობილი უოლტ დისნეის (Walt Disney) სტუდია, რომელმაც კომპანიისგან შეიძინა 200B მოდელის გენერატორები.
შემდეგი სერიოზული წარმატება მოჰყვა სახელმწიფო შესყიდვებს. 1943 წელს ჰიულით პაკარდი (Hewlett Packard) ქმნის რადარების სიგნალის ჩამხშობ მოწყობილობას. ეს სფერო იწყებს სწრაფად განვითარებას და კომპანია ხდება ერთ–ერთი წამყვანი მთელს მსოფიოში.
1951 წელს კომპანია HP ქმნის სწრაფი სიხშირის კონტურს (HP 524A), რომელიც იძლევა საშუალებას მაღალი სიხშირის გაზომვის დროის მნიშვნელოვნად შემცირებას (10 წუთიდან 2 წამამდე). სწორედ ეს კონტურები გახდა ჰიულით პაკარდისათვის მილიარდების მომტანი.
1964 წელს იქმნება მაღალი სიზუსტის ატომური საათი HP 5060A. ატომური საათი იქცა დროის გაზომვის მსოფლიო სტანდარტად და გამოიყენება ყველა სფეროში, სადაც საჭიროა დროის მაღალი სიზუსტით გაზომვა: კოსმოსურ ხომალდებზე, ავია დისპეჩერების ცენტრებში, ტელეკომუნიკაციაში და ა. შ.
1968 წელს გამოდის პირველი ჰიულით პაკარდის კომპიუტერი НР 2116A.
1968 წელს იქმნება პირველი სამაგიდო სამეცნიერო კალკულატორი HP 9100A.
1980 წელს გამოდის პირველი პერსონალური კომპიუტერი – HP-85.
1991 წელს გამოდის სიახლე – კომპიუტერი, რომელიც ეტევა ხელის გულზე, ინფრაწითელი პორტით HP 95LX palmtop PC .
2002 წელს კომპანია HP და კომპანია კომპაქი (Compaq), რომელიც დაარსდა 1982 წელს ჯიმ ხარისის (Jim Harris), როდ კენიონის (Rod Canion) და ბილ მარტოს (Bill Murto) მიერ, გაერთიანდნენ.
კომპანია ბევრ სხვა ტექნიკასთან ერთად აწარმოებს მონიტორებს, HP და COMPAQ ნოუთბუქებს.
კომპანია ბევრ სხვა ტექნიკასთან ერთად აწარმოებს მონიტორებს, HP და COMPAQ ნოუთბუქებს.
Geronia
0 კომენტარი:
Post a Comment