ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

კომპანია სამსუნგის (Samsung) სიახლეები გამოფენაზე CES 2010

გამოფენაზე CES 2010 კომპანია სამსუნგმა (Samsung) წარმოადგინა LED HD ტელევიზორების, Blu-ray ფლეერების და 3D LCD ტელევიზორების  ახალი მოდელები.

ახალი თაობის ტელევიზორები  უკანა განათებით LED, აღჭურვილია უნიკალური 3D პროცესორით. ტელევიზორების ამ სერიაში წარმოდგენილია 8 მოდელი დიაგონალით 19 –დან 65 დიუმამდე. დღევანდელ დღეს ეს არის ყველაზე დიდი ხაზი LED ტელევიზორების სერიის.  მასში შედის  ფლაგმანი სერია 9000, ასევე ახალი სერიები 7000 და 8000. ყველა მათგანი აღჭურვილია ჩამონტაჟებული 3D პროცესორით.

 აგრეთვე კომპანია სამსუნგმა (Samsung) გამოფენაზე წარმოადგინა Blu-ray ფლეერების ახალი ხაზი, რომელშიც შედის 3D მოდელი BD-C6900 (ამ მოდელმა გამოფენაზე მიიღო ინოვაციური მოდელის ჯილდო).   

მოდელი BD-C6900 შეთავსებადია სამსუნგის 3D HD ტელევიზორებთან და აქვს 3D ფორმატის მხარდაჭერა. ფლეერს აქვს საკმაოდ თხელი კორპუსი და მისი ერთ–ერთი თავისებურება გამოიხატება გამჭვირვალე სახურავში, რომელშიც კარგად ჩანს დისკის მოძრაობა.

რაც შეეხება 2010 წელს  კომპანია სამსუნგის მიერ გამოშვებულ ტელევიზორებს, განსაკუთრებულად აღსანიშნავია 750 და 650 სერიის მოდელები.  750 სერიის მოდელები აღჭურვილია ჩამონტაჟებული 3D ტექნოლოგიით. მათი ენერგომოხმარება შეესაბამება სტანდარტს Energy Star 4.0. ტელევიზორები აგრეთვე აღჭურვილია Ethernet მოდულით.
ინტერნეტის მხარდაჭერა აგრეთვე აქვთ 650 სერიის მოდელებსაც.

გამოფენაზე აგრეთვე  წარმოდგენილი იყო სამსუნგის ახალი პლაზმური მოდელები სერიით 8000, 7000 და 6500. სერია 8000 და 7000 წარმოადგენს პრემიუმ–კლასის მოდელებს, რომლებიც აღჭურვილია დაპატანტებული 3D პროცესორებით.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com