ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ცნობილი გახდა სკაიპის (Skype) გათიშვის მიზეზი

კომპანია სკაიპის (Skype) გენერალურმა დირექტორმა ლარს რაბბემ გაამჟღავნა მიზეზი, რითაც გამოწვეული იყო წინა კვირას  სკაიპის გათიშვა.
 მიზეზი გახდა სკაიპის პროგრამის ერთ–ერთი ვერსიის შეცდომა. ეს იყო სკაიპის ვინდოუსისთვის (Windows) შექმნილი პროგრამა, რომელიც არ წარმოადგენს პროგრამის უახლეს ვერსიას, მაგრამ მას გამოიყენებს სკაიპის ინტერნეტ–ზარების მომხმარებლის დაახლოებით ნახევარი.
როგორც ლარს რაბბემ განაცხადა, ოთხშაბათს, 22 დეკემბერს ზოგიერთი სერვერი, რომელიც უზრუნველყოფდა სკაიპის მომხმარებლების კავშირს, გადახურდა. ამის შედეგად მომხმარებლების კომპიუტერებზე დაყენებული პროგრამა–კლიენტებიდან წამოსული მონაცემების გაცვლა შეფერხდა.

ამის შედეგად ვინდოუსის სისტემაზე დაყენებული სკაიპის ვერსია 5.0.0152  მუშაობა გაგრძელდა არაკორექტულად. მომხმარებლები ცდილობდნენ ხელმეორედ დაკავშირებას, რამაც გამოიწვია სიტუაციის დამძიმება. 100 – ჯერ გაიზარდა დატვირთვა სხვა კვანძებზე. იმის გამო, რომ მათზე მოქმედებდა გადატვირთვისგან დაცვის სისტემა, დატვირთვის გარკვეულ ზღვარს მიღწევის შედეგად კვანძები გაითიშა.  

საერთო ჯამში გათიშვა გრძელდებოდა დაახლოებით 24 საათი. იგი შეეხო სკაიპის ყველა მომხმარებელს  დამოუკიდებლად ოპერაციული სისტემის გამოყენებისა. კომპანიის შეფასებით კავშირის გარეშე დარჩა სერვისის მომხმარებელთა 40%.

კომპანიის ადრინდელი განცხადებით, მომხმარებლები, რომელთაც გადახდილი ჰქონდათ სკაიპის პრემიალური სერვისების თანხა და სერვერის გათიშვის გამო იგი დაეკარგათ, მიიღებენ დამატებით წუთებს კომპენსაციის სახით. თუმცა კონკრეტულად როდის  კომპანიაში პასუხს არ იძლევიან.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com