ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

იამაჰა (Yamaha), ბრენდის ისტორია

იაპონური კომპანია იამაჰა (Yamaha) შეიქმნა 1897 წელს. მისმა დამფუძნებელმა ტორაკუსუ იამაჰამ (Torakusu Yamaha) ჯერ კიდევ 1887 წელს შექმნა თავისი პირველი ორღან.
10 წლის შემდეგ კი დააფუძნა კომპანია Nippon Gakki Co და დაიკავა კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობა. თავიდან კომპანია სპეციალიზირებული იყო მუსიკალუტი ინსტრუმენტების წარმოებაზე.

1900 წელს კომპანია იწყებს იამაჰას ფორტეპიანოების, ხოლო 1902 წდიდან იამაჰას როიალების გამოშვებას. 1904 წელს სენტ–ლუისის გამოფენაზე კომპანიის ორღანი და ფორტეპიანო იღებს გრან–პრის.

1922 წელს გამოდის მაღალხარისხიანი ხელის პატეფონი. 1930 წლიდან იამაჰა ხსნის მსოფლიოში პირველ აკუსტიკის კვლევის ლაბორატორიას. ამუშავებს იაპონიის საკონცერტო დარბაზებისთვის აკუსტიკურ სისტემებს. 1942 წელს გამოდის პირველი იამაჰას გიტარა.

რაც შეეხება იამაჰას მოტოციკლეტებს, მისი წარმოება კომპანია Yamaha – მ დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კომპანია Yamaha –ს დამფუძნებელს ტორაკუსუ იამაჰას, რომელიც გარდაიცვალა 1916 წელს მოტოციკლეტი ნანახიც არ ჰქონდა. ომამდე კომპანიის მიერ წარმოებულ მუსიკალურ ინსტრუმენტებში გამოყენებული იყო მაღალი ხარისხის ხის მასალა. წსორედ ამ მასალის გამოყენება ხდებოდა ომის დროს თვითმფრინავის პროპელერებს წარმოებაში. ამის გამო იამაჰას ქარხანა იძულებული გახდა შეესრულებინა სამხედრო შეკვეთები. ომის შემდეგ კი გენერალურმა შტაბმა მოახდინა ქარხნის კონფისკაცია.

1952 წელს კომპანია იამაჰას კანონიერმა მფლომელმა შეძლო დაებრუნებინა ქარხანა თავის საკუთრებაში და გააგრძელა მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება. რა თქმა უნდა ომის შემდგომ პერიოდში ეს ინსტრუმენტები არ სარგებლობდა დიდი მოთხოვნით. ამიტომ ფირმის ხელმძღვანელობამ მიიღო მოტოციკლეტების წარმოების დაწყების გადაწყვეტილება.

1955 წელს კომპანია იამაჰა იყოფა ორ მიმართულებად – მოტოციკლეტების მწარმოებლად, რომელსაც დაერქვა იამაჰა მოტორსი (Yamaha Motor Co) და მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებლად.

კომპანია იამაჰა მოტორსის ისტორია იწყება 1955 წლის 1 ივლისს, როდესაც გამოდის იამაჰას მოტოციკლეტის პირველი მოდელი YA-1 125 სმ3 ძრავით.

1959 წლის მარტში და 1960 წლის აპრილში კომპანიები KITAGAWA MOTOR Co (ამჟამად ქარხანა SOUDE) და SHOWA WORKS (ამჟამად SOQI Inc) ერთიანდებიან კორპორაცია იამაჰას მარკის ქვეშ.

1960 წელს იწყება იამაჰას კატერების და ნავის ძრავების წარმოება. ამ პერიოდიდან მუდმივად ხდება კომპანიის საკუთარი ძრავების წარმოების ტექნოლოგიების დახვეწა. 1961 წელს კომპანიის აქციები გადის ტოკიოს ბირჟაზე.

1964 წელს იამაჰა მოტორსი ხდება მსოფლიო ჩემპიონი ტრასაზე რბოლაში ნომინაციაში: 250 სმ3 ძრავიანი მოტოციკლეტების მწარმოებელი. 1966 წლის თებერვალში იქმნება იამაჰა მოტორსის და კომპანია ტოიოტა მოტორსის (TOYOTA MOTOR Corp) ერთობლივი მოდელის ავტომობილი Toyota 2000GT.

ამავე წელს მუსიკალური ინსტრუმენტების კომპანია აიამაჰა ტარებს თავის პირველ კონკურსს Electone. ხოლო 1965 წელს ლოს–ანჟელესში ხსნის თავის პირველ მუსიკალურ სკოლას.

1966 წელს იამაჰა ხსნის უნიკალურ დასასვენებელ კურორტს Nemu-no-Sato. იქმნება პირველი CF სერიის საკონცერტო იამაჰას როიალი.

1968 წელს კომპანია აფართოებს წარმოების სფეროს და უშვებს პირველ თოვლმავალს YAMAHA SL350. 1968 წელს ნიდერლანდებში ფუძნდება YAMAHA MOTOR EUROPE N.V.

1969 წელს კომპანია Sanshin Industries Co შედის კორპორაცია იამაჰას შემადგენლობაში. 1970 წელს შენდება ფაბრიკა Amakusa Factory (ამჟამად - YAMAHA AMAKUSA WORKS Co).

1972 წელს კომპანიის სათაო ოფისი გადადის ქალაქ ივატაში. 1982 წლის იანვარში იქმნება იამაჰის პირველი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

1974 წელს კომპასნია ხსნის სასპორტო–დასასვენებელ კურორტს Tsumagoi. 1984 წელს გამოდის იამაჰას კომპაქტ–დისკების დამკვრელი.
.
1986 წლიდან იწყება ახალ ბაზარზე გასვლა და კომპანია იწყებს იამაჰას გიდროციკლების წარმოებას.

1987 წელს კომპანიას ოფიციალურად ეწოდება «Yamaha Corporation». მომდევნო წლებში კომპანია უშვება ბარაბნებს, ახალი მოდელის როიალებს, ვიოლინოებს,ფირსაკრავებს და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

1999 წლიდან იწყება მულტიმედიური აკუსტიკური სისტემების შექმნა კომპიუტერებისთვის.

1998 წელი მოტოციკლეტების მოყვარულთათვის დასამახსოვრებელია იამაჰას ახალი მოდელის მოტოციკლეტით Yamaha YZF-R1, რომელიც ცნობილია როგორც სუპერსპორტის კლასის ათწლეულის საუკეთესო მოდელი. 2007 წელს გამოდის ახალი მოდელი YZF-R1.

დღევანდელ დღეს კორპორაცია იამაჰა (Yamaha Corporation) წარმოადგენს ერთ–ერთ უდიდეს ბრენდს მსოფლიოში მოტოტექნიკის, გიდროციკლების, კატერების, იახტების, თავზსაჭერი გემების, აკუსტიკური სისტემების, მუსიკალური ინსტრუმენტების და ბევრ სხვა სფეროში. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აქვს ოფისები, ქარხნები და წარმოებები.

Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com