ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

2011 წლის 10 ყველაზე ტექნო მანქანა

Mercedes E350

დაახლოებით 10 წლის წინ ინტელექტუალურ ავტომანქანად შეიძლებოდა დასახელებულიყო მანქანა, რომელშიც მინის დამსუფთავებლებს შეეძლოთ მუშაობის შეჩერება მანქანის სიჩქარის შენელებისას ან მის რადიომიმღებს შეეძლო დაკრული მუსიკის დასახელებს ჩვენება.


ასევე რომელსაც შეეძლო საწვავის ხარჯვისა და მანქანის გადაადგილების სიჩქარის ჩვენება.
ჭკვიანი მანქანები დღეს წარმოადგენენ ფაქტიურად ავტოინდუსტრიის შედევრებს. მათ შეუძლიათ დაინახონ თავისი თავი ზემოდან, მძღოლის ყურადღების შემცირების შემთხვევაში ავტომატურად დამუხრუჭდეს და ა.შ.

ავტომობილები, რომლებიც სავარაუდოდ მიიქცევენ ავტომოყვარულთა ყურადღებას 2011 წელს:



Audi A8 მისი დაქოქვის დროს წინა პანელზე ამოდის 8 დიუმიანი ეკრანი, საიდანაც შეგიძლიათ აკონტროლოთ ყველაფერი დაწყებული თქვენს iPod – ზე დაკრული მუსიკიდან, დამთავრებული გზაზე მიმდინარე ყველა მოქმედებით. მანქანას გააჩნია სისტემა მულტიმედიური ინტერფეისით.  

BMW Alpina B7 – წარმოადგენს ბავარია მოტორსის მე – 7 სერიის ექსტრემალურ წარმომადგენელს. მისი ღამის ხედვის სისტემას თავისი ფრონტალური კამერით შეუძლია გაარჩიოს ფეხით მოსიარულე ან რაიმე მოძრავი გზაზე 274 მეტრის მანძილზე. მიახლოების შედეგად მანქანას შეუძლია ამოიცნოს ობიექტი ადამიანია თუ ცხოველი და სპეციალური ინდიკატორით HUD – head-up-display აცნობოს მძღოლს.

Chevrolet Voltგათვლას აკეთებს ელექტრო ავტომობილზე, რომელს სოფტს გააჩნია ათი მილიონ ხაზიანი კოდი და საკუთარი IP მისამართი. გარდა ამისა მანქანას გააჩნია OnStar MyLink, პირველი მობილური დამატება ელექტრო ძრავის მქონე მანქანებისთვის. Blackberry Storm, Droid ან iPhone – ით მძღოლს შესაძლებლობა აქვს გაიგოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა აკუმულატორის მდგომარეობა, რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლია მანქანას უპრობლემოდ და ა.შ. აგრეთვე OnStar აპლიკაციით ავტომანქანას შეუძლია გაათბოს სალონი მძღოლის ჩაჯდომამდე – ელექტრო კვების საშუალებით აკუმულატორის გარეშე.   

Ford F-150 –  ერთგვარი მობილური ოფისი. ავტომობილში ჩამონტაჟებული კომპიუტერი Windows CE ბაზაზე უზრუნველყოფს ინტერნეტში ჩართვის შესაძლებლობას და შეიცავს ძირითად საოფისე პროგრამებს, რომლებიც იძლევა უკაბელო პრინტერზე ბეჭდვის საშუალებას. ასევე უზრუნველყოფს მართვის ნავიგაციას. Tool Link პროგრამული უზრუნველყოფა განსაზღვრავს რომელი ინსტრუმენტები არის და რომელი დაავიწყდა მძღოლს. ეს შესაძლებელია წინასწარ დაპროგრამების საფუძველზე.

Hyundai Equusშეიცავს ყველა უსაფრთხოების მოწყობილობებს. ისეთებს, როგორიცაა საგზაო ზოლიდან გადაცდომის შესახებ გაფრთხილება (ამ დროს ავტომატურად ეჭირება უსაფრთხოების ქამარი). ამ მანქანის ყველა ახალ მყიდველს ეძლევა iPad თავისი ინსტრუქციით, რომელშიც აგრეთვე შედის ავტომანქანის ტარების თამაში–სიმულატორი.

Infiniti FX50გააჩნია 7 დიუმიანი  Aroud View მონიტორი, რომელიც იყენებს 4 კამერას იმისათვის, რომ შექმნას მანქანის გარშენო ხედის სრული სურათი დანახული ზემოდან. სპეციალური სისტემა სალონში მომწამლავი გაზის ნორმის გადამეტებისას ავტომატურად თიშავს კონდიცირების სისტემას და პარალელურად წმინდავს ჰაერს. აგრეთვე მძღოლს შეუძლია ჩართოს მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს წინ მიმავალ მანქანასა და თავის მანქანას შორის მანძილს. ლაზერული დაჩიკებით იგი ამუხრუჭებს და თუ საჭიროა საერთოდ აჩერებს მანქანას.

Lexus LS Hybrid – რეალურ დროში იძლევა ინფორმაციას საწვავის დანახარჯებსა  და ელექტროენერგიის შესახებ. დამუხრუჭების სისტემა ენერგიის დაბრუნებით იძლევა საწვავის ეკონომიის საშუალებას. მას აგრეთვე გააჩნია პარალელური პარკირების სისტემა, მძღოლის ყურადღების კონტროლის სისტემა და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის სისტემის გაფრთხილების შემთხვევაში მძღოლმა რეაგირება არ მოახდინა, მანქანა ავტომატურად ჩერდება.

Lincoln MKX გააჩნია 2 პატარა LCD ეკრანი ანალოგური სპიდომეტრის გარშემო, რომელთაც აკონტროლებს მძღოლის საჭეზე განლაგებული ღილაკები. მარცხენა ეკრანი  იძლევა მგზავრობის საერთო ინფორმაციას, ხოლო მარჯვენა – ნავიგაციას და სალონის კლიმატის მონაცემებს. აგრეთვე წინა პანელზე დამაგრებულია 8 დიუმიანი სენსორული ეკრანი, რომელზეც შეიძლება გზაზე მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიღება. ყველა ბრძანებები ასევე შესაძლებელია ეკრანს მიეცეს ხმოვანი სახით.

Mercedes E350ეს მანქანა ასრულებს მძღოლის მრჩეველის როლს. იგი  განსაზღვრავს დამუხრუჭების საჭიროებას. 70 პარამეტრით მანქანა არჩევს მძღოლის მდგომარეობას: საჭის მოძრაობით, მანქანის სისწრაფით, პედლების გამოყენებით და სხვა. საშიშროების აღმოჩენის შემთხვევაში სისტემა იძლევა გამაფრთხილებელ ვიზუალურ და ხმოვან სიგნალს. რეაქციის უქონლობის აღმოჩენის შემთხვევაში უჭერს უსაფრთხოების ქამარს და მოსალოდნელი ავარიის და მანქანის გადატრიალების შემთხვევაში ხურავს სახურავის და გვერდულ ფანჯრებს. აგრეთვე გააჩნია ღამის ხედვის სისტემა.

Nissan Leaf სუფთა ელექტრო მანქანა. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი.  გააჩნია დიოდის ფარები, რომლების ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ჰოლოგენური. აღჭურვილია აგრეთვე მზის ელემენტებით. მანქანა დადის იმდენად უხმაუროდ, რომ მისი მოძრაობა თითქმის არ ისმის. ამიტომ სპეციალური მოწყობილობა სპეციალურად გამოსცემს ხმას, რომელიც გარშემო მყოფთ აფრთხილებს მისი მიახლოების შესახებ. აგრეთვე გააჩნია მანქანის შესახებ ინფორმაციის მიღების  CARWINGS სისტემა.

Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com