ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

2011 წელს მოსალოდნელი ვირუსების პროგნოზი

2011 წელს მოსალოდნელია კიბერ დანაშაულში რამდენიმე რადიკალური სიახლე – ასეთი პროგნოზი გააკეთა ლაბორატორიამ – PandaLabs. ლაბორატორიის ექსპერტთა განცხადებით შექმნილია 20 მილიონზე მეტი ზიანის შემცველი ოპერაციული სისტემის ვირუსი, რომლებიც რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება შემდეგ 2011 წელშიც. 

გარდა ამისა ამ წელს შესაძლებელია დაიწყოს ახალი კიბერ ომი, ხაკერთა სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ანუ შეტევები სერვერებზე. გასულ 2010 წელს მსგავსი მოვლენა განხორციელდა გუგლის მიმართ. ლაბორატორია PandaLabs – ს სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ შეტევები გახდება უფრი ინტენსიური.

კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც დაიწყო გასულ წელს და ალბათ გაძლიერდება ამ წელს არის კიბერ პროტესტები. ახალი მოძრაობა დაიწყო ანონიმური ჯგუფის მიერ და მას ერქვა ოპერაცია "შურისძიება", რომლის სამიზნე გახდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ქსელიდან "პირატების" აღმოფხვრას. ძირითადად გამოიყენებოდა DDoS შეტევები და სპამები. 

სპეციალისტები აგრეთვე პროგნოზირებენ ქსელური ხულიგნობის მომატებას სოციალური ქსელების საშუალებით. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ლინკები ან ყალბი ვებ–გვერდები. სატყუარად შეიძლება გამოყენებული იქნას პოპულარული და მიმზიდველი თემები. 

 აგრეთვე ალბათ გაგრძელდება კიბერ შეტევები ბანკებზე, გადახდის სისტემებზე, ინტერნეტ–მაღაზიებზე და ა. შ.

PandaLabs ლაბორატორიის განმარტებით 2010 წელს გამოჩნდა სპეციალურად ოპერაციული სისტემის – Windows 7 – სთვის შექმნილი ვირუსები, რომელთა გავრცელებაც უფრო აქტიურად გაგრძელდება ამ წელს. გაგრძელდება მობილურ ტელეფონებზე შეტევები.  სპეციალისტების პროგნოზით ძირითადი სამიზნე 2011 წელს იქნება სმარტფონი Android პლათმორმაზე. შესაძლებელია აგრეთვე ექსპერიმენტული შეტევები განხორციელდეს პლანშეტებზე. ხაკერების სამიზნე შესაძლებელია გახდეს აგრეთვე HTML5, რომელიც ნელ–ნელა ანაცვლებს ფლეშს (Flash). მიმდინარე წელს მოსალოდნელია უფრო გახშირდეს და დაიხვეწოს გასული ორი წლის მანძილზე ყველაზე მეტად გავრცელებული დაშიფრული ვირუსები.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com