ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

აღმოჩენილია ტროას ცხენის ახალი ვირუსი Android – სმარტფონებზე

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ახალი ტროას ვირუსის პროგრამა Android– სმარტფონებზე, რომელიც მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევს მის შემქმნელ ხაკერებს.

ჩინეთში აღმოჩენილია ტროას ვირუსი, რომელიც Android  – ის ბაზის სმარტფონის მომხმარებლების შესახებ აგროვებს ინფორმაციას და აგზავნის მას ბოროტმოქმედთა სერვერზე. ეს არ არის სმარტფონებისთვის შექმნილი პირველი ტროას ცხენის ვირუსი, მაგრამ წარმოადგენს დღეისთვის ყველაზე რთულ და სრულყოფილ ოპერაციული სისტემის ვირუსს, რომლის სამიზნეა ოპერაციული სისტემა გუგლი (Google).

ვირუსის სახელია ჯეიმინი (Geinimi). მობილური ტელეფონის მეხსიერებაში მისი ჩაწერის შემდეგ ტროას პროგრამას შეუძლია მიიღოს ბრძანებები სერვერიდან, რითაც ხაკერებს საშუალება ეძლევათ აკონტროლონ მოწყობილობის მუშაობა.

პროგრამა ვრცელდება არაოფიციალური პროგრამებით. საკმარისია გადმოწეროთ ერთი შეხედვით უვნებელი პროგრამა, რომელშიც წინასწარ ჩაწერილია ტროას ვირუსი , ჩაწეროთ მობილურში და დაეთანხმოთ მობილურის ფუნქციებს გააქტიურებას, რომ ეს უფლებები ოპერაციულ სისტემასთან ერთად ავტომატურად გადადის ვირუსის ხელში.

ტროას ვირუსი აგროვებს სხვადასხვა ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ GPS კოორდინატების ჩათვლით.  ყოველ 5 წუთში ერთხელ Geinimi ცდილობს დაკავშირებას სხვადასხვა სერვერებთან. წარმატებული დაკავშირების შემთხვევაში ინფორმაცია ავტომატურად იგზავნება მის შემქმნელებთან.

საინტერესოა, რომ ამ ვირუსს გააჩნია უძლიერესი დაცვა. მთელი ინფორმაცია სმარტფონიდან სერვერზე იგზავნება დაშიფრული სახით.   

სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ ყურადღება მიაქციონ მობილური მოწყობილობის მუშაობას და საეჭვო ქმედებებს (მაგალითად თვითნებური სისტემატური SMS შეტყობინებების გაგზავნა) და პერიოდულად გამოიყენონ მობილური ვირუს – სკანერები.    

ადრე სპიციალისტებმა აღმოაჩინეს Android – სთვის შექმნილი რამდენიმე სახის ტროას ვირუსი, რომელიც მფლობელის გარეშე აგზავნიდა SMS შეტყობინებებს ფასიან ნომრებზე. შედეგად ანგარიშებიდან იხსნებოდა გარკვეული თანხები, რომელიც ირიცხებოდა ხაკერების ანგარიშზე.  ვირუსი შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ მარტივ პროგრამებშიც კი, როგორიცაა მაგალითად ფონის შეცვლის პროგრამა.

ამჟამად Lookout Mobile Security – ის სპეციალისტების განმარტებით ოფიციალური  მაღაზიების პროგრამებში Geinimi აღმოჩენილი არ არის და გავრცელებულია მხოლოდ ჩინეთში, თუმცა გამორიცხვა იმისი, რომ იგი გლობალურ საფეხურზე გადავიდეს (ანუ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში) ამჟამად შეუძლებელია. 

გისურვებთ წარმეტებებს.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com