ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

მეცნიერები მუშაობენ ტკივილ გამაყუჩებელი ჩიპის შექმნაზე

ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიელი მეცნიერები მუშაობენ იმპლანტანტების სფეროში საინტერესო გამოგონების – ტკივილგამაყუჩებელი ჩიპის შექმნაზე.
იმპლანტანტის დანიშნულებაა მოახდინოს  ტკივილის იმპულსების ბლოკირება, რომელიც ადამიანის ხერხემლიდან გადაეცემა თავის ტვინს. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ უახლოეს ცდებში შეძლებენ ადამიანების ჩართვას და ეს გამოგონება ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს თანამედროვე მედიცინას. ცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გამოგონების კომერციალიზაციას დიდი დრო არ დასჭირდება.

ჩიპი შექმნილია ბიომედიკოსების ჯგუფის და ელექტროტექნიკის ექსპერტების მიერ. მოწყობილობა განკუთვნილია ადამიანის ორგანიზმში ბიოთავსებად მოწყობილობასთან ერთად ჩასანერგად.

ორივე მოწყობილობის ჩაკერება ხდება პოლიმერის 1,22 მმ. ძაფში და ერთმანეთს უკავშირდება სპეციალური გაყვანილობით. მთელი  მოწყობილობა გამომთვლელ ჩიპთან და პატარა ელემენტთან ერთად თავსდება ადამიანის ხერხემალში.

პროცესორი აუცილებელია იმისათვის, რომ საშუალება იყოს მუდმივი კონტროლი გაუწიოს იმპლანტანტის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში არსებობდეს საშუალება მონაცემებში საჭირო ცვლილებების შეტანის. საბედნიეროდ ელემენტის დამუხტვა ხდება დისტანციურად. გამომგონებლები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ჩიპი დაენიშნებათ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ინ შემთხვევაში თუ ცდები ჩაივლის წარმატებით დიდი შანსია, რომ იმპლანტანტს ჰქონდეს დიდი მომავალი.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com