ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო წყლის რაოდენობის გამომთვლელი ბოთლი

კომპანიამ  Cambridge Consultants წარმოადგინა ახალი საინტერესო გამოგონება – ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო წყლის რაოდენობის გამომთვლელი ბოთლი. გამოგონება წარმოადგენს ბოთლს, რომელსაც თვითონ შეუძლია გამოთვალოს როდის და რამდენი წყალი უნდა მიიღოს მისმა მფლობელმა. მისი სახელია I-dration.   

გამოთვლა ხდება სპეციალური პროგრამის საშუალებით. მოწყობილობის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: სპეციალური მოწყობილობით ბოთლი უერეთდება სმარტფონს, რის შემდეგაც იგი რეალურ დროში სენსორების საშუალებით აგროვებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა გარემოს ტემპერატურა, მფლობელის მიერ უკვე მიღებული წყლის რაოდენობა და ა.შ.  შეგროვილი მონაცემები ბლუთუსის (Bluetooth) საშუალებით იგზავნება სმარტფონში, სადაც ხდება მონაცემების დამუშავება და უბრუნდება უკან – ბოთლში ჩამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობას. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ორგანიზმისთვის საჭიროა დამატებითი რაოდენობის წყლის მიღება, I-dration იძლევა ლურჯი ფერის სიგნალს. 

 აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ოფიციალური ანონსისა ახლად შექმნილი ბოთლის დიზაინი ჯერ შემუშავების პროცესშია. მოწყობილობის დამთავრებული სახით საზოგადოებისთვის წარდგენა იგეგმება CES 2011 გამოფენაზე, რომელიც გაიმართება ლას–ვეგასში იანვარში.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com