ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ახალი თაობის შორი განათების შუქი ავტომანქანებისთვის

იაპომურმა კომპანიამ Ichikoh Industries განაცხადა თავისი ახალი გამოგონების შესახებ. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით შექმნილია ავტომობილებისთვის ახალი თაობის შორი განათება. 


მისი მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ არ უშლის ხელს შემხვედრი ავტომობილის მძღოლს. ანალოგიური განათება ადრეც იყო პრაქტიკაში, მაგრამ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მანქანის ელექტრონიკა ავტომატურად თიშავს ან კუთხეს უცვლის შორი განათების ფარებს შემხვედრი ავტომანქანის აღმოჩენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი ფარების შიგნით არსებული პატარა შუქის დამჩრდილავების დამსახურებით განათება შეიძლება ენთოს მუდმივად. შემხვედრი მანქანა კი აღმოჩნდება ჩრდილში. 

ავტომანქანის ელექტრონიკა თვითონ გააკონტროლებს შემხვედრ მანქანას და გადააადგილებს შუქის დამფარავებს ისე, რომ იგი აღმოჩნდეს ჩრდილში. ამავე დროს იგი გააკონტროლებს რამდენიმე მანქანას ერთდროულად.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com