ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

კომპანია შანელის (Chanel) ახალი სახე – ბლეიკ ლაივლი (BLAKE LIVELY)

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ შანელის (Chanel) ახალი სახე 2011 წელს გახდება მსახიობი ბლეიკ ლაივლი (BLAKE LIVELY).

იგი ასრულებს მთავარ როლს სერიალში "ჭორიკანა". მიმდინარე წლის მარტში ბლეიკი უკვე გამოჩნდება მსოფლიოში ცნობილი ჩანთების მოდელების ხაზის – Mademoiselle სარეკლამო რგოლებში. სარეკლამო რგოლის ფოტოგრაფი იქნება ლეგენდარული კარლ ლაგერფელდი.

ამერიკელი მსახიობის ლაივლის და შანელის დირექტორის გაცნობა მოხდა ჟურნალ Vogue – ს ყოფილი რედაქტორის ანა ვინტურის დახმარებით. ლაგერფელდის განმარტებით ბლეიკი ერთგვარად არის ამერიკელი ოცნების გოგონა. გადაღებები მიმდინარეობს წარმატებით, რადგანაც ლეგერფელდის თქმით მთელი გადამღები ჯგუფი შეყვარებულია მსახიობში. 

მოლო 2 წლის განმავლობაში ბლეიკ ლაივლი 3 – ჯერ გამოჩნდა პოპულარული ჟურნალის –Vogue გარეკანზე. საინტერესოა, რომ ტირაჟის აუდიტის განცხადებით მისი სურათით ჟურნალის ნომრები განსაკუთრებით კარგად გაიყიდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე შანელის ჩანთების სერიის Chanel Mademoiselle სახე იყო ვანესა პარადი.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com