ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

მობილური ტელეფონების ახალი კოლექცია – Lamborghini Spyder

ჰონკონგის კომპანია ტონინომ (Tonino) გამოუშვა მობილური ტელეფონების ლუქს კლასისის ახალი  კოლექცია – Tonino Lamborghini Spyder, რომელიც განკუთვნილია იტალიური ავტომობილების კომპანია ლამბორჯინის (Lamborghini) მოყვარულთათვის.

ტელეფონების პრეზენტაცია გაიმართა ჰონკონგში. კოლექცია მიეძღვნა ცნობილ ლამბორჯინის ბრენდს.  

 წარმოდგენილია 6 მოდელის ტელეფონი.ყველა მათგანს გააჩნია განსაკუთრებული დიზაინის კორპუსი და ყურსასმენი. ელიტური მოდელების Tonino Lamborghini Spyder S-670, S-680 და S-685 კორპუსები შექმნილია უჟანგავი ფოლადისგან და მოპირკეთებულია  ვარდისფერი და ყვითელი ოქროთი. ხოლო ტელეფონის უკანა ნაწილი გაკეთებულია ნიანგის ტყავისგან.

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს: ტელეფონის ეკრანი არის 2,2 დიუმიანი, კამერა – 3MP და მეხსიერება 4 MB. გააჩნია GSM და EDGE მხარდაჭერა.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com