ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

კომპანია ვერტუს (Vertu) ახალი სპორტული სტილის მობილური ტელეფონები

კომპანია ვერტუმ (Vertu) წარმოადგინა მორიგი პრემიუმ კლასის მობილური ტელეფონი სპორტულ სტილში. მოწყობილობის სახელია - Ascent Ferrari GT და მისი დიზაინი შესრულებულია ფერარის (Ferrari) სპორტული მანქანის სტილში.


ტელეფონის კორპუსი დაფარულია დაბურული შავი ფერის PVD ზედაპირით და წითელი ტყავით, ისევე, როგორც ფერარის სალონი. გარდა ამისა მოდელის უკანა სახურავზე გამოსახულია ავტოკონცერნის ლოგო. 

მობილური ტელეფონი გამოვა შეზღუდული რაოდენობით - როგორც ვერტუში ამბობენ გამოშვებული იქნება მხოლოდ 2011 ცალი. ტექნიკური მონაცემებით აპარატი იქნება იგივე , რაც  ვერტუს     ბოლო თაობის ტელეფონი -Vertu Ascen .   

ტელეფონს ექნება ორ დიუმიანი ეკრანი 240х320 გაფართოებით, 5MP   კამერა და ჩამწერი, 32MB  ოპერატიული მეხსიერება, GPS მიმღები და იმუშავებს WCDMA და GSM ქსელებში. მასში ჩაწერილი იქნება ვერტუს პროგრამული უზრუნველყოფა. სიახლის გასაყიდი ფასი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.
Blog Widget by LinkWithin

2 კომენტარი:

Anonymous said...

ძალიან ლამაზი მობილურია

Geronia said...

გმადლობთ კომენტარისთვის. მეც ძალიან მომწონს ეს ტელეფონი

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com