ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

მეცნიერებმა დაიწყეს რობოტებისთვის ინტერნეტ–ქსელის შექმნა

ევროპელ მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი მუშაობს ახალ პროექტზე RoboEarth. ეს იქნება ერთდროულად სოციალური ქსელი, ფორუმი და ვიკიპედია. ჯგუფის წარმომადგენლები თვლიან, რომ რობოტების შექმნის ტექნიკამ უკვე მიაღწია განვითარების ისეთ დონეს, რომ საჭიროა სპეციალური ადგილი, რომელიც
შეინახავს ამ სფეროში ყველა შესაძლო ცოდნას, რომელიც საშუალებას მისცემს მთელს მსოფლიოში არსებულ მანქანებს გახდნენ უფრო ჭკვიანები.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. მასში მონაწილეობს დაახლოებით 35 მეცნიერი. ვადა განსაზღვრულია 4 წლით.

სისტემაში აღწერილი იქნება რობოტებზე დაკისრებული ყველა შესაძლო ამოცანები და მათი შესრულების მეთოდები. აგრეთვე რობოტები წარმოადგენენ თავიანთი ქმედებბების შედეგებს და შეძლებენ მოძებნონ დახმარება უცნობი სიტუაციის შემთხვევაში.

პროექტის მონაცემთა ბაზაში შეყვანილი იქნება რუქები, რომელზეც მოქმედებს რობოტი, ობიექტების აღწერა და სხვადასხვა მოქმედების ინსტრუქციები. მაგალითად თუ რობოტს სთხოვეს ბოთლის მოტანა და არ იცის ეს რა არის, მას შეუძლია რობოტების ინტერნეტის დახმარებით მოძებნოს სიტყვა ბოთლი და მიიღოს მოსი აღწერა, დახასიათება, მითითება, თუ როგორ შეუძლია მისი აღება და სურათები.

მომავალში, როდესაც გაჩნდებიან რობოტი–მოსამსახურეები ან დამხმარეები, თავიანთი ინტერნეტის ქსელის დახმარებით ისინი შეძლებენ შეასრულონ ნებისმიერი დავალება.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com