ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

გაიმართა მსოფლიოში პირველი მარათონი რობოტებს შორის


იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაიმართა მსოფლიოში პირველი მარათონი რობოტებს შორის. 4 დღის განმავლობაში მონაწილეებმა გაიარეს 42 კმ-ზე მეტი (დაახლოებით 423 წრე).

ამ პერიოდის განმავლობაში ოპერატორებს უფლება ჰქონდათ შეეცვალათ რობოტებისთვის ელემენტები, მაგრამ დაცემის შემთხვევაში რობოტი დახმარების გარეშე, თვითონ უნდა წამომდგარიყო ფეხზე 

მარათონის ორგანიზატორების მიზანი იყო არა ყველაზე სწრაფი, არამედ ყველაზე გამძლე რობოტის გამოვლენა.

შეჯიბრი გრძელდებოდა დაახლოებით 4 დღე და ორგანიზატორები იყვნენ ადგილობრივი მთავრობა და რობოტების შემქმნელი ტექნიკის ფირმა.იაპონელები იმედოვნებენ, რომ ოდესმე ეს მოვლენა მიიღებს საერთაშორისო ხასიათს.

შეგიძლიათ იხილოთ მარათონის ამსახველი ვიდეო:






Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com