ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

პროექტის მიზანი

ჩვენს გარშემო არის უამრავი ბრენდი. მათ შორის არიან როგორც მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, ასევე ჩვენი, ქართული ბრენდები. ბრენდი – ეს არ არის მხოლოდ კომპანია ან ლოგო, რომელიც შეიძლება ვიცნოთ, ეს გაცილებით მეტია. ბრენდი – ეს არის კომპანიის შექმნის ისტორია, მისი განვითარება, სიძნელეები, წინააღმდეგობები, ახალი გადაწყვეტილებების ძიება, შემთხვევითი აღმოჩენები. 

ბრენდების შექმნის ისტორიები განსხვავებული და საინტერესოა. საინტერესოა აგრეთვე მათ მიერ ბიზნეს სიახლეების მიგნების გზები. ყველაფერი კი იქიდან იწყება, რომ ცალკეულ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს უჩნდებათ ბიზნეს იდეები და იწყებენ მათ განხორციელებას. 

ყველა ცნობილი მსობლიო ბრენდის ისტორია იწყება პატარა ფირმის შექმნით, რომელიც განვითარების გზაზე გადის უამრავ წინააღმდეგობას. მათი ისტორიები სავსეა წარმატებებით და ჩავარდნებით, ექსპერიმენტებით და მოულოდნელი მიღწევებით, მძიმე შეცდომებით და სწორი გადაწყვეტილებებით.

ბრენდების ისტორიები საინტერესო შესასწავლია არა მარტო იმათთვის, ვინც საკუთარ ბიზნესს იწყებს, არამედ იმათთვისაც, ვინც ცოტათი მაინც დაკავშირებულია ისეთ სფეროებთან, როგორიც არის ბიზნესი, მარკეტინგი, მენეჯმენტი.  ეს ისტორიები ალბათ ასევე საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ შეიქმნა ესა თუ ის კომპანია, ან მისი სახელი და ლოგო.
   
ეს საიტი შეიქმნა სწორედ იმისათვის, რომ გაგაცნოთ ცნობილი ბრენდების ისტორიები, კომპანიების სიახლეები

აგერთვე ჩვენ შემოგთავაზებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა თემაზე.


მაგრამ, ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ჩვენი მკითხველისათვის საინტერესოა არა მხოლოდ ისტორია, არამედ ის, თუ სად შეიძლება შეიძინონ, შეაკეთონ ან მიიღონ გარკვეული მომსახურება საქართველოში.

მსოფლიო ბრენდების წარმომადგენლობებს საქართველოში და ქართულ ბრენდებს: გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მკითხველები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ ბრენდის საქართველოში ადგილმდებრეობის, მათი პროდუქციის, მომსახურების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე კონკრეტული პროდუქციის შესახებ ტექნიკურ კომსულტაციას, გთავაზობთ თანმშრომლობას და მონაწილეობის მიღებას ჩვენი პროექტის განვითარებაში


გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით >> ან მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: mygeronia@gmail.com

Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com