ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

გამოცანები


  • ვთქვათ, თქვენ გჭირდებათ დაანგრიოთ ბეტონის კედელი რომლის სიგრძე შეადგენს 20 მეტრს, სიმაღლე – 3 მეტრს და წონა 3 ტონას. როგორ შეასრულებთ ამ ამოცანას, თუ თქვენ ხელთ არ გაქვთ აბსოლუტურად არანაერი ხელსაწყო?



  • ადამიანი არის კუნძულზე, რომელზეც ძლიერი გვალვის შედეგად ბალახი და ხეები ძლიერ გამოშრა. უცბათ კუნძულის ერთ ბოლოში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ქარმა წამოიღო ამ ადამიანის მიმართულებით. ზღვაში თავის შეფარება შეუძლებელია გამომდინარე იქიდან, რომ ნაპირზე დაცურავენ ზვიგენები. ადგილი, სადაც არც ბალახია და არც ხეები კუნძულზე არ არის. როგორ გადაირჩინოს თავი ადამიანმა ასეთ სიტუაციაში?

  • სარდაფში არის სამი ნათურა. მათი ჩამრთველები არის სარდაფის გარეთ ისე, რომ ღია კარებშიც კი არ ჩანს ნათურები ანთია თუ არა. როგორ შეიძლება სარდაფში ერთი შესვლით გამოიცნო რომელი ჩამრთველი რომელ ნათურას ანთებს?



  • ერთი დაბალი ხიდის ქვეშ გაჩერდა სატვირთო მანქანა.შეუძლებელი იყო მისი წინ წასვლა ისე, რომ არ დაზიანებულიყო მანქანის ზედა ნაწილი. მას ხიდის ქვეშ ნორმალურდ გავლისათვის აკლდა სულ რაღაც 3 სმ. მძღოლმა არ იცოდა როგორ გადაეჭრა პრობლემა, სანამ პატარა გოგონამ არ შესთავაზა მარტივი გამოსავალი.რა იდეა მიაწოდა მძღოლს გოგონამ ?


  • ჯორჯ ვაშინგტონი, შერლოკ ჰოლმსი, უილიამ შექსპირი, ლუდვიგ ვან ბეთხოვენი, ნაპოლეონ ბონაპარტე და ნერონი – რომელი მათგანი განსხვავდება პრინიპულად სხვებისგან?


  • 12 სართულიან სახლში არის ლიფტი. პირველ სართულზე ცხოვრობს 2 ადამიანი. მეორეზე – 4 და ა.შ. სართულების ზრდასთან ერთად 2 – ჯერ იზრდება მოსახლეთა რიცხვი. რომელ სართულზე ხდება ყველაზე მეტჯერ ლიფტის გამოძახება?


  • ღრმა, მრგვალი  ტბის დიამეტრი შეადგენს 200 მეტრს. მის შუაგულში არის პატარა კუნძული, რომელზეც დგას ხე. მეორე ხე დგას ტბის ნაპირზე. კაცს, რომელმაც არ იცის ცურვა უნდა, რომ ნაპირიდან როგორმე მოხვდეს კუნძულზე. მას აქვს 200 მეტრზე ცოტა მეტი სიგრძის თოკი. როგორ შეიძლემა ეს ადამიანი მოხვდეს კუნძულზე ?




  • ციხეში არის ორი ელექტრო სკამი, რომელთაგან ერთი მათგანი არ არის მიერთებული დენზე. პატიმარს აქვს არჩევის უფლება. მაგრამ ის თუ რომელი სკამი არ არის დენზე მიერთებული ცნობილია მხოლოდ ჯალათისთვის. პატიმარს  შეუძლია  მას  დაუსვას მხოლოდ ერთი შეკითხვა. ცნობილია, რომ ჯალათი დღეგამოშვებით ტყუის. რა კითხვა უნდა დაუსვას მას ადამიანმა, რომელსაც უნდა სიცოცხლე ?




Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com