ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ლაკოსტა (Lacoste ), ბრენდის ისტორია

ლაკოსტა (Lacoste) შეიქმნა 1933 წელს. მისი დამფუძნებელი იყო ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი რენე ლაკოსტა (1904–.1996)

1923 წელს რენე ლაკოსტა (Rene Lacoste) იგებს დევისის ჩემპიონატის. რის შედეგადაც,  გადმოცემის თანახმად, მწვრთნელთან დადებულ სანაძლეოში (ჩემპიონატის მოგებაზე) იგებს ნიანგის ტყავისგან დამზადებულ ჩემოდანს. სწორედ ამის გამო არქმევენ რენეს მეტსახელად "ნიანგს" (ალიგატორი). მისმა ახლობელმა რობერტ ჯორჯმი იტაცებს იდეს და უხატავს მას ნიანგს, რომელიც 1927 წელს ამერიკაში ჩატარებულ ჩემპიონატში ამოქარგული იქნა რენეს მაისურზე, რომლითაც იგი ღებულობს შეჯიბრებაში მონაწილეობას. მან მოიგო ეს შეხვედრა. რენეს მიერ პირველად მსოფლიოში სპორტულ მოედანზე ჩაცმულმა მოსახერხებელმა მოკლე სახელოიანმა ტრიკოტაჟის მაისურმა მთელს მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. 

1933 წელს რენე ლაკოსტა სპორტში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევის შემდეგ (10 გზის "დიდი შლემის" ჩამპიონატის გამარჯვებული) ამთავრებს თავის სპორტულ კარიერას და იმ დროისთვის საფრანგეთში ყველაზე დიდი ტრიკოტაჟის ფაბრიკის მმართველთან ანდრე ჟილესთან ერთად აფუძნებს ახალ ბრენდს, რომელსაც არქმევს თავის სახელს – ლაკოსტა (Lacoste).


ახალი კომპანიის მიერ შექმნილი პირველი პროდუქტი იყო, უკვე ცნობილი, ტენისის თეთრი პერანგი მწვანე ნიანგით. ამავე დროს ბრენდი ლაკოსტა მუშაობდა სხვა სახეობის სპორტული მაისურების დამზადებაზე.

1951 წლიდან კომპანია ლაკოსტა აფართოებს თავის პროდუქციის ასორტიმენტს და იწყებს თეთრის გარდა ფერადი სპორტული მაისურების წარმოებას. 1952 წელს ლაკოსტას მაისური გაგზავნილი იქნა ამერიკაში როგორც "პროფესიონალი სპორცმენის სიმბოლო". ამერიკაში მაისურმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თანაც მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პროდუქცია იკერებოდა ამერიკული ზომების სისტემით ყველაზე პატარა ზომებშიც.
 
1963 წელს კომპანია ლაკოსტას მართველობა გადადის მისი შვილის ბერნარდ ლაკოსტას ხელში. ამის შემდეგ ლაკოსტას ლოგო ამშვენებს ფირმის მიერ გამოშვებულ ყველა პროდუქციას: სპორტული ტანსაცმელს, სპორტული ინვერტარს, პარფიუმერიას, სათვალეების ჩანთებს, საათებს, ფეხსაცმელს და სხვა აქსესუარებს.


70–იან წლებში ლაკოსტა ხდება ძალიან პოპულარული ბრენდი მთელს მსოფლიოში. ყველაფერი, რაც იქმნებოდა სამოდელო სახლ ლაკოსტაში მომენტალურად იძენდა საოცარ პოპულარობას. 

სპორტული ბრენდიდან ლაკოსტა გადაიქცა ყოველდღიურ, ყველასთვის მოსახერხებელ, მოდურ ბრენდად.  

2004 წლის დასაწყისში ბერნარდ ლაკოსტა სერიოზულად დაავადდა რის გამოც კომპანიის მმართველობა გადადის უმცროსი ძმის – მაიკლ ლაკოსტას ხელში. ბერნარდი გარდაიცვალა 2006 წლის 21 მარტს პარიზში.


2005 წელს კომპანიის დიზაინერი და სამოდელო სახლის დირექტორი კრისტოფ ლემერი ცვლის ბრენდის ემბლემას და ნიანგი ხდება ვერცხლისფერი. 


დღევანდელ დღეს კომპანიის ლაკოსტა (Lacoste) 65% წილის მფლობელი არის ლაკოსტას ოჯახი, 35% წილის კომპანია დევანლეი (Devanlay). ლაკოსტას პარფიუმერული ხაზის ლიცენზიის მფლობელია კომპანია Procter and Gamble. ლაკოსტას სათაო ოფისი მდებარეობს პარიზში.

Geronia

Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com