ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ვრანგლერი (WRANGLER), ბრენდის ისტორია

ამერიკული ჯინსების ბრენდი ვრანგლერი (WRANGLER), რომელიც ამჟამად ეკუთვნის კომპანიას VF Corporation of Pennsylvania, წარმოადგენს მოდური ტანსაცმლის ერთ–ერთ ლიდერ ბრენდს მსოფლიოში. კომპანიის დამფუძნებელი იყო სი–სი ჰადსონი (C.C. Hudson).

ყველაფერი კი დაიწყო 1897 წელს, როდესაც 20 წლის ასაკში სი–სი საკუთარი ფერმიდან, რომელიც მდებარეობს ტენესის შტატში, ბედის საცდელად  გაემგზავრა ჩრდილო კაროლინას შტატშის ერთ პატარა ქალაქში. მან პირველი სამუშაო მოძებნა ტექსტილის ფაბრიკაში, სადაც დღეში 25 ცენტად აკერებდა ღილებს.

მაგრმ 1904 წელს ფაბრიკა დაიხურა და ჰადსონი დარჩა უმუშევარი. ამის შემდეგ სი–სიმ, თავის რამდენიმე ამხანაგთან ერთად  დაიწყო საკუთარი ბიზნესი. მეგობრებმა იყიდეს საკერავი მანქანა, იქირავეს ერთი ოთახი ქალაქის ცენტრში და დააფუძნეს ფირმა სახელწოდებით "ჰადსონის კომბინიზონები" (Hudson Overall). კომპანიამ ორიენტაცია აიღო სამუშაო ტანსაცმლის გამოშვებაზე.

1919 წლისთვის კომპანიის საქმეები უკვე იმდენად კარგად მიდიოდა, რომ შეიქმნა მისი გაფართოების აუცილებლობა და აქედან გამომდინარე ფირმა გადავიდა უფრო დიდ ოფისში. შეიქმნა პირველი ფაბრიკა. ამავე პერიოდში კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და მას დაერქვა "სპეციალური ტანსაცმლის კომპანია "ლურჯი ზარი" (Blue Bell)"

ლეგენდის თანახმად სახელწოდება მოდის ზარისგან, რომელიც ჰადსონს აჩუქეს რკინიგზის მუშებმა, რომლებმაც მის მაღაზიაში შეიძინეს სამუშაო კომბინიზონები. ეს ზარი, რომელიც ჩამოკიდებული იყო დიდი ხნის მანძილზე ცეხში, დროთა განმავლობაში დაიფარა ჯინსის ნაჭრის ლურჯი მტვერით. 1926 წელს  ზარი, ისევე როგორც მთლიანად კომპანია, შეისყიდა  კომპანიამ Big Ben Manufacturing of Kentucky. მოლაპარაკება შედგა 585 000 დოლარზე. გაერთიანებული კომპანიის სახელი დარჩა უცვლელი "ლურჯი ზარი", ხოლო მთავარი ოფისი გადავიდა გრინსბოროში.

1936 წელს განახლებულმა კომპანიამ გამოუშვა ახალი, სამუშაო ტანსაცმლის რევოლუციური მოდელი "Super Big Ben Overalls", რომელიც შეკერილი იყო ნაჭრისაგან, რომელიც არ პატარავდება გარეცხვის შედეგად. ასე შეიქმნა ახალი ჯინსები.

ამის შემდეგ კომპანია იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ 1943 წელს მან იყიდა სამკერვალო ფირმა "Casey Jones Work" .

1946 წელს კომპანიამ ”ლურჯი ზარი” შექმნა სპეციალური ჯინსის ტანსაცმლის ხაზი კოვბოებისათვის. ამ მიზნით დაქირავებული იქნა ცნობილი პოლონელი თარგების მჭრელი ბერნარდ ლიჩტენსტეინი მეტსახელად როდეო ბენი (Rodeo Ben). ფირმის თანამშრომლებს შორის გაიმართა კონკურსი ჯინსების ახალი ხაზის ბრენდის სახელის მოგონებაზე. კონკურსის შედეგად საუკეთესოდ მიჩნეული იქნა სახელწოდება ვრანგლერი (Wrangler), რომელიც აღნიშნავს მომუშავე– კოვბოის.

1947 წელს კომპანიამ 13 წყვილი ჯინსიდან საუკეთესოს ამორჩევის შედეგად, ამერიკელ მომხმარებელს წარუდგინა მამაკაცის ჯინსები მარკით Wrangler 13MWZ, რაც ნიშნავს მამაკაცის  ჯინსების მე–13 მოდელს ელვის შესაკრავით.  

სწორედ  ამ მოდელის გამოსვლა ითვლება ამერიკული ვრანგლერის ჯინსების ისტორიის დასაწყისად. 

1949 წელს პროფესიონალი კოვბოების მიერ, რომლებსაც ვრანგლერის ჯინსები მიაწოდეს სავარჯიშოდ, აღიარებულ იქნა ისინი როგორც ყველაზე გამძლე და ხარისხიანი. ასე დაიწყო სარეკლამო კომპანია კოვბოების მონაწილეობით, რომლებიც ვრანგლერის ჯინსებით გამოდიოდნენ შეჯიბრზე.

1964 წელს ჯონ ბოლკერის მიერ შექმნილი ახალი "ნაძვისებრი" ჯინსის ნაჭერი პირველად გამოყენებული იქნა ვრანგლერის ჯინსების 13MWZ მოდელში. დღევანდელ დღესაც მოდელების Wrangler — Western  ყველა ორიგინალი ჯინსები იკერება სწორედ ამ ნაჭრისგან.


1973 წელს ვრანგლერის ჯინსები გახდა ახალგაზრდული კულტურის სიმბოლო. 1974 წელს კი, პროფესიონალი კოვბოების ასოსიაციამ PRCA ვრანგლერის ჯინსებს მიანიჭა ოფიციალური სერტიფიკატი.

1986 წელს კომპანია Blue Bell  "ჩაყლაპული" იქნა კორპორაციის VF (VF Corporation) მიერ, რამაც ხელი შეუწყო ბრენდის კიდევ უფრო მეტ პოპულარობას.  
 
სატელევიზიო რეკლამების განვითარებასთან ერთად 2000 წელს დაიწყო ვრანგლერის სატელევიზიო რეკლამები სახელწოდებით "What ever you ride". რეკლამაში აღნიშნულია ვრანგლერის ჯინსების ძირითადი ღირებულებები.
 
2004 წელს დაიწყო კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ახალი დევიზით "იძებნება" (Wanted). ამავე წელს კომპანიამ, დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა კოლექციური სერია "ლურჯი ზარის ვრანგლერი", რომელიც მთლიანად წარმოადგენდა პირველი მოდელის ანალოგს. ამავე დროს მოხდა მასიური წარმოების ახალი მოდელების შექმნა, რომლებშიც გათვალისწინებულია ჯერ კიდევ ლეგენდარული როდეო ბენის მიერ შექმნილი ჯინსების ნიუანსები. 

დღევანდელ დღეს ვრანგლერის ჯინსები სარგებლობს დიდი აღიარებით მთელს მსოფლიოში. 

ყოველ 6–8 თვეში ერთხელ კომპანია ელ.ფოსტის საშუალებით თავის კლიენტებს უგზავნის ანკეტებს ახალი მოდელების გამოსახულებასთან ერთად. ანკეტის საშუალებით ვრანგლერის ხელმძღვანელობა ადგებს  და ითვალისწინებს თავისი კლიენტების აზრს და შენიშვნებს ახალი მოდელების შექმნის დროს.

ვრანგლერი დღევანდელ დღეს უშვებს ქალისა და მამაკაცის ჯინსების სხვადასხვა მოდელებს.

მანდილოსნებისთვის გამოდის სერიები Molly, Stokes и Spencer, ხოლო მამაკაცებისთვის სერიები Pro Rodeo, Crank, Ace, Shaft, Spencer, Motion, Norton.
Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com