ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ადობე სისტემსი (Adobe Systems), ბრენდის ისტორია

ამერიკული კომპანია ადობე სისტემსი (Adobe Systems) შეიქმნა 1982 წელს. კომპანიის მიერ არის შექმნილი ისეთი ცნობილი პროგრამები, როგორებიცაა ფოტოშოპი (Photoshop)  და ილუსტრატორი (Illustrator), ასევე PostScript და დოკუმენტების პოპულარული ფორმატი Portable Document Format - PDF, რომლის წასაკითხადაც გამოიყენება პროგრამა ადობე რიდერი (Adobe Reader)

ყველაფერი კი დაიწყო სწორედ პროგრამული ენით PostScript, რომლის შექმნაზეც მუშაობა დაიწყო ჯონ უორნეკმა (John Warnock). ჯონი მუშაობდა კომპანიაში Evans & Sutherland, საიდანაც 1978 წელს გადავიდა კომპანია ქსეროქსში (XEROX). კომპანიში მან გაიცნო ჩაკ გეშკე (Chuck Geschke), რომელთან ერთდაც ჩამოაყალიბა კომპანია ადობე სისტემსი (Adobe Systems). თავიდან კომპანია მუშაობდა მხოლოდ PostScript – ის დახვეწაზე, რომლის საბოლოო ვერსიაც წარმოდგენილი იქნა 1984 წელს. PostScript  პოპულარული გახდა კომპანია ეფლის (Apple) წყალობით, რომელიც ენას იყენებდა პრინტერში Apple LaserWriter. ეფლი იმ პერიოდში იმყოფებოდა თავისი განვითარების მწვერვალზე, რამაც დიდი როლი შეასრულა აკომპანია ადობეს განვითარებაში.

1988 წლის ოქტომბერში ხდება მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა კომპანიის ისტორიაში: ჩნდება პროგრამა ფოტოშოპი (Adobe Photoshop). თავიდან იგი გამოდიდა მხოლოდ MacOS Classic – სთვის. ვინდოუსისთვის ფოტოშოპის  ვერსია გამოვიდა 1992 წლის ნოემბერში. დღევანდელ დღეს პროგრამა უყენია კომპიუტერის მომხმარებლების აბსოლუტურ უმრავლესობას. 

ჩვენში ნაკლებად პოპულარულია ვექტორულ გრაფიკასთან სამუშაო პროგრამა Adobe Illustrator, რომელიც გამოვიდა ფოტოშოპზე ერთი წლით ადრე და თავიდან განკუთვნილი იყო აგრეთვე ეფლისთვის.

დღევანდელ დღეს  მთელს მსოფლიოში აგრეთვე ძალიან პოპულარულია  პროგრამა InDesign, რომელიც აბოდეს მიერ შეიქმნა 1999 წელს.

კომპანიამ აბოდე რიდერი 1994 წლის 1 სექტემბერს შეისყიდა ისეთი კონკურენტი კომპანია, როგორიცაა Aldus Corp (პროგრამა პეიჯ მეიკერის (Page Maker) შემქმნელი), ხოლო 1999 წელს – კომპანია GoLive Systems

2005 წლის 19 აპრილს კომპანიამ გააკეთა ყველაზე მნიშვნელოვანი შესყიდვა. მან შეისყიდა  კომპანია მაკრომედია (Macromedia Inc), რომლის მიერ შექმნილია ფლეშ ტექნოლოგია (Flash), რის ბაზეც იქმნება ვებ გვერდები და მობილური ტელეფონების მენიუები.

შედეგად კომპანია ადობე სისტემსი დღევანდელ დღეს  მსოფლიო ლიდერია ყველაფერში, რაც შეხება გრაფიკას. კომპანიის ცენტრალური ოფისი მდებარეობს კალიფორნიის შტატში

ოფიციალური ვერსიით კომპანიის სახელწოდება შერჩეული იქნა კალიფორნიის პატარა მდინარის Adobe Creek საპატივცემულოდ.

Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com