ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ვინ გამოიგონა რულეტკა,ისტორია

პირველი თანამედროვე გაგებით კაზინო გაიხსნა 1765 წელს პარიზში. კაზინოს გახსნზე ნებართვა გასცა საფრანგეთის პირველმა მინისტრმა კარდინალმა ჯულიო მაზარინიმ, იმისათვის, რომ შეევსო ლუდოვიკო XIV –ს ხაზინა.


სწორედ მაშინ გაიგო მსოფლიომ, რომ ჩვეულებრივი კარტის თამაშების გარდა არსებობდა თამაში რულეტკაზე.

მოთამაშეებს შორის ერთ–ერთი გავრცელებული ლაგენდის თანახმად, რულეტკა გამოიგონა ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა პასკალმა. იგი სრულებითაც არ აპირებდა აზარტული თამაშებისთვის მოწყობილობის შექმნას. უბრალოდ მისი გამოგონება გამოიყენეს ადამიანებმა, რომელთაც გააჩნდათ არა მეცნიერული, არამედ კომერციული ალღო. 

მეორე გავრცელებული ლეგენდის თანახმად პარიზელმა ფრანსუა ბლანმა სული მიჰყიდა ეშმაკს რულეტკის საიდუმლოსთვის. ამის დამამტკიცებლად მოჰყავთ რულეტკის ყველა ნომრის ჯამი, რომელიც შეადგენს 666.

რულეტკის ბორბალი, რომელიც თავიდან ტრიალებდა გაჩერდა 1789 წელს, როდესაც საფრანგეთის რევოლუციის დროს მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ყველა აზარტული თამაშები.

ნაპოლეონის სათავეში მოსვლის შემდეგ სათამაშო სახლები კვლავ გაიხსნა. მაგრამ მათ დიდხანს არ უმუშავია. 1839 წელს საფრანგეთის ყველა სათამაშო სახლი კვლავ დაიხურა. მაგრამ ამ დროისათვის რულეტკა უკვე გავრცელებული იყო მთელს მსოფლიოში.

1861 წელს ფრანსუა ბლანი ხსნის პირველ კაზინოს მონაკოში. მაშინ, როდესაც 1873 წელს დაიხურა უმეტესობა ევროპული სათამაშო სახლები, მონაკო ხდება სათამაშო ბიზნესის ოფიციალური დედაქალაქი.

მონტე–კარლოში შენდება უზარმაზარი სასახლე, სადაც მთელი მსოფლიოდან იკრიბება უამრავი მოთამაშე ბედის საძებნად. 

ტყვედ ჩაგდებული ფრანგი ტყვებისგან თურქეთის სულთანი სელიმ III იგებს რულეტკის შესახებ და სპეციალურად აგზავნის თავის წარმომადგენლებს უცხოეთში მისი დამზადების ტექნოლოგიის შესასწავლად. ინდოეთში კი, რულეტკა შეიტანეს ბრიტანელმა დიპლომატებმა.

  განათავსეთ თქვენი კომპანიის რეკლამა საიტზე.  ფასები და პირობები>>   
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com