ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ნოეს კიდობანი ნიდერლანდებში

 ჰოლანდიური სამშენებლო კომპანიის Huiber გენერალურმა დირექტორმა – იოჰან ჰუბერსტმა ააგო ნოეს კიდობანის ზუსტი ასლი ნიდერლანდებში. ეხლა იგი აპირებს დაიწყოს პირველი მოგზაუობა დორდრეხტიდან როტერდამში.

ხის მასალისგან აგებული უზარმაზარი "კიდობანი" მოსჩანს რამდენიმე კილომეტრიდან. იგი ზომით უტოლდება ხუთსართულიან სახლს. ყველაფერი არის ზუსტად ისევე, როგორც აღწერილია ბიბლიაში, მხოლოდ მაშტაბები არის 1/2 სიგრძის და 1/3 სიგანის ბიბლიაში აღწერილ მაშტაბებთან შედარებით. ანუ მისი სიგრძე არის 137 მ. და იწონის 300 ტონას. კიდობანი აგებულია ამერიკული და ნორვეგიული ხის მასალისგან და შეფასებულია 1 მლნ. დოლარად. 


ამ პროექტის განხორციელებაში იოჰან ჰუბერსტს ეხმარებიან თავისი ნათესავები. გემზე უკვე შეტანილია წყლისა და საკვების მარაგები. აგრეთვე განსაზღვრულია ადგილები ცხოველებისათვის, მაგრამ მათში ამჟამად იმყოფება მხოლოდ მათი რეზინის მაკეტები. იგი უკვე სერტიფიცირებულია ოკეანეში სამოგზაუროდ.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო:



Blog Widget by LinkWithin
საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com