ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

პანასონიკის ახალი პროექტი – ჭკვიანი ქალაქი

დღევანდელ დღეს არც თუ მაინც და მაინც ხშირია ინფორმაცია ახალი ქალაქის მშენებლობის შესახებ. სწორედ ამიტომ კომპანია პანასონიკის (Panasonic) მიერ გამოცხადებული პროექტი ახალი დასახლებული პუნქტის Fujisawa Sustainable Smart Town მშენებლობის შესახებ  გახდა მსოფლიო მასშტაბის მოვლენა.
განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იქნება "ჭკვიანი ქალაქი".

ქალაქი აშენდება იაპონიაში პანასონიკის დაკეტილი ქარხნის ტერიტორიაზე ქალაქ ფუძისავას მახლობლად. პანასონიკის კომპანია იქნება პროექტის ძირითადი ინვესტორი (სულ იქნება რვა ინვესტორი). ქალაქის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი აშენდება ნოლიდან და იქნება "ჭკვიანი"

ჭკვიან ქალაქში გამოყენებული იქნება ერთდროულად რამდენიმე ინოვაციური სისტემა, რომელიც პირველად გაივლის აპრობაციას კომპლესში Fujisawa Sustainable Smart Town.   

ჯერ ერთი, ყველა 1000 – ვე სახლი, რომლის აშენებაც გათვალისწინებულია პროექტით აღჭურვილი იქნება მზის ნათურებით (სახურავები, ბოძები, ყველა ფორიზონტალური და დახრილი ზედაპირები), რაც საშუალებას მისცემს დასახლებულ პუნქტს ადგილზე გამოიმუშაოს საჭირო ელექტრო ენერგიის 70 % – ზე მეტი.


პროექტში ასევე განსაზღვრულია ელექტრო მომარაგების, წყლის ეკონომიის და სხვა რესურსების უნიკალური სისტემები. ასევე ნაგვის გადამუშავების სისტემა სამშენებლო და სხვა სფეროში გამოსაყენებლად.

უსაფრთხოება, ქუჩის მოძრაობა და სხვა მრავალი მიმართულება ქალაქში კონტროლირებული იქნება ავტომატურ–ინტელექტუალური მართვის სისტემებით, რომელთა მუშაობაში ადამიანის ჩარევა სავალდებულო არ არის.

"ჭკვიან ქალაქში" დაგეგმილია საცხოვრებელი სახლების, საოფისე ცენტრების, სკოლების, საბავშვო ბაღების, ხანდაზმულთა თავშესაფრების, დასასვენებელი და სპორტული კომპლექსების მშენებლობა.

ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.


Blog Widget by LinkWithin
საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com