ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ზარა (Zara), ბრენდის ისტორია

კომპანიის ზარა (Zara) ისტორია იწყება 1975 წლიდან, როდესაც კომპანის დამფუძნებელმა - ესპანელმა მაგნატმა ამანსიო ორტეგამ (Amancio Ortega) გახსნა პირველი ზარას მაღაზია ესპანეთში. მაღაზია მდებარეობდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე. 


კომპანიის განსაკუთრებულობა მდგომარეობდა მის სტრატეგიაში - რეკლამების ნაცვლად მოგების ნაწილი მიემართა ახალი მაღაზიების გახსნაზე.

ზარას პირველ მაღაზიაში წარმოდგენილი იყო ცნობილი მოდის სახლების ტანსაცმლის ასლები დაბალ ფასში. კომპანია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სულ მოკლე პერიოდში ორტეგამ მოახერხა ახალი მაღაზიების გახსნა მთელი ესპანეთის მასშტაბით.

80-იან წლებში ამანსიომ დაიწყო ახალი დიზაინის ტანსაცმლის მოდელების შექმნა და გავრცელება თავის მაღაზიებში. 

ახალი მოდელის დიზაინის შექმნიდან მის გასაყიდად გატანამდე საჭირო იყო დაახლოეით ექვსი თვე. ამიტომ ზარას ახალი კოლექცია წლის განმავლობაში გამოდიოდა მხოლოდ ორჯერ. ეს რა თქმა უნდა იწვევდა სირთულეს მოდელების გაყიდვების თვალსაზრისით, რადგანაც საკმაოდ რთული იყო მომავალი მოდის ტენდენციების და კლიენტების მოთხოვნების გამოცნობა. 

ორტეგა ცდილობდა მოეძებნა დიზაინის შექმნა-გაყიდვის ასეთი სქემიდან გამოსავალი. როგორც თვითონ ამბობდა მას სჭირდებოდა "მომენტალური მოდის" სქემა, რომელიც საშუალებას მისცემდა სწრაფი რეაგირება მოეხდინა მოდის ახალ ტრენდებზე. მისი ოცნება აუსრულებელი დარჩა მანამდე, სანამ იგი არ შეხვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს ხოსე მრიო კასტელანოს. 

კასტელანო მუშაობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიის Aegon Espana’s დპარტამენტში. მათ მოახერხეს საქმიანი შეთანხმება და 1984 წელს ერთად მოახერხეს თითქმის რევოლუციის მოხდენა მსოფლიო სამკერვალო ინდუსტრიაში.

კასტიანოს მიერ შემუშავებული ახალი კომპიუტერიზირებული სქემის წყალობით, პერიოდი ტანსაცმლის დიზაინის შექმნიდან გასაყიდად გატანამდე, შემცირდა 10-15 დღემდე. ერთი დიზაინერის მაგივრად მოდელის შექმნაზე მუშაობდა დიზაინერთა ჯგუფი, რომლებიც მომენტალურად რეაგირებდნენ მსოფლიო მოდის სიახლეებზე. საქონლის აღრიცხვის ახალი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აერთიანებდა ზარას მაღაზიათა ქსელს, საშუალებას იძლეოდა მუდმივად განხორციელებულიყო გაყიდული და დარჩენილი საქონლის კონტროლი, რაც ამცირებდა მოდელების "ჩაწოლის" რისკს. 

"მომენტალური მოდის" ფორმატი, რომლის წყალობითაც მაღაზიების მთელი ასორტიმენტი ახლდებოდა ყოველ ორ კვირაში, მომხმარებლისათვის იძლეოდა მაღაზიაში ხშირად მისვლის სტიმულს. 90 - იანი წლებისთვის უკვე გახსნილი იყო ზარას 80 მაღაზია. 


1988 წელს ქალაქ პორტოში გაიხსნა ზარას პირველი მაღაზია ქვეყნის გარეთ. 2000 წლისთვის კომპანიას ამერიკაში გახსნილი ჰქონდა 6 მაღაზია.   

ზარა - ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მოდის ბრენდი. იგი წარმოადგენს კომპანიის Inditex Group საკუთრებას. მთავარი ოფისი მდებარეობს ესპანეთში. წლის განმავლობაში კომპანიაში იქმნება 10 000 - ზე მეტი ახალი მოდელი.

Geronia


Blog Widget by LinkWithin
საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com