ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ნოკია (Nokia), ბრენდის ისტორია

კომპანია ნოკია (Nokia), მისი ისტორია იწყება 1865 წლის 12 მაისს, როდესაც ფინელმა ინჟინერმა ფრედრიკ იდესტამ მიიღო ხის გადასამუშავებელი ფაბრიკის მშენებლობის ნებართვა მდინარე ნოკიასთან.

სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა, ქაღალდზე და მუყაოზე ოფისებისგან მზარდი მოთხოვნა. აქედან გამომდინარე ფრედრიკის ფაბრიკის – ნოკიას (Nokia) პროდუქცია ძალიან მოთხოვნადი აღმოჩნდა.

ფაბრიკის საქმიანობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მალე იმდენად გაფართოვდა, რომ კომპანიაში საჭირო გახდა ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმება. ნოკიას წარმოებული ქაღალდი მიეწოდებოდა რუსეთში, ინგლისში, საფრანგეთში და ჩინეთშიც კი.

1871 წლის თებერვალში დაფუძნდა კომპანია ნოკია (Nokia Corporation (Nokia Aktiebolag)). საეჭვოა, რომ ნოკიას დამფუძნებლებს წარმოედგინათ, თუ როგორ შეიცვლებოდა ას ორმოცდაათი წლის განმავლობაში მათი შექმნილი კომპანია. თუმცა რადიკალური ცვლილებები კომპანია ნოკიაში დაიწყო დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც კომპანია გახდა კონცერნი და დაიწყო ბევრი სხვა, მოთხოვნადი პროდუქტის წარმოება - დაწყებული რეზინის ჩექმებიდან, დამთავრებული ტუალეტის ქაღალდით და ტელევიზორებით.

70 - იან წლების შემდეგ ნოკიას შემოსავლის დიდი ნაწილი ხმარდებოდა ახალი, პერსპექტიული ტექნოლოგიების შეძენას. უპირველეს ყოვლისა ეს იყო კომპიუტერები და სატელევიზიო ტექნიკა. შეიქმნა ნოკიას სერვის ცენტრი.

მაგრამ ნოკიას მთლიანად განახლებისათვის დასჭირდა კიდევ 20 წელი და გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელმაც შეძრა არა მარტო ნოკიას კომპანია, არამედ მთელი ფინეთი. ერთ-ერთი მიზეზი ამ კრიზისის იყო საჭოთა კავშირის დაშლა, რომელიც წარმოადგენდა ნოკიას პროდუქციის გასაღების ძირითად ბაზარს.

რაღაც პერიოდის განმავლობაში კომპანია იმყოფებოდა გაკოტრების პირას, რომელიც ალბათ მოხდებოდა კიდევაც, რომ არა იორმა ოლილას ინიციატივები, რომელიც 1990 წელს დაინიშნა ნოკიას მობილური ტელეფონების განყოფილების უფროსად.

ახალმა პროექტმა (მობილური ტელეფონების მიმართულებამ) გამოიწვია დიდი ეჭვები, მაგრამ კომპანიის სპეციალური ჯგუფი აგრძელებდა დასახული მიმართულებით მუშაობას.

ორი წლის შემდეგ, როდესაც ოლილა გახდა მთლიანად კომპანიის მართველი, მან პირობა დადო, რომ ნოკია გახდებოდა მობილური კავშირის უმსხვილესი კომპანია მთელს მსოფლიოში. მისი ხელმძღვანელობით კომპანია ნოკიამ გაყიდა ყველა მის მფლობელობაში არსებული კომპანიის არაპროფილური მიმართულების ბიზნესი და აქცენტი აიღო მობილური ტელეფონების და მისი ნაწილების წარმოებაზე. დღევანდელ დღეს, როდესაც კომპანია წარმოადგენს მობილური კავშირის და ტელეკომუნიკაციების მსოფლიო ლიდერს, შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების მართებულობის შეფასება.

ნოკიას განვითარებაში ასევე დიდი როლი შეასრულა ოლილას მიღწევებმა საერთაშორისო ფინანსურ სფეროში მან წარმატებით განათავსა ნოკიას აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.

”თუ კომპანიის ძირითადი ბიზნეს-პროდუქტიდან შემოსავალი წლის განმავლობაში არ იზრდება 25%-ით, მაშინ არ შეიძლლება ელოდე მომავალში შემოსავლის გაზრდას - უნდა შეცვალო პროდუქტი და წარმოების მთელი სტრატეგია” - თვლიდა ოლილა.

90 - იან წლებში როგორც ვიცით არსებული მობილური ტელეფონები იყო დიდი და მძიმე. ნოკიამ გამოუშვა ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ტელეფონი. ამან საშუალება მისცა კომპანიას დაეპყრო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი. ოლილამ და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს წასულიყვნენ რისკზე და გააკეთეს აქცენტი მობილური კავშირის ახალ ციფრულ სტანდარტზე - GSM. აქედან გამომდინარე ნოკია 90 - იანი წლების დასაწყისში აღმოჩნდა .პროდუქტის მფლობელი, რომელსაც იმ პერიოდში ანალოგი არ ჰქონდა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანია ნოკია უზარმაზარ თანხებს დებდა ახალი პროდუქტის - GSM გამოკვლევებში და განვითარებაში. იორმა ოლილამ მიიღო შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილება მობილური ტელეფონების მოდელების და დიზაინის დახვეწაში უძარმაზარი ინვესტიციების ჩადების. ეს ნიშნავდა, რომ ნოკიას მობილურები შეიძლება გაყიდულიყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პირველი ზარი კომერციული ქსელით GSM გაკეთდა ფინეთში 1991 წლის 1 ივლისს ფინეთის პრემიერ მინისტრის მიერ ნოკიას ტელეფონით.

მოკლე პერიოდში კომპანია აფორმებს მომსახურების შეთანხმებას 10 ევროპულ ქვეყანასთან, ხოლო 1997 წელს ნოკიას GSM სისტემით სარგებლობს უკვე 31 ქვეყანა.

კომპანია ნოკიაში არ არის მიღებული თანამშრომლების განთავისუფლება, თუნდაც მათ დაუშვან სერიოზული შეცდომა საქმეში. იორმა ოლილა თვლის, რომ ”ადამიანები, რომლებიც ერთად მოდიან სირთულეების და დამარცხებებიდან გამარჯვებისაკენ, უნდა აგრძელებდნენ მუშაობას ერთად და შეთანხმებულად”.

კომპანია ნოკიას მუშაობის ფილოსოფია ეფუძნება წარუმატებლობის წინაშე შიშის აღმოფხვრას. ერთდროულად მიმდინარეობს ბევრი პროექტი და თუ რომელიმე მათგანი აღმოჩნდება უპერსპექტივო, ამისათვის არავის არ ანთავისუფლებენ სამსახურიდან. ასეთი პროექტის მენეჯერი გადაყავთ სხვა პროექტზე. სტრატეგია ” არ ვეძებოთ დამნაშავეები” ორგანიზაციაში ქმნის თავისუფალ და ინოვაციებით დატვირთულ გარემოს.

კომპანიის სწრაფი განვითარება აიხსნება სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ბაზარზე მისი აქტივობით.

დღევანდელ დღეს ნოკია ცდილობს უხელმძღვანელოს მესამე თაობის უკაბელო კავშირის .შემუშავების პროცესს. იგი ერთ-ერთი ლიდერია მობილური ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე.
Blog Widget by LinkWithin
საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com