ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

სკაიპი (Skype), ბრენდის ისტორია

ბრენდი სკაიპი (Skype) როგორც ყველამ ვიცით შეიქმნა სულ რამოდენიმე წლის წინ. სკაიპის შემქმნელები არიან ესტონელი ახტი ჰეინლი, პრიტ კეისალუ და იან ტალინი.

შესაძლებელია მათი სახელები გაგიკვირდეთ კიდეც, რადგან ბოლო წლებში სკაიპის შემქმნელებად სახელდებიან სულ სხვა ადამიანები - დანიელი იანუს ფრიისი და შვედი ნიკალას ზენსტრემი. საქმე იმაშია, რომ რეალურად სკაიპის შემქმნელები არიან ორივე.

შესაძლებელია ესტონელების სახელები რომელიმე მკითხველისათვის ნაცნობიც კი იყოს. თუ ასეა, შეგახსენებთ, რომ 2000 - იანი წლების დასაწყiსში ისინი დაკავებული იყვნენ ფაილების გაცვლის არაჩვეულებრივი P2P ქსელის - KaZaA - ს შექმნით, რომლითაც გახდნენ ცნობილი. სკაიპის (Skype) პროგრამაზე მუშაობა კი იყო შემდეგ.

ალბათ იკითხავთ ვინ არიან იანუს ფრიისი და ნიკალას ზენსტრემი? რა თქმა უნდა ეს ადამიანები სკაიპის ისტორიაში არ მოხვედრილან შემთხვევით - ამ წყვილს აქვს პირდაპირი კავშირი ორივე (KaZaA და Skype) პროგრამის შექმნის და განვითარების პროცესში. ისინი არიან ბიზნესმენები და ინვესტორები.

აქტიური მუშაობა სკაიპის პროგრამის შექმნაზე დაიწყო 2002 წელს კომპანია Draper Investment Company - ს სოლიდური ინვესტიციის შედეგად. დომენის სახელები: Skype.com და Skype.net დარეგისტრირებული იქნა აპრილში, ხოლო პროგრამის პირველი ბეტა ვერსია გამოვიდა 2003 წლის აგვისტოში. შემუშავების პროცესში პროგრამას ერქვა სახელი Skyper (შემოკლებული სახელიდან «Sky peer-to-peer») და მხოლოდ დასრულების მოახლოებისასა დაერქვა სკაიპი რადგანაც Skyper დომენი უკვე დაკავებული აღმოჩნდა.

სხვა ანალოგიური სოფტებისგან განსხვავებით, სკაიპი იყენებდა და იყენებს მუშაობისათვის P2P არქიტექტურას, რაც არ არის გასაკვირი თუ გავიხსენებთ მისი შემქმნელების სამუშაო გამოცდილებას.

სწორედ ეს არის მისი ძირითადი ღირსება. მთელი ხმოვანი ტრაფიკი გადაეცემა ქსელის კვანძებით, რომლებსაც წარმოადგენენ თვითონ მომხმარებლები ( და რაც მეტი მომხმარებელი მოიხმარს სისტემას, მით უკეთესად მუშაობს იგი).

აღსანიშნავია, რომ სკაიპის პროგრამა შიფრავს მთელ ინფორმაციას, რომელიც გადაეცემა მისი საშუალებით. უკვე დიდი ხანია ყველა ქვეყნის ოპერატიული სამსახურები შეწუხებული არიან ამ საკითხით და ეძებენ გამოსავალს. ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ სკაიპი წარმოადგენს დაფარულ საფრთხეს.

მაგრამ ფართო აუდიტორიის დაპყრობა ბრენდმა მოახერხა არა ინფორმაციის დაშიფვრის წყალობით, არამედ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზით: უბრალოებით მოხმარებისთვის და ხმის მაღალი ხარისხით.

დაწყებული პირველი ვერსიიდან სკაიპი იყენებს მრავალ ენას და აქვს უბრალო ინტერფეისი.

ყველა ახალ ვერსიაში ჩნდება ახალი, დამატებითი ფუნქციები. კომპანია სწრაფად და მუდმივად ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს ფრიისმა და ზენსტრემმა მიყიდეს თავისი შვილობილი კომპანიას ებაი (eBay) რამდენიმე მილიარდ დოლარად. იმას, რომ ამ პროცესს ხელი არ შეუშლია სკაიპის განვითარებაში, ნათლად მოწმობს ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს სკაიპში ითვლება 560 მლნ.-ზე მეტი აქაუნთი.

რაც შეეხებათ დანიელი იანუს ფრიისის და შვედ ნიკალას ზენსტრემს:

ისინი 1996 წლიდან ერთად მუშაობდნენ შვედურ ტელეკომუნიკაციების კომპანიაში Tele2 . 2000 წელს გადაწყვიტეს დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი, რომელიც სწორედ იყო ფაილების გაცვლის ქსელი KaZaA. მის შესაქმნელად იანუსი და ნიკალასი გადავიდნენ ამსტერდამში, დაიქირავეს პროგრამისტთა ჯგუფი და თვითონ დარჩნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

მაგრამ ამ პროექტს შეექმნა სირთულეები და ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს მისი გაყიდვა. კომპანია იყიდა ავსტრალიურმა კომპანიამ - Sharman Networks. შეთანხმება შედგა საკმაოდ უცნაური. მყიდველის ხელში არ გადავიდა ძალიან მნიშვნელოვანი - პირინგული ტექნოლოგიის უფლებები და პატენტები. ისინი დარჩა გამყიდველის ხელში.

სწორედ ეს ტექნოლოგია იქნა გამოყენებული პროგრამა სკაიპის შექმნისას.

მაშ ასე, 2005 წელს სკაიპის შექმნიდან 2 წლის შემდეგ პროგრამა იყიდა კომპანია ებაიმ (eBay) 2,6 მილიარდ დოლარად და პლუს 1,5 მილიარდი რამდენიმე წლის შემდეგ.

ახალ მილიარდერებს შეეძლოთ მშვიდად და უზრუნველად ეცხოვრათ ცხოვრების ბოლომდე. მაგრამ...

გარიგებიდან ოთხი წლის ლოდინის შემდეგ (ამ პერიოდში მათ წარმატებით გაუშვეს ახალი პროექტი – Joost), მიზანდასახულმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო ამდენ ხანს შორიდან ყურება, თუ როგორ წარმატებით ვითარდება მათი შვილობილი პროგრამა სკაიპი (Skype). წარმატება კი სახეზე იყო – ამ პერიოდში პროგრამის მომხმარებელთა რიცხვი 53 მილიონიდან გაიზარდა 400 მილიონამდე, მაგრამ ამ წარმატებამ ებაის სასურველი თანხები არ მოუტანა. გამომდინარე იქიდან, რომ სკაიპიდან შემოსული თანხები ებაისთვის გაცილებით უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე გათვლილი ჰქონდა, 2009 წელს მსოფლიოს უდიდესმა აუქციონმა გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება და განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს სკაიპის როგორც ცალკე კომპანიის აქციების გატანა გასაყიდად ბირჟაზე. ამ განცხადებამ მაშინვე გამოიწვია ფრიისის და ზენსტემის გააქტიურება.

2009 წელს ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ებაის და სკაიპის მფლობელებს შორის შემდგარი გარიგების სიტუაციის მთელი კომიზმი. აღმოჩნდა, რომ სკაიპის შეძენისას ებაიმ "მოახერხა", რომ სკაიპის საკვანძო ტექნოლოგიების მთელი უფლებები და პატენტები დატოვა გამყიდველების ხელში. დიახ, დიახ სწორედ ფრიისისა და ზენსტრემის ხელში, რომლებიც წარმოადგენდნენ კომპანიას Joltid.
გასაყიდი აქციების ბირჟაზე გატანის განცხადების გაგებისთანავე, ყოფილმა მფლობელებმა გადაწყვიტეს მისი დაბრუნება. ბიზნესმენმა წყვილმა გააკეთეს "გამაფრთხილებელი გასროლა" – გამომდინარე, იქიდან, რომ ებაი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა კომპანია Joltid – თან ლიცენზიით, ფრიისმა და ზანსტრემმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ. შანტაჟები და მოლაპარაკებები გრძელდებოდა დაახლოებით ნახევარი წელი. ამ ხნის განმავლობაში ებაიმ მოასწრო აქციების 65% – ის მიყიდვა 2 მილიარდ დოლარად ინვესტორთა ჯგუფზე Andreessen Horowitz.

ჩვენმა წყვილმა მაშინვე შეიტანა სარჩელი ახალი მფლობელების წინაღმდეგ: დაადანაშაულა ისინი პატენტების დარღვევაში და მოითხოვა სერვისის "არალეგალურად" გამოყენების ყოველ დღეზე 75 მლნ. დოლარის გადახდა.

პასუხად ებაიმაც შეიტანა სარჩელი კომპანია Joltid – ის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის სკაიპის საფუძველი ტექნოლოგიების გამოყენების აკრძალვა. რა თქმა უნდა მათ იცოდნენ, რომ საქმეს ვერ მოიგებდნენ. ყოველი შემთხვევისათვის მათ განაცხადეს მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში სკაიპის ნოლიდან გადაწერის თაობაზე.

ამ ქიშპობის დასასრული დადგა 2009 წლის ნოემბერში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიტუაცია დამთავრდა მშვიდობიანად. ებაი, რომელიც მანამდე კატეგორიულ უარზე იყო რაიმე თანხა გადაეხადა სკაიპის ექს მფლობელებისათვის, საბოლოოდ დათანხმდა შეთანხმებაზე.

შეთანხმების შედეგად ფრიისმა და ზენსტრიმმა მიიღეს არა მარტო ადგილები სკაიპის დირექტორთა საბჭოში, არამედ მიიღეს აქციების 14%. თანაც მათ არც ერთი დოლარი არ გადაუხდიათ. ებაი დათანხმდა ამ შეთანხმებაზე ერთი პირობით – თუ ისინი უარს იტყოდნენ ყველანაერ სარჩელზე და მათი ლიცენზიის ქვეშ არსებულ ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

რა თქმა უნდა ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ როგორი იყო ზენსტრემის და ფრიისის თავდაპირველი გეგმა სკაიპთან დაკავშირებით. შესაძლოა გეგმა საერთოდაც არ არსებობდა. მაგრამ ძნელი დასაჯერებალია, რომ საკვანძო ტექნოლოგიების მთელი უფლებები და პატენტები "შემთხვევით" დარჩენილიყო მათ ხელში. და ასევე საეჭვოა კომპანია Joltid – ის გახსნა ოფშორულ ზონაში.

რა შეიძლება ითქვას სკაიპის მომავალთან დაკავშირებით. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული VoIP სერვისი, რომელსაც მოიხმარს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი. იგი არ შეიძლება უბრალოდ გაქრეს. იგი მუდმივად ვითარდება და სკაიპი – ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული ბრენდი.

Geronia
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com