ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

სუპერ სრიალა ზედაპირი ქილებისათვის

მასაჩუსესის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგია  სუპერ სრიალა ზედაპირი ქილებისათვის - LiquiGlide. მეცნიერების თქმით ეს არის სითხის მსგავსი ნივთიერება, რომელიც რჩება მყარი და ამავე დროს არის სუპერ სრიალა.
იგი შესაძლოა გამოყენებული იქნას კეტჩუპის, მაიონეზისა და ამ ტიპის სოუსების ქილების შიდა ზედაპირისათვის.

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად ძნელია მაგალითად კეტჩუპის ქილიდან მისი ნარჩენების გამოდევნა. ცნობილია, რომ კომპანიის Heinz გამოკვლევების შედაგად დადგინდა, რომ მინის ქილიდან სოუსის გამოდევნა ხდება 0,01 მ/წმ.  სიჩქარიით, რაც შეიძლება შედარდეს გელაპაგოსური კუს გადაადგილების სიჩქარეს ამავე დროს, წლის განმავლობაში გასარეცხ ქილას მიჰყვება მის ზედაპერზე დარჩენილი დაახლოებით 1 მლ.ტონა კეტჩუპის ნარჩენი. 


ამასთან დაკავშირებით ახალი ნივთიერება, რომლის საშუალებითაც სოუსი მომენტალურად და ნარჩენების გარეშე გადმოიღვრება ქილიდან ძალიან დაზოგავს პროდუქტსაც, დროსაც და მომხმარებლის ნერვებსაც. 

ექსპერიმენტის დასაწყისში მეცნიერთა ჯგუფი ისახავდა სხვა მიზანს. გამოკვლევები მიმართული იყო ნავთობის და გაზის მილების დაბინძურების საწინააღმდეგო საშუალებების შექმნისაკენ. მაგრამ ნივთიერების - LiquiGlide ახალი გამოყენების საშუალება ანუ სუპერ სრიალა ზედაპირი ქილებისათვის არა ნაკლები მნიშვნელობის აღმოჩნდა.

ნივთიერება შექმნილია ჯანმრთელობისათვის უვნებელი მასალისაგან და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სასურსათო შეფუთვაში.

როგორც გამოგონების ხელმძღვანელმა დეივ სმიტმა განაცხადა მეცნიერები ელოდებიან სუპერ სრიალა ზედაპირის დაპატენტებას და ამიტომ მისი შემადგენლობა არ ხმაურდება.

შეგიძლიათ იხილოთ სადემონსტრაციო ვიდეო რგოლი:



Blog Widget by LinkWithin
საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com