ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

სერფინგი - ულამაზესი სპორტის ისტორია

სერფინგი როდესღაც პოლინეზიელებისათვის იგივე ყოფილა, რაც ელინებისთვის (ძველი ბერძნები) ოლიმპიური თამაშები. მასში გაერთიანებული იყო რელიგია, სპორტი და ხელოვნება ერთად.სერფინგი დაიბადა ტაიტიზე (Tahiti).
დაახლოებით მე IV საუკუნეში პოლინეზიელებმა ახალი  ტერიტორიების ძებნის პროცესში მიაღწიეს ჰავაიმდე. მათ თან ჩაიტანეს პოლინეზიელების ძველი ტრადიციები. მათ შორის იყო ოკიანის ტალღებზე დაფით ცურვის ტრადიციაც.

სერფინგი პოლინეზიელებისთვის იყო სამეფო სპორტი. ტალღებზე ცურვის პატივი ყველას არ ჰქონდა.მხოლოდ მეფეებს შეეძლოთ ოკეანის ტალღებზე მბრძანებლობა. მაღალი წრის წარმომადგებლებისათვის გამოყოფილი იყო განსაკუთრებული პლაჟები საუკეთესო ტალღებით. ყველაზე საუკეთესო ტალღების ადგილი კი რა თქმა უნდა ეკუთვნოდა მეფეს. ამიტომ ამ პლაჟზე მოხვედრა  ითვლებოდა დანაშაულად და ისჯებოდა სიკვდილით.

სერფინგი არ წარმოადგენდა მხოლოდ გართობის საშუალებას. ითვლებოდა, რომ თუ მეფე ჩამოვარდებოდა სარფინგის დაფიდან, იგი ჩამოვარდებოდა სამეფო ტახტიდანაც. მის ავტორიტეტზე დიდად მოქმედებდა ტალღებზე თავის დაჭერის უნარი. ამიტომ სერფინგის მიმართ დამოკიდებულებაც იყო შესაბამისი. ”ჯადოქრები” კითხულობდნენ სპეციალურ ლოცვებს და ასრულებდნენ რიტუალურ ცეკვებს ძლიერი ტალღების მოსაზიდად.  დაფების ხელოსნები ამზადებდნენ სამეფო-სახელობით სერფინგის დაფებს განსაკუთრებული ტექნოლოგიით, რომელსაც გადასცემდნენ შთამომავლებს. სამეფო დაფები სიგრძეში აღწევდნენ შვიდ მეტრს.

კუკის ექსპედიციამ ჰავაიში მიიპყრო ევროპელების ყურადღება და მას მიეძალენ გაქცეული კატორღელები და მისიონერები. ძლიერი, მზით გარუჯული პოლინეზიელები, რომლებიც ამაყად დაჰქროდნენ ტალღებზე, და ამავე დროს არ გააჩნდათ არც დამწერლობა და არც ნორმალური ტანისამოსი, არ შეესაბამებოდნენ მათ ევროპულ ცნობიერებას. ამიტომ მათი კულტურის სხვა მიმართულებებთან ერთად სერფინგიც ოფიციალურად აიგრძალა (იგი მიჩნეულ იქნა წარმართულ ტრადიციად).   

სამეფო მონარქიის დამხობის შედგომ სერფინგი მცირე დოზით მაინც დარჩა ჰავაიში, მაგრამ ტაიტიში იგი სრულიად აღმოიფხვრა. ჰავაის მკვიდრი მაცხოვრებლები კატასტროფულად ნადგურნებოდნენ. ისინი ვერ შეეწყვნენ ახალი ცხოვრების სტილს. ახალი ვირუსები, უცხო ტრადიციები და ა. შ. თუ კუკის დროს მკვიდრი მაცხოვრებლების რიცხვი შეადგენდა 800 000 ადამიანს, ასი წლის შემდეგ - XIX საუკუნის ბოლოს ისინი დარჩნენ მხოლოდ 40 000. 

სერფინგი გახდა მხოლოდ ერთეული არანორმალური უცხოელის გართობის საშუალება, რომლებსაც აინტერესებდათ ჰავაის ეკზოტიკის შეგრძნება. ერთ-ერთი ასეთი მძაფრი შეგრძნებების მოყვარული იყო მარკ ტვენი.

მე - XIX საუკუნის ბოლოს ერთ-ერთი ბოლო დაბადებით სერფინგისტი იყო ჰავაის პრინცესა კაიულანი. იგი იყო ძველი სერფინგის სკოლის ბოლო წარმომადგენელი. პრინცესა იყო ჰავაის მმართველის ახლო ნათესავი და გუბერნატორის ქალიშვილი. ამიტომ იგი გაემგზავრა სასწავლებლად ინგლისში. ევროპაში მოგზაურობის დროს კაიულანი აოცებდა ადგილობრივ მაღალი წრის წარმომადგენლებს. იგი არ ერიდებოდა თავისი სერფინგის ხელოვნების დემონსტრირებას ალბიონის ნაპირებთან. 


1907 წელს ჰავაიზე ჩავიდა მაშინდელი დროისათვის უკვე ცნობილი მწერალი ჯეკ ლონდონი. მანაც სცადა სერფინგის დაუფლება. ამ ხელოვნებით აღფრთოვანებულმა მწერალმა იმავე წელს დაწერა მოთხრობა ”მეფეების სპორტი: სერფინგი უაიკიკიზე”. ჯეკ ლონდონს სერფინგის სწავლაში დაეხმარა ჯორჯ ფრიტი, რომელიც იყო ჰავაის მეფეების ბოლო შთამომავალი. მან 16 წლის ასაკში ისწავლა დაფაზე დგომა - სერფინგი და გააცოცხლა ძველი ტრადიცია (ტურისტები დაფებზე ცურავდნენ მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაში). ჯეკ ლონდონმა გამოიყენა თავისი კავშირები და დაეხმარა ჯორჯს სპონსორების მოძებნაში. ერთმა სარკინიგზო მაგნატმა იგი მიიწვია ახალი ხაზის გახსნისადმი მიძღვნილ შოუ პროგრამაში. ფრიტის გამოსვლამ მისცა პირველი ბიძგი სერფინგის სერიოზულ განვითარებას.




1908 წლის 1 მაისს ოფიციალურად დარეგისტრირდა მსოფლიოში პირველი სერფ-კლუბი «Hawaiian Outrigger Canoe Club». მანამდე 1905 წელს ჰავაის რამდენიმე ადგილობრივმა მკვიდრმა  ჩამოაყალიბა არაოფიციალური სერფ-კლუბი - «Hui Nalu». ოფიციალური და არაოფიციალური კლუბები ერთმანეთს შორის ხშირად ატარებდნენ შეჯიბრებებს. 

არაოფიციალური სერფ-კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო დუკ კახანამოკუ - ცურვაში ორგზის ოლომპიური ჩემპიონი. 1917 წელს დიუკმა დაამყარა მორიგი რეკორდი სეფინგში: მან შეძლო 1 კილომეტრიან ტალღაზე გაჩერება. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ სერფინგი დღეს არის სპორტი და არა გასართობი.  

რევოლუცია სერფინგის ისტორიაში მოსხდინა ტომ ბლეიკმა. იგი იყო ცნობილი სერფერი. 1928 წელს მან საფუძველი ჩაუყარა წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩემპიონატის ჩატარების ტრადიციას  სერფინგში. ამასთან ბლეიკმა პირველმა გადაიღო იგი წყლიდან. იგი გახდა ავტორი ახალი, მსუბუქი სერფინგის დაფების. თავისი ფორმის მსგავსების გამო ამ დაფებს დაერქვათ ”ბლეიქის სიგარები”.  

ჰავაელი რაბიტ კეკაიმ გამოიგონა სერფინგის დაფა ”ჰოთ დოგ სერფინგი” , რომელიც გათვლილი იყო პატარა ტალღებისათვის.


ცნობილი მფრინავი ვუდი ბრაუნი - მსოფლიო ავიაციაში არაერთი რეკორდის ავტორი. ამავე დროს სერფერი. 1953 წელს სააგენტომ «Associated Press» გამოაქვეყნა ვუდი ბრაუნის და ორი სერფერის ფოტოები, რომლებშიც ისინი მოფრინავენ ჰავაის გიგანტურ ტალღაზე - მაკაა. ამ სურათებმა ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუჩინა სერფერობის სურვილი.

სერფინგი დაიბადა როგორც ბუნების სტიქიის დამარცხების წარმართული ტრადიცია, გააგრძელა არსებობა როგორც დიდებულების ატრიბუტმა, გადაიტანა დაცემა, აღდგა როგორც რომანტიული თავგადასავალი, გაიშალა როგორც ძლიერების და გამბედაობის სიმბოლო და გადაიქცა სპორტულ ინდუსტრიად. 

ალბათ წარმოუდგენელი თავისუფლების გრძნობაა  ტალღის გავლა და ვფიქრობ ამ გრძნობას თუ გამსოცდი ვეღარ დაივიწყებ ვერასოდეს.


Blog Widget by LinkWithin
საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com