ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ხელოვნებად ქცეული ბრინჯის მინდვრები იაპონიაში

იაპონიაში გაჩნდა ხელოვნების ახალი, საინტერესო სახეობა - ბრინჯის მხატვრული დათესვა. ეს არის შედარებით ახალი მიმდინარეობა, რომელიც გაჩნდა 1993 წელს.



ყველაფერი დაიწყო ერთი იაპონური დასახლებიდან სახელად ინაკადატე, სადაც მოყავთ ბრინჯი ყველა ძველი ტრადიციების დაცვით უკვე ორი ათასწლეულია. მაგრამ თანამედროვეობამ თავისი კორექტივები შეიტანა ამ უძველეს კულტურაში ბრინჯის მინდვრებში სურათების გამოჩენით რისი წყალობითაც ეს დასახლება გადაიქცა ნამდვილ კულტურულ ღისშესანიშნაობად. 


ყოველ წელს დასახლებას სტუმრობს დაახლოებით 200 ათასი ტურისტი. ინაკადატეს მოსახლეობა დღევანდელ დღეს შეადგენს 9000 ადამიანს. ყოველ შემოდგომაზე დასახლების მინდვრები იქცევა ხოლმე სხვადასხვა ეროვნული და დასავლური გმირების უზარმაზარ ნახატებად. ყველაზე 


მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ამ არაჩვეულებრივი სურათების ავტორები არიან არა პროფესიონალი მხატვრები, არამედ უბრალო ფერმერები. ნახატების ვარიანტების დაგეგმვა დასახლების მოსახლეობის მიერ ხდება როგორც წესი აპრილში, ხოლო ბრინჯის დათესვა მაისში. ერთი სურათი იკავებს დაახლოებით 15 000 კვმ. მიწის ფართობს. 



აღსანიშნავია, რომ ასეთი სურათების შექმნა არის ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი. ფერმერებს ყველაფრის გაკეთება უწევთ წყალში მდგარს.






დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან ლამაზია.

Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com