ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

როგორ შეიქმნა ნოუთბუქი

ჯერ კიდევ 60 – იან წლებში დაიწყო ფიქრი კომპაქტური კომპიუტერის შექმნის შესახებ (თავიდან კომპიუტერი იკავებდა უზარმაზარ დარბაზს). პირველად ეს იდეა გაჩნდა 60 – იანი წლების ბოლოს და მისი ავტორი იყო კომპანია ქსეროქსის (Xerox) კვლევითი ლაბორატორიის უფროსი ალან კეი.
1979 წელს ნასას (NASA) შეკვეთით უილიამ მოგრიჯმა (კომპანია Grid Systems) შექმნა პორტატული კომპიუტერი Grid Compass, რომელიც ითვლება მსოფლიოში პირველ ნოუთბუქად. მისი ოპერატიული მეხსიერება იყო 340kb, პროცესორი  Intel i80x86  8МГц სიხშირით.

პირველი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მოდელი შექმნა ადამ ოსბორნმა, რომელმაც 1980 წელს დააარსა საკუთარი კომპიუტერული ფირმა. 1981 წელს ბაზარზე გამოვიდა 5dm ეკრანიანი ნოუთბუქი Osborne-1, რომელსაც ქონდა ოპერატიული მეხსიერება 64 Kb, მონოქრონული დისპლეი 8,75х6,6cm, 3 პორტი, მათ შორის მოდემის, 2 დისკავოდი 5,25'' და პროგრამული უზრუნველყოფის დიდი კოლექცია და ელემენტი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ემუშავა ავტონომიურ რეჟიმში.

სწორედ ამ ელემენტის გამო ოსბორნის პორტატული კომპიუტერი ითვლება მსოფლიოში პირველ ნოუთბუქად. მისი წონა შეადგენდა 11 kg  და ღირდა 1795 დოლარი. 

მიუხედავად ასეთი დიდი მოვლენისა კომპანია ოსბორნის კომპანია გაკოტრდა, რადგან განაცხადი ნოუთბუქების გაყიდვაზე გააკეთეს გაცილებით ადრე, ვიდრე ისინი მაღაზიაში გამოჩნდებოდა. 

1982 წელს გაყიდვაში გამოჩნდა კომპანია Compaq – ის პორტატული კომპიუტერი Intel 8080 პროცესორის ბაზაზე.


1983 წელს მენნი ფერნანდესმა, კომპიუტერული კომპანია Gavilan Computer Company – ის დამფუძნებელმა, შეიმუშავა სპეციალური ბიზნეს ნოუთბუქები პორტატული პრინტერით. 

1984 წელს ფირმა Apple – მ გამოუშვა პირველი ნოუთბუქი.

ნოუთბუქების შემდგომი განვითარება თანდათან აახლოებს მას თანამედროვე მოდელებთან.

თანამედროვე ნოუთბუქებში გამოიყენება აკუმულატორი, მაგრამ ასევე შესაძლებელია მისი მუშაობა ადაპტერით. ამჟამად სპეციალისტების მხრიდან მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნოუთბუქის ელექტროკვების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com