ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

სონი ერიქსონი (Sony Ericsson), ბრენდის ისტორია

Sony Ericsson
შვედური სატელეკომუნიკაციო  კომპანია სონი ერიქსონი (Sony Ericsson Mobile Communications), რომელიც არის ცნობილი მობილური ტელეფონების ბრენდის სონი ერიქსონის (Sony Ericsson) და მისი აქსესუარების მწარმოებელი დაარსდა 2001 წლის 1 ოქტომბერს.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში და წარმოადგენს ერთობლივ საწარმოს – შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია ერიქსონის (Ericsson) და იაპონური ელექტრონული ტექნიკის  სონის (Sony), სადაც თითოეული მათგანი არის 50% – იანი წილის მფლობელი.
კომპანია Ericsson და Sony იმ პერიოდისთვის უკვე  წმოადგენდნენ ცნობილ ბრენდებს და ჰქონდათ საკმაოდ დიდი განვითარების ისტორია. ორივე მათგანი აწარმოებდა საკუთარი ბრენდის მობილურ ტელეფონებს.  

იაპონური კომპანია სონი, რომლის დასახელება თავიდან იყო Tokyo Telecommunications Engineering, დაარსდა 1946 წელს და მისი დამფუძნებლები იყვნენ  აკიო მორიტა (Akio Morita) და მასარუ იკუბა (Masaru Ibuka). 

შვედური კომპანია ერიქსონის ისტორია კი იწყება ჯერ კიდევ 1876 წლიდან და მისი დამფუძნებელი იყო  ლარს მაგნუს ერიქსონი (Lars Magnus Ericsson).

მიუხედავად ორი ასეთი დიდი ისტორიის მქონე კომპანიის თანამშრომლობისა, მათი ერთომლივი ფირმა სონი ერიქსონი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ახალგაზრდაა მობილური ტელეფონების ბაზარზე. 2007 წლის განმავლობაში კომპანიამ გამოუშვა 20–ზე მეტი მოდელი.
 
ამჟამად Sony Ericsson მობილური ტელეფონების და აქსესუარების ერთ–ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში.კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 8 450 ადამიანი.

2009 წლის 1  სექტემბრიდან კომპანიის პრეზიდენტია ბერტ ნორდბერგი (Bert Nordberg).

Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com