ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

კომპანია ასუსის სიახლე (asus ) – კომპიუტერის დისტანციური მართვის კონტროლერი

იანვრის დასაწყისში ლას–ვეგასში გამართულ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე CES 2011 კომპანია ასუსმა (asus) წარმოადგინა უკონტაქტო კონტროლერი Wavi Xtion, რომელიც იძლევა პერსონალური კომპიუტერის ჟესტებით მართვის საშუალებას.   


კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიების დახმარებით  შესაძლებელი იქნება აქამდე შექმნილი, პოპულარული კონტროლერებისგან თავის დაღწევა.

Wavi Xtion შექმნილია კომპანია ასუსისა და იზრაელის კომპანიის PrimeSense მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად. 




წარმოდგენილი სისტემა შედგება ორი მიმღებისგან Wavi და სპეციალური ვებ კამერისგან – Xtion, რომლებიც მაგრდება ტელევიზორზე. Wavi აქვს  დამხმარე მოწყობილობის ფუნქცია,  რომელიც უკაბელოდ გადასცემს ვებ–კამერისგან მიღებულ მონაცემებს კომპიუტერს. მოწყობილობის გამოსვლა იგეგმება 2011 წლის მეორე კვარტალში.მისი ღირებულება ამ დროისთვია ცნობილი არ არის.
Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com