ჰონკონგის კომპანია ტონინომ (Tonino) გამოუშვა მობილური ტელეფონების ლუქს კლასისის ახალი კოლექცია – Tonino Lamborghini Spyder, რომელიც განკუთვნილია იტალიური ავტომობილების კომპანია ლამბორჯინის (Lamborghini) მოყვარულთათვის.
ტელეფონების პრეზენტაცია გაიმართა ჰონკონგში. კოლექცია მიეძღვნა ცნობილ ლამბორჯინის ბრენდს.
წარმოდგენილია 6 მოდელის ტელეფონი.ყველა მათგანს გააჩნია განსაკუთრებული დიზაინის კორპუსი და ყურსასმენი. ელიტური მოდელების Tonino Lamborghini Spyder S-670, S-680 და S-685 კორპუსები შექმნილია უჟანგავი ფოლადისგან და მოპირკეთებულია ვარდისფერი და ყვითელი ოქროთი. ხოლო ტელეფონის უკანა ნაწილი გაკეთებულია ნიანგის ტყავისგან.
რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს: ტელეფონის ეკრანი არის 2,2 დიუმიანი, კამერა – 3MP და მეხსიერება 4 MB. გააჩნია GSM და EDGE მხარდაჭერა.
0 კომენტარი:
Post a Comment