"დედამიწის სიმულატორი" |
დიზაინერების წყალობით, რომლებიც ყველაფერში იყენებენ ოქროს და ძვირფას მეტალს, აგრეთვე ძვირფას თვლებს, იქმნება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, რომელთა ფასი ასობით და მოლიონობით დოლარს შეადგენს.
გაგაცნობთ Indiatimes Infotech პორტალის მიერ აღწერილი ტექნიკის ნაწილს.
ყველაზე ძვირი კომპიუტერი მთელს დედამიწაზე არის იაპონიაში და მისი სახელია "დედამიწის სიმულატორი". სისტემა შექმნილია 1997 წელს JAXA, JAERI და JAMSTEC – თვის, როგორც მსოფლიო კლიმატის სიმულატორი გლობალური დათბობის ეფექტის გამოსათვლელად და დედამიწის გეოფიზიკური პრობლემების გადასაჭრელად.
"დედამიწის სიმულატორს" 2002–2004 წლებში მინიჭებული ჰქონდა "სუპერკომპიუტერის" სტატუსი. იგი მდებარეობს იოკოჰამაში Earth Simulator Center (ESC). 2009 წლის მარტში კომპიუტერი შეცვალეს "დედამიწის სიმულატორი – 2" – ით.
კომპიუტერის ღირებულებაა 206 600 მლნ ფუნტი სტერლინგი.
ყველაზე ძვირი მობილური ტელეფონი წარმოადგინა გასულ წელს ბრიტანულმა კომპანიამ. ეს არის ოქროს აიფონი (iPhone) გაწყობილი ორი ასეული ბრილიანტის თვლით. მისი სახელია iPone 3G. შესყიდულია ანონიმი ავსტრალიელი ბიზნესმენის მიერ. ტალეფონი შექმნილია 22 კარატიანი ოქროსგან დიზაინერი სტუარდ ხიუზის (Stuart Hughes) მიერ ლივერპულის კომპანიისთვის Goldstriker International. მის წინა პანელში ჩასმულია 136 ბრილიანტი. მათგან 53 – სგან გამოყვანილია ეფლის (Apple) ლოგო. სანავიგაციო ღილაკი გაკეთებულია იშვიათი 7,1 კარატიანი ბრილიანტისგან
ტელეფონი იქმნებოდა 10 თვის განმავლობაში. მისი ყუთი წარმოადგენს მთლიანი მარმარილოს ნაწილს, რომლის წონაა 7 კგ.
აიფონის ღირებულებაა 1,92 მლნ. დოლარი.
მიწყობილობა გაკეთებულია თეთრი ოქროსგან და მორთულია 160 ბრილიანტის თვლით, რომელთა წონაც არის 20 კარატი.
ტელევიზორს დიზაინი შექმნილია იაპონელი დიზაინერის ტაკახიდე სანოს (Takahide Sano) მიერ. ტექნიკას გარედან არ აქვს არც ერთი შურიპი ან ჭრილი. მოდელი Yalo Diamonds გამოდის ბერლინში 2006 წლიდან.
მისი ღირებულებაა 67,175 ფუნტი სტერლინგი.
ყველაზე ძვირი ნოუთბუქი გამოუშვა 2007 წელს ლუქს კლასის მოწყობილობების მწარმოებელმა Luvaglio London.
დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ მოკლე აღწერაში ნათქვამია, რომ ნოუთბუქს გააჩნია 17 დიუმიანი ეკრანი 128GB მეხსიერება, ჩამონტაჟებული აქვს გამწმენდი მოწყობილობა , გააჩნია დაცვის ფუნქციები და ბრილიანტის კვების ღილაკი.
მისი ღირებულება შეადგენს მილიონ დოლარს.
ყველაზე ძვირი MP3 ფლეერი – Presidential MP3 გამოუშვა კომპანიამ Meng Duo Ltd. იგი გაფორმებულია ბრილიანტებით და ამავე დროს მფლობელს სთავაზობს VIP წევრობას, (სად? არა არის მითითებული) და მიეწოდება მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე.
პლეერი გადაწყვეტილია თეთრ ან ყვითელ ფერებში.გააჩნია 1GB ოპერატიული მეხსიერება, ფერადი ეკრანი, აქვს ვიდეოფორმატის და აუდიოფორმატების მხარდაჭერა.
მისი ღირებულებაა 25 ათასი ფუნტი სტერლინგი.
ყველაზე ძვირი Blackberry შექმნილია დაერთიანებული სამეფოს დიზაინერის ალექსანდრე ამოსუს (Alexander Amosu) მიერ. მოწყობილობის კორპუსი გაკეთებულია 18 კარატიანი ოქროსგან და გაწყობილია 4459 ბრილიანტის თვლით საერთო წონით 28,43 კარატი. მასზე შეიძლება დატანილი იყოს მომხმარებლის სახელი და კომპანიის ლოგო. ისევე, როგორც კომპანიის Vertu ტელეფონებს, ამ აპარატსაც მოყვება სადღეღამისო სერვის მენეჯერის მომსახურება. მსოფლიოში გამოშვებულია სულ 3 ცალი ტელეფონი Blackberry.
მისი ღირებულებაა 200 000 დოლარი.
ყველაზე ძვირი კლავიატურა შექმნილია შეკვეთით კომპანიის PFU მიერ და იგი დაფარულია ურუშიოლის ლაქით. ეს ლაქი იწარმოება აღმოსავლეთ აზიაში კიურუშის ხის წვენისგან. როგორც ამბობენ კლავიატურა ქალწულების თმებისგან გაკეთებული ფუნჯით, რამდენიმე ფენის ლაქით არის დაფარული, რის შემდეგაც ოქროთია დამტვერილი. მისი სახელია Happy Hacking Keyboard Professional.
კლავიატურის ღირებულებაა 4500 დოლარი.
ყველაზე ძვირი კომპიუტერის თაგვი დამზადებულია შვეიცარული მწარმოებლის Pat მიერ. იგი დაფარულია 18 კარატიანი თეთრი ოქროთი და გაწყობილია 59 ბრილიანტის თვლით. თაგვის გაფართოებაა 800 dpi. მყიდველს შეუძლია დაატანინოს კორპუსზე თავისი ინიციალები. აგრეთვე შეუძლია აირჩიოს ოქროს (მეტალის) ფერი: თეთრი, წითელი ან ყვითელი.
მისი ფასია 12 494 ფუნტი სტერლინგი.
ყველაზე ძვირი დინამიკები შექმნილია კომპანიის Transmission Audio მიერ. იგი შედგება თორმეტი 500 ვატიანი დინამიკისგან, ორი Audio Laboratory BP-1 სიმძლავრის გამაძლიერებლისგან და BC-1 გამაძლიერებლისგან. გარდა ამისა დინამიკებს Ultimate აქვს 15 დიუმიანი საბვუფერი და ოცდა ოთხი 8 დიუმიანი ბუფერი.
დინამიკების ფასია 2 მლნ დოლარი.
0 კომენტარი:
Post a Comment