ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

პერსონალური საფრენი აპარატი

ახალი ზელანდიის კერძო კომპანიაში Martin Aircraft შექმნეს ძალიან საინტერესო მოწყობილობა: პერსონალური საფრენი აპარატი Martin Jetpack.. აპარატი განსაზღვრულია 30 წუთამდე ფრენისთვის და გადაადგილდება ბენზინის ორლიტრიანი ძრავის – V4 საშუალებით. 


აღსანიშნავია, რომ კონსტრუქციის წონა შეადგენს მხოლოდ 240 კგ. და აქედან გამომდინარე მისი მართვა არ საჭიროებს სპეციალურ მფრინავის ლიცენზიას. მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც ამ საინტერესო მოწყობილობამ ფრენის დროს შეიძლება განავითაროს შეადგენს 100 კმ/სთ. მაგრამ ძრავი, რომელიც აგებულია ორ ტაქტიანი სქემით, მაქსიმალურად ავსების შემთხვევაშიც ჰყოფნის 50 კმ ფრენის განსახორციელებლად.

აპარატის მასიური წარმოება იგეგმება, მაგრამ მანამდე ინტენსიურად მიმდინარეობს მისი გამოცდა. ბოლო გამოცდის დროს სპეციალისტები იკვლევდნენ Martin Aircraft მაღალ სიმაღლეზე ფრენის საშუალებას და ამავე დროს გამოსცადეს ავარიული პარაშუტის მოქმედება.

გამოცდის დროს აპარატიმა მოახერხა 4 მ/წმ სიჩქარით 1500 მ. სიმაღლეზე აფრენა. ამავე დროს, დაშვების დროს - 900 მ. სიმაღლეზე მოქმედებაში იქნა მოყვანილი ავარიული დაშვების სისტემა.

გირჩევთ იხილოთ სადემონსტრაციო ვიდეო–რგოლი. ძალიან საინტერესოა



Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com