საფეხბურთო კლუბი მადრიდის რეალი (Real Madrid) შეიქმნა 1902 წლის 6 მარტს. კლუბის გახსნა, რომელსაც თავიდან ერქვა "Madrid Foot Ball Club" მოხდა ოფიციალურ გარემოში. გუნდს სათავეში ჩაუდგა ხუან პადროს რუბიო.
თანამდებობები გადანაწილდა შემდეგნაერად: ხუან პადროსი გახდა კლუბის პრეზიდენტი, ენრიკე ვარელა – ვიცეპრეზიდანტი, მანუელ მენდია –მდივანი ხოლო ხოსე დე გოროსტისაგა აგვარებდა კლუბის ფინანსურ მხარეს და ა.შ. ამ ნაბიჯით ხუან პადროსმა მოახდინა ლეგალიზება გუნდის, რომელიც მან ორი წლით ადრე შეკრიბა. გუნდის ხელმძღვანელობამ დაამტკიცა ფორმა - თეთრი მაისურები და ტრუსები, ლურჯი გეტრები და კეპი, ასევე ამოქარგული იისფერი ზოლი კლუბის ემბლემაზე.
იმავე წლის 9 მარტს მადრიდის რეალმა იმისათვის, რომ გამოევლინა პირველი გუნდის შემადგენლობა, ჩაატარა პირველი თამაში თავისი კლუბის ორ გუნდს: ლურჯებს და წითლებს შორის. თამაში მოიგეს ლურჯებმა ანგარიშით 1:0.
ინგლისელი არტურ ჯონსონი გახდა მადრიდის გუნდის პირველი მწვრთნელი.
1902 წლის 13 მაისს იმართება პირველი ნაციონალური თამაში მადრიდსა და ბარსელონას შორის, სადაც ანგარიშით 3:1 იმარჯვებენ კატალონიელები. სამაგიეროდ მადრიდი იგებს სხვა გუნდთან თამაშს, რის გამოც მას ენიჭება პირველი წოდება "Copa de la Gran Pena".
1904 წელს ხუანის ძმა კარლოს პადროსი, რომელიც იყო მადრიდის ფეხბურთის კლუბების ფედერაციის წევრი, მოდის ფედერაციიდან და იკავებს ხუანის ადგილს მადრიდის კლუბში.
1904 წელს ხუანის ძმა კარლოს პადროსი, რომელიც იყო მადრიდის ფეხბურთის კლუბების ფედერაციის წევრი, მოდის ფედერაციიდან და იკავებს ხუანის ადგილს მადრიდის კლუბში.
1905 წლის 18 აპრილს მადრიდის რეალი იგებს ესპანეთის ჩემპიონატს. იმავე წლის 23 ოქტომბერს კარლოსი ორგანიზებას უკეთებს პირველ საერთაშორისო თამაშს საფრანგეთის ჩემპიონ კლუბთან "Gallia Sport de Paris", რომელიც მთავრდება ფრედ: 1:1.
1920 წლის 29 ივნისს ესპანეთის მეფე ალფონსო XIII აჯილდოებს კლუბს სამეფო ტიტულით, რის შემდეგაც იგი იწოდება როგორც მადრიდის რეალი.
1920 წლის 29 ივნისს ესპანეთის მეფე ალფონსო XIII აჯილდოებს კლუბს სამეფო ტიტულით, რის შემდეგაც იგი იწოდება როგორც მადრიდის რეალი.
ამავე პერიოდიდან იწყება საერთაშორისო თამაშებში აქტიური მონაწილეობა.1925 წლიდან იცვლება კლუბის ფორმის ფერები.
1027 წელს მადრიდის რეალი ატარებს გასვლით მატჩებს ამერიკაში სანტიაგო ბერნაბეუს წარმომადგენლობით. ამ თამაშების შედეგი ასეთია: 16 თამაში, 9 მოგება, 4 წაგება, 3 ფრე, გატანილი 44 და მიღებული 22 გოლი.
1929 წელს მადრიდის რეალი ხდება ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის გამარჯვებული.
ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდგომ, კლუბის სტადიონს Chamartin, რომელიც ომის პერიოდში გამოყენებული იყო ტყვეების საკონცენტრაციო ადგილად, უბრუნდება თავისი დანიშნულება ( ომმა დაანგრია სტადიონი და გაფანტა მოთამაშეები და კლუბის წევრები).
1939 წლის 1 აპრილს მოწვეული იქნა კლუბის ასამბლეა, სადაც ძირითადი საკითხი ეხებოდა თითქმის დაშლილი კლუბის აღდგენას. 1943 წლის 15 სექტემბერს სანტიაგო ბერნაბეუ ერთხმად იქნა არჩეული კლუბის პრეზიდენტად. იგი ყიდულობს და იწყებს ახალი Chamartin სტადიონის მშენებლობას, რომელიც იხსნება 1947 წელს სახელწოდებით Santiago Bernabéu de Yeste.
1956 წლის 13 ივნისს მადრიდის რეალი პირველად ხდება ევროპის თასის მფლობელი. ამის შემდეგ გუნდის ანგარიშზა ბევრი მოგება და წაგება.
1978 წლის 2 ივნისს სანტიაგო ბერნაბეუ, რომელიც 35 წლის მანძილზე იკავებდა მადრიდის რეალის პრეზიდენტის თანამდებობას, გარდაიცვალა. მისი შემცვლელი ხდება ლუის დე კარლოსი.
პირველად 1982 წელს რეალის სტადიონზე იქნა გამოყენებული ელექრტო ტაბლო.
1985 წლის 22 მაისს მადრიდის რეალი ხდება უეფას თასის პირველი მფლობელი.
2002 წლის 31 აგვისტოს მადრიდის რეალი პირველად თავის ისტორიაში ხდება ევროპის სუპერთასის მფლობელი.
მადრიდის რეალი მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი საფეხბურთო კლუბია. იგი არის 31 გზის ესპანეთის ჩემპიონი, 17 გზის ესპანეთის თასის გამარჯვებული, 8 გზის ესპანეთის სუპერთასის მფლობელი, 9 გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 2 გზის უეფას თასის მფლობელი, 1 გზის უეფას სუპერთასის მფლობელი.
Geronia
0 კომენტარი:
Post a Comment