ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

კომპანია ფერერო (Ferrero) – კინდერი (Kinder), ბრენდის ისტორია

პატარა სათამაშოების შოკოლადის კვერცხში – ქინდერში (Kinder) მოთავსების იდეა ეკუთვნის მიქელე ფერეროს – იტალიური კომპანია ფერეფოს (Ferrero S.p.A.) მფლობელს.

კინდერ სიურპრიზების პირველი პარტია გაყიდვაში გამოვიდა 1979 წელს. მთელი პარტია გაიყიდა ელვის სისწრაფით – სულ რაღაც 1 საათში.

ბევრისათვის საყვარელი ნუთელა, რაფაელო და ქინდერი – ეს არის კომპანია ფერეროს მიერ გამოშვებული პროდუქცია.

1946 წლის 14 მაისს ოფიციალურად გაიხსნა კომპანია ფერერო. ყველაფერი კი დაიწყო გარკვეული პერიოდით ადრე.  იტალიის ქალაქ ალბაში 1930 წელს პიეტრო და ჯოვანი ფერეროებმა მამისგან ანდერძად მიიღეს პატარა საკონდიტრო. მოუსვენარი პიეტროს მუდმივი ექსპერიმენტების გამო საცხობმა უცბათ მოიპოვა პოპულარობა მთელს ქალაქში. საკონდიტროს გამოშვებული ტკბილეულობის – "ჯანდუიოს"  გასახვევად ძმებმა დაიწყეს ფოლგის გამოყენება. ეტიკეტზე გამოსახული იყო ქალბატონი ორ მხიარულ ბავშვთან ერთად. იმის გამო, რომ ტკბილეულის ფასი იყო საკმაოდ დაბალი, მისი ყიდვა შეეძლო ღარიბ ოჯახსაც.

1934 წელს, ზაფხულში, ქალაქის დღესასწაულისათვის ფერეროს საკონდიტროს მიერ დამზადებული იქნა ძალიან დიდი რაოდენობით შოკოლადის ტკბილეული "ჯანდუიო".  იმ ზაფხულს იტალიაში იყო საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და ამის გამო მთელი შოკოლადის პარტია დადნა და გადაიქცა უფორმო მასად. მთელი საცხობის ადრე მიღებული მოგების თანხა ჩადებული იყო ამ პარტიაში. მიუხედავად ამისა მხიარულ და ოპტიმისტ პიეტროსთვის რთული იყო დანაკარგთან შეგუება. დამდნარი ჯანდუიო ძმებმა გადაუსვეს თავისივე გამომცხვარ ბულკებს. შოკოლადიანი ბუტერბროდები გამოვიდა ძალიან გემრიელი და გაიყიდა იმდენი, რომ საცხობს მოუტანა ჩვეულებრივზე მეტი მოგება. ასე შეიქმნა შოკოლადის პასტა.მრავალი ექსპერიმენტების შემდეგ ძმებმა დაიწყეს პასტის წარმოება. მას ერქვა "ჯანდუიოს კრემი", რომელსაც დღევანდელ დღეს ყველა ვიცნობთ, როგორს "ნუთელა". იმ პერიოდიდან მოყოლებული, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, საცხობი ზაფხულის სამი თვის განმავლობაში წყვეტდა გარკვეული ტკბილეულის წარმოებას.

პიეტრო ფერეროს შვილმა მიქელემ ოცდაოთხი წლის ასაკში გააგრძელა მამის დაწყებული საქმე. სწორედ მიქელეს მიერ იქნა გამოშვებული საბავშვო საკონდიტრო ნაწარმი მაღალი რძის შემცველობით, რომელიც ცნობილია ქინდერის მარკით. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გაჩნდა იდეა, რომლის მიხედვითაც ამ შოკოლადებში მოხდა პატარა სათამაშოების – სიურპრიზების ჩაწყობა. ამ იდეას საფუძვლად ედო ძველი იტალიური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სააღდგომოდ ცხვებოდა ნამცხვარი, რომელშიც დებდნენ სიურპრიზს, უმეტეს შემთხვევაში მონეტას. აგრეთვე ეს კარგი იდეა იყო სუპერმარკეტში შესული ბავშვების გასართობად, რომ პროდუქტების შეძენის დროს არ შეეშალათ ხელი მშობლებისთვის. პატარა სათამაშოების შექმნაზე და მოგონებაზე დღესაც მუშაობს სპეციალისტების მთელი ჯგუფი.

მოგვიანებით კომპანია ფერერომ ცხელი კლიმატის ქვეყნებისათვის გამოუშვა კინდერის სხვა სახეობა –  "ქინდერ–ჯოი", რომელიც არ დნება სიცხეში. იგი ასევე არის დამზადებული კვერცხის ფორმის, რომლის ერთ ნახევარშიც არის შოკოლადი, ხოლო მეორეში – სათამაშო.

ყოველ წელს კომპანია იგონებს ქინდერის ახალ–ახალ სათამაშოებს, რომლებიც იწვევს არა მარტო ბავშვების, არამედ უფროსების და კოლექციონერების დიდ ინტერესს.

Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com