ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ჯანი ვერსაჩე (Gianni Versace), ბრენდის ისტორია

Gianni Versace
მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) გარდაცვალებიდან უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, მისი სახელი დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულად მოდის სამყაროში. ვერსაჩემ შემოიტანა გამოთქმა "სუპერ მოდელი". 

უსაზღვრო ფანტაზიის, შეუდარებელი შარმის და რა თქმა უნდა ფორტუნას დამსახურება იყო, რომ უბრალო იტალიელი მკერავი გახდა გასული საუკუნის, მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი.

ჯანი ვერსაჩე დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს იტალიის ქალაქ რიჯიო–დი–კალაბრიაში. ბავშვობაში იგი ოცნებობდა პიანისტობაზე. დედა მუშაობდა სამკერვალო სახელოსნოში პროფესიონალ მკერავად და პატარა ჯანი ხშირად დაყავდა სამსახურში. როგორც ჩანს, მუდმივად კაბების და კოსტუმების გარემოცვაში ყოფნამ განსაზღვრა მომავალი დიზაინერის ცხოვრების გზა. თვითონ ვერსაჩე ამბობდა, რომ თავის პროფესიონალიზმს დედას უმადლოდა.
18 წლის ასაკში ჯანიმ დაიწყო დედის ატელიეში მუშაობა, სადაც იგი 6 წლის განმავლობაში დიდი გატაცაბით ქმნიდა ახალ მოდელებს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ რამდენჯერმე მოუწიათ პარიზში და ლონდონში ახალი მოდელების შესაძენად ჩასვლა. დედა–შვილი მუდმივად ადევნებდა თვალს მსოფლიო მოდის ტენდენციებს.

მიუხედავად დედის მნიშვნელოვანი გავლენისა ჯანი ვერსაჩეს ცხოვრებაში, მათ არ ჰქონდათ დაწყობილი ურთიერთობა. ფრანჩესკას ჯანის გარდა ჰყავდა კიდევ ორი შვილი: დონატელა და სანჩო, რომელსაც გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობდა. მოგვიანებით ვერსაჩე ამბობდა, რომ შესაძლებელია მისი ცხოვრების მთავარი აზრი დედის ყურადღების დამსახურებაში მდგომარეობდა. იგი ყოველთვის ცდილობდა მისი სიყვარულის და მეტი სითბოს მოპოვებას.

ერთ მშვენიერ დღეს, ატელიეში გაისმა ტელეფონის ზარი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ვერსაჩეს ცხოვრება. ზარი ეკუთვნოდა საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენს მილანიდან, რომელსაც გაგებული ჰქონდა ჯანის განსაკუთრებული ფანტაზიის და ახალი მოდელების შექმნის ნიჭის შესახებ და გადაწყვეტილი ჰქონდა გარკვეული თანხის ჩადება მის საქმიანობაში. ეს იყო უნიკალური შანსი ახალგაზრდა მკერავისთვის.

ჯანი დაუფიქრებლად დათანხმდა ბიზნესმენის წინადადებას და 1973 წელს გაემგზავრა მილანში. ასე დაიწყო ჯანი ვერსაჩეს აღმასვლა მსოფლიო მოდის მწვერვალზე. ცოტა ხანში იგი მიხვდა, რომ შეძლებდა საკუთარი საქმის დაწყებას.

1978 წელს თავისი ძმის სანტოს დახმარებით ვერსაჩე ქმნის საკუთარ ფირმას, სამოდელო სახლს ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace). იმავე წელს შედგა მისი პირველი კოლექციის ჩვენება, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ცოტა ხანში ძმების საქმიანობაში ჩართული იქნა დაც – დონატელა.

ვერსაჩეს არასდროს არ ეშინოდა თავის შემოქმედებაში ექსპერიმენტების. 80 – იან წლებში იგი გახდა მსოფლიო მოდის ლიდერი. სამოდელო სახლის წლიური შემოსავალი შეადგენდა 900 მილიონ დოლარს. გახსნილი იქნა მთელს მსოფლიოში 165 ბუტიკი. გარდა ტანსაცმლისა ვერსაჩეს სამოდელო სახლი ქმნიდა აქსესუარებს, სუნამოებს, საათებს, ფაიფურს, დეკორატიულ კაფელს და მთლიან ინტერიერს. 

1988 წელს ვერსაჩეს მიანიჭეს "მსოფლიოს წამყვანი და შემოქმედებითი დიზაინერის" ტიტული. 1998 წელს კი ამერიკული მოდის ოსკარი.
 
სამწუხაროდ ეს უნიჭიერესი ადამიანი, მსოფლიო დონის დიზაინერი ტრაგიკულად დაიღუპა 50 წლის ასაკში.

1997 წლის 15 ივლისს ჯანი ვერსაჩე გავიდა სახლიდან ახალი პრესის საყიდლად. იმ პერიოდში იგი ცხოვრობდა საკუთარ ვილაში მაიამი ბიჩში. მხოლოდ იქ  აძლევდა იგი თავს უფლებას გასულიყო ქუჩაში მარტო, დაცვის გარეშე. უკანა გზაზე იგი ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ჯანი ვერსაჩე დაცხრილა ენდრიუ კუნინენმა, რომელმაც იმავე იარაღით იქვე თავი მოიკლა. მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი. ბევრი ვარაუდის დონეზე თანხმდება, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო კალაბრიის მაფიოზური ორგანიზაციის მიერ, რომელმაც უზარმაზარი ფული გააკეთა ვითომ ვერსაჩეს ბრენდის სინამდვილეში კი ყალბი სამკაულების წარმოებაზე. 

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე უზარმაზარი ფინანსური დანაკარგების გამო ჯანიმ ”ომი” გამოუცხადა ამ მაფიოზურ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზი. 

სამოდელო სახლს სათავეში ჩაუდგა ჯონის და – დონატელა ვერსაჩე (Donatella Versace), რომელმაც დაიწყო თავისი მოდელების ხაზის გამოშვება, მაგრამ ძმის არაჩვეულებრივი წარმატების გამეორება მან ჯერ–ჯერობით ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა  სამოდელო სახლი ვერსაჩე დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ წარმატებულ და უმხვილეს მსოფლიო სამოდელო სახლად.

Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com