ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ლორეალი (L'Oreal), ბრენდის ისტორია

კომპანია ლორეალი (L'Oreal) შეიქმნა 1909 წელს. მისი დამფუძნებელი – წარმოშობით ფრანგი ეჟენ შუელლერი (Eugene Schueller) დაიბადა 1881 წელს კონდიტერის ოჯახში.

კოლეჯში სწავლის დროს იგი გატაცებული იყო  ქიმიით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ეჟენი სწავლას აგრძელებს სორბონის უნივერსიტეტში, რომელსაც ამთავრებს 1903 წელს ინჟინერ–ქიმიკოსის დიპლომით.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შუელლერი იწყებს გამოკვლევებს თმის საღებავების მიმართულებით. იმ პერიოდში პარიკმახერები თმის შესაღებად იყენებდნენ ხნას და ბასმას.  თავისი მეუღლის გადმოცემით, მან იცოდა, რომ ეს პრეპარატები არ იყო სათანადოდ ეფექტური.

Eugene Schueller
1907 წელს ეჟენ შუელლერი აპატენტებს თმის საღებავებისთვის ორ ფორმულას: Noir et  Or (შავი და ოქროსფერი) და L’Auréale. სწორედ აქედან მოდის კომპანიის დღევანდელი სახელწოდება – ლორეალი (L'Oreal). დასახელება შედგება ორი ფრანგული სიტყვისგან :  l’or, რომელიც ნიშნავს ოქროს და l’aureole – შარავანდედს. 

1909 წელს საკუთარ ორ ოთახიან ბინაში ეჟენი ქმნის ფრანგულ, თმის უსაფრთხო საღებავების კომპანიას "La Société Française des Teintures Inoffensives", რომელიც 1939 წელს ღებულობს სახელს  კომპანია ლორეალი (L'Oreal).     

გამომდინარე იქიდან, რომ გასული საუკუნის დასაწყისში თმას იღებავდნენ ძირითადად მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, ლორეალმა სარეკლამო კომპანიაის აქცენტი გააკეთა ჭაღარა თმების შეღებვაზე, რომელიც მანდილოსნებს აძლევდა ახალგაზრდობის ელფერს. ამასთან რეკლამირდებოდა საღებავის ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა მისი საშუალებით თმის ძირების გამაგრება და კვება.  პროდუქტის რევოლუციური სიახლის გამო შუელლერმა მალე დაამყარა საქმიანი ურთიერთობები პარიზის პარიკმახერებთან.   

შუელლერი თმას განიხილავდა როგორც სამეცნიერო გამოკვლევის საგანს და ქმნიდა ახალ ფორმულებს სამეცნიერო ანალიზის საფუძველზე. სწრაფად იზრდებოდა ლორეალის თანამშრომლების რიცხვიც. კომპანიის დაფუძნებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, იხსნება მისი ახალი წარმომადგენლობა იტალიაში. 1914 წელს კი ეჟენის ფირმის სავაჭრო აგენტები მუშაობენ მთელს ევროპაში. 1928 წელს გაყიდვაში გამოდის მისი შექმნილი პირველი სწრაფად მოქმედი თმის საღებავი – Imedia (მანამდე თმის შეღებვას სჭირდებოდა 3 საათი), რომელმაც გადატრიალება მოახდინა თმის საღებავების ინდუსტრიაში.  

1935 წელს თავისივე ნავით სეირნობისას, ეჟენმა საკუთარ თავზე გამოსცადა მზის სხივებისგან კანის დამწვრობა. მაშინდელ ბაზარზე წარმოდგენილი დამცავი საშუალებები არ იყო ეფექტური. ამიტომ დაიწყო კანის დამცავ საშუალებებზე მუშაობა და შედეგად გამოვიდა ლორეალის სახის კანის დამცავი  – Ambre Solaire.
როგორც აღვნიშნეთ, 1939 წლიდან კომპანიის ოფიციალური სახელი ხდება ლორეალი მთავარი ოფისით პარიზში და ლაბორატორიით, რომელშიც ხდება ახალი კოსმეტიკური საშუალებების შექმნა. 

მეორე მსოფლიო ომის და მის შემდეგ პერიოდში კომპანია ლორეალი შეუწყვეტლად აგრძელებს მუშაობას. დანიაში პროდუქციის მიწოდება ხდება ველოსიპედების საშუალებით. დიდ ბრიტანეთში, პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა, დანგრევის გამო გადადის კინოთეატრის შენობაში. 

 ცნობილ დიზაინერს კოკო შანელს (შეგიძლიათ წაიკითხოთ კომპანია შანელის, ბრენდის ისტორია)  შემოაქვს მანდილოსნებისთვის მოკლე ვარცხნილობები, რომელიც მოითხოვდა თმის ფიქსატორს და ელექტრო ბიგუდებს. აქედან გამომდინარე კომპანია ლორეალი 1945 წელს უშვებს ახალ პროდუქტს – Oreol, რომელიც შეიცავს თმის ვარცხნილობის ფიქსატორს

1955 წელს იქმნება ლორეალის პირველი ფერის მიმცემი ლორეალის შამპუნი – Colorelle.  

1957 წელს, ეჟენ შუელლერის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიის მმართველი ხდება ფრანსუა დალი. მისი ხელმძღვანელობით კომპანია საგრძნობლად ვითარდება კვლევითი მიმართულებით. ამავე დროს ხდება ახალი ბრენდების ლორეალის კომპანიის მიერ შესყიდვა და ახალ მიმართულებზე მუშაობა. ლორეალის სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიში იწყება სახის კანის მოვლის საშუალებების, დეკორატიული კოსმეტიკის და პარფიუმერიის შექმნაზე მუშაობა.

1963 წელს ლორეალი რეგისტრირდება პარიზის საფონლო ბირჟაზე. 1965 წელს ხდება კომპანია გარნიერის ლაბორატორიის (Laboratoires Garnier) შესყიდვა. 1966 წელს გამოდის  ლორეალის თმის საღებავი – Recital

1974 წელს პარტნიორობის ხელშეკრულება ფორმდება კომპანია ნესთლესთან (Nestle), რომლის მიხედვითაც ეჟენ შუალლერის ქალიშვილი ლილიან ბეტტანკური გახდა  51%, ხოლო კომპანია ნესთლე (Nestle) – 49% –ის მფლობელი ჰოლდინგის (Gesparal) რომელიც თავის მხრივ აკონტროლებს ლორეალის 53,7% აქციებს.  

ჰოლდინგი (Gesparal) დაიშალა 2004 წელს. ამჟამად კომპანია ლორეალის 27,5% წილის მფლობელია ქალბატონი ბეტტანკური, 26,4% წილის კომპანია ნესთლე (Nestle), ხოლო დანარჩენი წილი ეკუთვნით კერძო პირებს და ფონდებს. 

კომპანიის სარეკლამო სახეები ყოველთვის იყვნენ ცნობილი და ულამაზესი ქალბატონები.

დღევანდელ დღეს კომპანია ლორეალი კოსმეტიკურ ბაზარზე მუშაობს ოთხი მიმართულებით: თმის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია. L'Oréal Group –ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა L'Oreal Paris, Garnier, Maybelline, L'Oréal Professionnel, Redken, Lancôme, Biotherm, Parfums Giorgio Armani, Cacharel, Ralph Lauren, Helena Rubinstein, Vichy.   

ლილიან ბეტტანკური მე–11 ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის. მისი ქონება შეფასებულია 18,8 მლრ. დოლარად.

Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com