გრძნობთ, რომ იმის სამყაროში სხვა წესები და კანონები მოქმედებს და ერთი და იგივე მოვლენები აღიქმება სრულიად სხვაგვარად. ურთიერთ გაუგებრობა თქვენსა და მას შორის იწვევს ურთიერთობის დაძაბვას.
მოდით, სიტუაციას შევხედოთ ცოტა სხვაგვარად. შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანები ერთი და იმავე დროს, ერთი და იმავე ადგილას ცხოვრობდნენ სხვადასხვა სამყაროში? შესაძლებელია, თუ სამყაროს სურათი მათ ცნობიერებაში აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. განსხვავება ორი ადამიანის სამყაროებს შორის შესაძლებელია იყოს უმნიშვნელო, ან შესაძლებელია იყოს პრინციპული და ძალიან დიდი. ასეთ შემთხვევაში გარკვეულ სიტუაციაში მიღწეული შეთანხმებაც კი შეიძლება აღმოჩნდეს დროებითი და სუსტი, ისევე, როგორც სახლი ფუნდამენტის გარეშე.
სამყაროს სურათი წარმოადგენს ძლიერ ფილტრს, რომელშიც გადის ყველაფერი, რასაც ადამიანი ხედავს, ესმის და გრძნობს. მთელი ეს ინფორმაცია გარკვეულ წილად განიცდის ინტერპრეტირებას. ის, რაც არ არის ადამიანის სამყაროს სურათში, იფილრტება და ვერ აღწევს მის ცნობიერებამდე.
გაფილტვრა ხდება თავისთავად, ქვეცნობიერად. ადამიანის გონება გადაამუშავებს პირველად ინფორმაციას და თუ აღმოჩნდება, რომ გარკვეულ მომენტში სამყაროს სურათი არაადეკვატურია, ამ შემთხვევაში მას სჭირდება ამ ინფორმაციის გასაანალიზებლად გაცილებით დიდი დრო.
სხვადასხვა ადამიანების სამყაროს სურათების სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია. თითოეული სურათის წარმოდგენა შესაძლებელი რომ იყოს ცისარტყელის გარკვეული ფერით, დავინახავდით თუ როგორ გადადის ნელ–ნელა ერთი ფერი მეორეში.
მაგრამ, ისევე, როგორც ცისარტყელაში, უამრავ გარდამავალ ფერში ჩვენ გამოვყოფთ შვიდ ფერს, ასევე სამყაროს სურათის ფერებშიც გამოვყობთ ე. წ. "სუფთა ფერებს". რა თქმა უნდა რეალურად ასეთი "სუფთა ფერები" ისევე, როგორც ბუნებაში, არ არსებობს, მაგრამ ჩვენთვის მოსახერხებელია მათი გამოყენება სამყაროების აღწერისათვის.
სამყაროს ფერების სპექტრში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე "სუფთა ფერი", რომლთაგან თითოეული ქმნის თავის სამყაროს. ასეთ ერთფეროვან სამყაროს სურათს ვუწოდებთ აზროვნების პარადიგმებს, რადგანაც თითოეული მათგანი იძლევა მკაცრად განსაზღვრულ ფილტრაციის სისტემას და თავისებურ ინტერპრეტაციას ყველაფერზე, რასაც ვხედავთ, გვესმის და ვგრძნობთ.
აზროვნების პარადიგმები – ეს არის სამყაროს სურათების სივრცის კოორდინატთა სისტემა. ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ სხვადასხვა აზროვნების პარადიგმების ჩარაჩოებში ერთმანეთისთვის გამოიყურებიან როგორც ნამდვილად სხვადასხვა სამყაროში მაცხოვრებლები. რადგანაც ეს არ არის სამეცნიერო სტატია, არ გამოვიყენებთ ამ სტატიაში სამეცნიერო ტერმინს – "ბიოფსიქოსოციალურ სისტემებს" და გამოვიყენებთ ტერმინს "სამყაროები".
აზროვნების პარადიგმების გაგებას გვაძლევს ძალიან საინტერესო თეორია "სპირალური დინამიკა", რომელიც შექმნა ამერიკელმა ფსიქოლოგმა კლერ გრეიზმა (Clare W. Graves) და განავითარეს მისმა მოწაფეებმა კრისტოფერ კოვანმა (Christopher C. Cowan) და დონ ბეკმა (Don Beck). ეს თეორია შეიქმნა რამდენიმე ათეული წლის წინ და მხოლოდ ეხლა შედის აქტიური გამოყენების პროცესში როგორც ბიზნესში, ასევე ცხოვრებაში. "სპირალური დინამიკა" გამოყოფს და აღწერს აზროვნების პარადიგმებს. აგრეთვე ხსნის, თუ როგორ გადადის ადამიანის აზროვნება ერთი პარადიგმიდან მეორეში.
აზროვნების პარადიგმები არ არსებობს კეთილი ან ბოროტი, კარგი ან ცუდი. ისინი ასახავენ ჩვენს აზროვნებას – ანუ როგორ ვფიქრობთ და არა იმას, თუ რისი გვჯერა ან რას ვაფასებთ. ჩვენ ფასეულობების საფუძველზე ვმოქმედებთ კარგად ან ცუდად. პარადიგმები კი წარმოადგენენ ფასეულობების ჩვენს მოქმედებაში გარდაქმნის საშუალებას.
აქედან გამომდინარე ადამიანები, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთი აზროვნების პარადიგმით ცხოვრობენ ერთ სამყაროში. ისინი ერთნაერი პოზიციით აღიქვამენ და ერთნაირ ინტერპრეტირებას უკეთებენ მიღებულ ინფორმაციას და ადვილად ესმით ერთმანეთის ქმედებები. იმ შემთხვევაში, როდესაც პარადიგმები სხვადასხვაა, მათ მიერ ერთი და იგივე მოვლენა, მოქმედება ან ინფორმაცია აღიქმება სხვა და სხვა ნაერად.
და ბოლოს, აზროვნების პარადიგმები დამახასიათებელია როგორც ცალკეული პიროვნებებისთვის, ასევე კოლექტივისათვის და დიდი სოციალური სისტემებისთვისაც კი, რაც საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ მთელ "სამყაროებზე". რით განისაზღვრება რომელ სამყაროში ცხოვრობს ადამიანი და როგორია მისი აზროვნების პარადიგმა? ერთის მხრივ, არსებობს ობიექტური ცხოვრებისეული პირობები და ისინი განსაზღვრავენ გარკვეულ შეზღუდვებს. მეორეს მხრივ არსებობს ადამიანის პირადი მისწრაფება განვითარებისაკენ. ამ თემაზე ვილაპარაკებთ მას შემდეგ, რაც განვიხილავთ სხვდასხვა ფერის სამყაროებს.
დავიწყოთ ყველაზე დაბალი საფეხურის სამყაროს განხილვით (ფერები რა თქმა უნდა მოყვანილია არა პირდაპირი გაგებით, არამედ როგორც "სპირალური დინამიკის" თეორიის ტერმინები.).
გაგრძელება: სხვადასხვა ფერის სამყაროები. ნაწილი II
სტატია ნათარგმნია ჯერონიას მიერ.
0 კომენტარი:
Post a Comment