კრემისფერი სამყარო ახლოს არის ბუნებასთან და ცხოველთა სამყაროსთან. ამ სამყაროში მეფობს ინსტიქტები და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იგი ღარიბი სამყაროა და მასში ძალიან ძნელია ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ადამიანს სხვა დანარჩენზე ძალა აღარ ყოფნის. აქ მეფობს შიმშილი და წყურვილი, სიცივე და შიში, აქ სამყარო წარმოადგენს ერთ მთლიან საშიშროებას. "აიღე და გაიქეცი" – აწერია კრემისფერი სამყაროს კარებს.
ისტორიულად კრემისფერი სამყარო წარმოიშვა პირველყოფილ თემურ წყობილებამდე. მაშინ, როდესაც ცალკეული ოჯახები იძულებული იყვნენ თავი გაეტანად როგორც მარტოხელა მონადირეებს. ამ სამყაროში არ არსებობს სოცილური ურთიერთობები.
იმ პერიოდის შემდეგ საბედნიეროდ ეს სამყარო არსად აღარ არის მუდმივად, მაგრამ პერიოდულად ადამიანები თვითონ უბიძგებენ ერთმანეთს ამ სამყაროში ომებით და კრიმინალური მართველობით.
დღევანდელ დღეს ამ სამყაროში ცხოვრობს მოსახლეობის არა უმეტეს 0,1%. ღმერთმა დაგვიფაროს ამ სამყაროში მოხვედრისგან. მაგრამ ყველა ჩვენგანს რაღაც პერიოდში (თუნდაც ბავშვობაში) გაუვლია ამ სამყაროში.
იისფერი სამყარო ანუ მაგების სამყარო
იისფერი სამყარო ეს არის უსაფრთხოების სამყარო, რომელიც ცვლის კრემისფერ შიშისა და შიმშილის სამყაროს, რომლის მაცხოვრებლებიც სწორედ ამიტომ ისწრაფვიან ამ სამყაროში. იისფერი სამყაროს მართავენ დაფარული ძალები და თუ მათ კეთილგანწყობის მოპოვებას შევძლებთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ეს არის ჯადოქრობის და ცრურწმენის, კეთილი და ბოროტი სულების სამყარო. ჯ.ფრეზერმა თავის ნაშრომებში აჩვენა, რომ ძველი და თანამედროვე ხალხის მაგიური წარმოდგენები, რომლებიც ცხოვრობდნენ დედამიწის სხვადასხვა ადგილებში და არავითარი შეხება ერთმანეთთან არ ჰქონდათ, საოცრად ჰგავს ერთმანეთს. იისფერი სამყარო სტრუქტურულად ძალიან მარტივია.მასში მოქმედებიდან გამომდინარეობს შედეგი. ადმიანმა (მაგმა) შეასრულა რაღაც მოქმედება და ბუნება ვალდებულია მისცეს მას სასურველი შედეგი. თუ ასე არ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ რიტუალი დაირღვა ან შესაძლებელია სიახლოვეს იმყოფება უფრო ძლიერი მაგი (სხვა ტომის) ან შედეგის მიღებას ხელი შეუშალეს ბოროტმა ძალებმა, რომლებმაც არც თუ მაინც და მაინც დადებითად შეაფასეს მაგის მოქმედბა.
სანამ ტომს ჰყავს ძლიერი მაგი ანუ ბელადი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა გარანტირებულია. თუ ბელადს ძალა ეკარგება, სამყარო ინგრევა.
მაგრამ, უსაფრთხოება უფასოდ არ მოდის. ამისთვის საჭიროა გარკვეული ფასის გადახდა. ერთი მხრივ აუცილებელია კოლექტივის ინტერესების, ხოლო მეორეს მხრივ, დადგენილი რიტუალებისა და წესების სრული დამორჩილება. ამიტომ იისფერი სამყაროს ადამიანი შებოჭილია უამრავი ტაბუთი, წესებით და შეზღუდვებით. მას დაკარგული აქვს საკუთარი "მე". და სანამ ის ყველაფერს აკეთებს სწორად, შედეგი გარანტირებული აქვს. "მიენდე შენიანებს და იყავი მშვიდად" – აწერია იისფერი სამყაროს კარებს.
ეს არის პირველი სოციალური სამყარო, სადაც ადამიანი არ არის მარტო. იგი იქმნება კოლექტიური ყოფის წარმოშობის შემთხვევაში. კოლექტიური საქმიანობის მიღწევა მარტო შეუძლებელია. ასეთ სამყაროში დღასაც ცხოვრობენ ხალხი, რომლებიც "გაიჭედნენ" არქაულ ფაზაში.
რა თქმა უნდა ღიად არავინ არ აღიარებს, რამდენად ძლიერია მასში შინაგანად ცრურწმენა, მაგრამ შეხედეთ რა წარმოდგენების საფუძველზე იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს, რა ხელმძღვანელობს მათ ყოველწუთიერ ქმედებებს. დაახლოებით მოსახლეობის 10% დღეს ცხოვრობს იისფერ სამყაროში.
ყველა ჩვენთაგანს გვიცხოვრია ამ სამყაროში თუნდაც ბავშვობაში, როდესაც მშობლები ძლიერები და მზრუნავები არიან ჩვენს მიმართ. ზოგი დღესაც ამ სამყაროში ცხოვრობს, ოღონდ უკვე სხვა კოლექტივში.მაგრამ, ადამიანები, რომლებიც მუდმივად იქ ცხოვრობენ, საკუთარ გზას კეტავენ სხვა სამყაროში შესასვლელად.
წითელი სამყარო ანუ ჯუნგლების სამყარო
იისფერი სამყაროს ჩარჩოები ვიწროა "პიროვნებისათვის". საკუთარი თავის პიროვნებად შეგრძნების შემდეგ ადამიანი ისწრაფვის ამ სამყაროდან გამოღწევისკენ. თუ პიროვნება ძლიერია, იგი მთლიანად ანგრევს იისფერი სამყაროს ჩარჩოებს. წითელ სამყაროში არ არის წესებით შეზღუდვა, რაც მას აქცევს ჯუნგლებად. "ძლიერი და ეშმაკი ყოველთვის სწორია" აწერია წითელი სამყაროს კარებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამყარო სავსეა გამარჯვებულებით. რიცხობრივად მასში ჭარბობს მსხვერპლი, რომლებიც განწირული არიან მსახურისთვის და ცდილობენ იპოვნონ უფრო სუსტი და უხარიათ თავისი პატარა გამარჯვება მათზე. ან ცდილობენ მოიპარონ, მოატყუონ ძლიერი, და ამით მოახდინონ მისი გამარჯვების და საკუთარი დამარცხების ნიველირება.
წითელი სამყარო ეს არის გმირების სამყარო სადაც უმაღლესი და ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება. იისფერ სამყაროში ძალაუფლება ეს იყო ვალდებულება სხვების კეთილდღეობაზე, რომელსაც მოაქვს პატივისცემა, მაგრამ არა სიმდიდრე. წითელ სამყაროში კი ძალაუფლება არის ერთადერთი საშუალება სიმდიდრის. ის იძლევა უმეტესი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას. ძალაუფლება მოდის ძალით და მისი გამოყენების ცოდნის შედეგად.
არა მაშინვე და არა ყველგან, მაგრამ ხშირად წითელი სამყარო მიდის მონობის შექმნამდე. მონის კონტროლი ადვილია და იგი იძლევა რეალურ შედეგებს საქმეში. და რაც უფრო მეტია მონა, მით მეტია საქმეში შედეგი. იქ, სადაც მონობა არ ჩნდება, მის სუროგატად იქმნება ე.წ. "შიდა მონობა". აზიატი დიქტატორები და ვარვარები, ბანდიტური სამეფოები და პირატული ჯგუფები წითელი სამყაროს ისტორიული მაგალითებია.
დღეს ასე ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 20%. მონობა რა თქმა უნდა პირდაპირი მნიშვნელობით უკვე აღარ არსებობს, მაგრამ პრინციპი დარჩა იგივე.
წითელი სამყაროს გასაცნობად არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს აფრიკის ჯუნგლებში წასვლა. აქვე ჩვენს გარშემო შეგვიძლია ამ სამყაროს დანახვა. შინაარსით პატარა და დიდი დიქტატორები, რომელთა ლოზუნგია "იცხოვრე მაქსიმალურად და უკაცრავად და "დაიკიდე" სხვები" დღესაც აქტუალურია წითელ სამყაროში.
ყველა ჩვენგანს ასევე გავლილი გვაქვს წითელი სამყარო, თუნდაც ბავშვობაში, როდესაც საკუთარი "მეს" შეგრძნების შემდეგ ვცდილობთ ძალაუფლების საზღვრების გარღვევას თავიდან მშობლებთან და ახლობლებთან. ადამიანების ნაწილი ისევე დარჩა წითელ სამყაროში, დანარჩენებისთვის კი მშობლები და სკოლა შეეცადა სასწრაფოდ გადაეყვანა ისინი შემდეგ სამყაროში ანუ ლურჯ სამყაროში. მიუხედავად ამისა დრო და დრო ყველა ჩვენთაგანს უწევს წითელ სამყაროში გავლა. მაგალითად სხვებისგან ჩვენს მიმართ წითელი ქმედებების პასუხად (წითელი აგრესიის შემთხვევაში ყველაზე კარგია მივცეთ წითელი პასუხი). ან წითელ სიტუაციაში მოხვედრის დროს, საიდანაც არსებობს მხოლოდ წითელი გამოსავალი.
ლურჯი სამყარო ანუ წესრიგის სამყარო
წითელი ჯუნგლების სამყარო, სადაც მიდის მუდმივი ომი ყველა ყველას წინააღმდეგ, მიუღებელია ბევრი ადამიანისათვის, რომლებიც ეძებენ და პოულობენ ცხოვრების აზრს. ეს ხალხი ცხოვრობს ლურჯ სამყაროში. ეს არის არაჩვეულებრივი სამყარო, სადაც მეფობს წესრიგი და სწორი გაზა. აქ მეფობენ არა გმირები, არამედ წასები და კანონები. ადამიანები განსაზღვრავენ მიზანს და მოძრაობენ მისი მიმართულებით, რაც იძლევა ცხოვრების აზრს. ქცევის კოდექსის დაცვა ნიშნავს დაჯილდოებას, დარღვევა, კი დანაშაულის გრძნობას და დასჯას. თუმცა, არა მარტო ჯილდოსთვის, არამედ მიზნისათვის შესაძლებელია ბევრი რამის შეწირვაც.
ლურჯი სამყარო წარმოიშვა მაშინ, როდესაც გაჩნდა ეთნიკური რელიგიები. ამ სამყაროში მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ შეასრულე რიტუალი, არამედ შენი ქმედებები. შეგიძლია თუ არა სიკეთის და ბოროტების გარჩევა, შენი ცხოვრების ქცევის კოდექსთან დაქვემდებარება. ისტორიულად ლურჯი სამყარო წარმოიშვა განვითარაბული სოფლის მეურნეობის ეპოქაში, როდესაც მონობა უკვე აღარ იძლევა საკმარის შედეგს საქმეში.
ლურჯი სამყარო ეს არის ქრისტიანობის, ისლამის და სხვა ნებისმიერი რელიგიური ფუნდამენტალიზმის, შუასაუკუნეების რაინდების სინდისის კოდექსის, და ა.შ. სამყარო. პირველი საუკუნიდან დღემდე ეს არის საზოგადოების სტაბილურობის საფუძველი. ამ მყარ და მიმზიდველ სამყაროში ცხოვრობს დღევანდელ დღეს მოსახლეობის დაახლოებით 40%.
ლურჯი სამყაროს ნებისმიერი სტრუქტურა არის იერარქიული. ასე არის მოწყობილი ეკლესია, სახელმწიფო, არმია, კორპორაცია. ლურჯი სამყაროს ტიპიური ფიგურაა ბიუროკრატი. საქმყარო აჯადოებს თავისი ფორმების სიმკაცრით. აქ გზა ყოველთვის არის ერთი და სწორი ისევე, როგორც მიზანი, რომლისკენაც ის მიდის. ამიტომ ერთი მიზნის მომხრეები მუდმივ ომში არიან სხვა მიზნის მომხრეებთან. სტაბილურობა და წესრიგი არის ამ სამყაროს მუდმივი თანმდევი.
ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ლურჯ სამყაროში არის პატიოსნება. იგი ნიშნავს მოქმედების კოდექსის მომდევრობას, თუნდაც საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზე. ლურჯი სამყაროს გმირები არიან რაინდი და ბერი.
გაგრძელება იქნება მალე სხვადასხვა ფერის სამყაროები. ნაწილი III - ში.
სტატია ნათარგმნია ჯერონიას მიერ.
სტატია ნათარგმნია ჯერონიას მიერ.
0 კომენტარი:
Post a Comment