ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ლეგო (LEGO), ბრენდის ისტორია

ბრენდი ლეგო (LEGO) - მისი ისტორია იწყება 1932 წლიდან, როდესაც ოლე კირკ კრისტიანსენმა დანიაში დააფუძნა ყოველდღიური მოხმარების საქონლის საწარმო. ოლე კირკი პროდუქციას აწარმოებდა ხის მასალისაგან. 

საწარმოსთვის ძირითადი მოგება მოჰქონდა ხის კიბეებს და საუთოებელ მაგიდებს. მაგრამ მათზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა მსოფლიო ფინანსური კრიზისის პარიოდში. აქედან გამომდინარე კომპანიისათვის საჭირო იყო ახალი ნიშის მოძებნა. ეს ნიშა ოლე კირკმა დაინახა ხის სათამაშოებში, რომლებზე მოთხოვნაც არ შემცირებულა კრიზისის დროსაც კი.  

ახალი პოდუქციის (ხის სათამაშოები) წარმოების დაწყებასთან ერთად, მან დაიწყო კომპანიისათვის ახალი სახელის შერჩევა. ფაბრიკის ყველა თანამშრომელს მიეცა დავალება - მოეფიქრებინათ კომპანიისათვის სახელი. შემოთავაზებული იქნა უამრავი ვარიანტი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა ისევ დამფუძნებლების მიერ მოფიქრებულ სახელზე -  ლეგო (LEGO), რომელიც შედგებოდა ორი სიტყვისაგან - Leg და Godt, რაც ერთობლივად ნიშნავს ”კარგად თამაში”. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ოლეგ კირკმა გაიგო, რომ სიტყვა  LEGO ლათინურად ნიშნავს ”მე ვაწყობ”.

ალბათ ამის გაგებამ ბრენდის მომავალზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. 1936 წელს კომპანიას უკვე გამოშვებული ჰქონდა 42 სხვადასხვა ლეგოს სათამაშოების ნაკრები, რომლებიც ღირდა საკმაოდ ძვირი. 


1940 - იან წლებში ბრენდი ლეგოს ისტორიაში მოხდა დიდი ცვლილებები. ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა მისი ერთად ერთ ფაბრიკა. მაგრამ მოხერხდა მისი აღდგენა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთელი წარმოება გადავიდოდა მხოლოდ სათამაშოების გამოშვებაზე.

1944 წელს ოლე კირკმა ოფიციალურად დაარაგისტრირა კომპანია «LegetOjsfabrikken LEGO Billund A/S».

1947 წელს ლეგოს ისტორიაში მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მისი განვითარება. ბრენდმა მიიღო ინგლისელი ფსიქოლოგის - Mr. Hilary Harry Fisher Page’а მიერ შემუშავებული პატარა პლასტიკის კუბიკი, რომელიც შესაძლებელი იყო სხვა თავისივე მსგავს დეტალებთან შეერთებულიყო ისე, რომ გამოსულიყო პატარა კონსტრუქცია. მართალია ეს კონსტრუქცია მყარად ვერ ეწყობოდა და ადვილად იშლებოდა, მაგრამ ეს იყო ძალიან სერიოზული სტარტი. ოლეს შვილი - გოტფრიდი იმ პერიოდში 30 წლის იყო და მთლიანად ჩართული იყო კომპანია ლეგოს საქმიანობაში. მას კარგად ესმოდა, რომ ეს სათამაშოები ძალიან პერსპექტიული იყო მომავლისათვის.

ლეგოს წარმოება თანდათან ხის მასალიდან გადავიდა პლასმასის მასალაზე. მოკლე პერიოდში მან მოახერხა 200 - მდე სახეობის პლასმასის და ხის სათამაშოს შექმნა. მაგრამ ლეგო მაშინ ისეთი მაინც არ იყო, როგორსაც მას ჩვენ დღეს ვიცნობთ.

1958 წელს ბრენდის ხელმძღვანელმა გოლფრიდმა დააპატენტა კუბიკებისგან ასაშენებელი ელემენტები სათამაშოებში. ეს იყო სრულიად ახალი სისტემა, რომელიც  კუბიკების გაცილებით მყარად შეერთების საშუალებას იძლეოდა.

1960 - იან წლებში ლეგოს სათამაშოები გასაყიდად გადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 1962 წელს გაიხსნა ავიაკომპანია ლეგო, რომლითაც ლეგოს კონსტრუქტორები გადაჰქონდათ ამერიკაში. ორი წლის შემდეგ კომპანიამ დაიწყო კონსტრუქტორებში ინსტრუქციების ჩაწყობა. 

1967 წელს კომპანიამ გამოუშვა ცნობილი კუბიკი დუპლო (DUPLO). ერთი წლის შემდეგ კი დანიის ქალაქ ბილლუნდში გაიხსნა პარკი ლეგოლანდი (LEGOLAND). ამავე წელს ლეგომ ლუქსენბურგში მიიღო წლის საუკეთესო სათამაშოების პრემია. 

1973 წელს შეიქმნა ლეგოს ლოგო, რომელიც დღეს ცნობილია მთელს მსოფლიოში.

1977 წელს ბრენდის სათავეში დგება ოლე კრისტიანსენის შვილიშვილი - კელდი. 1979 წელს გამოდის ლეგოს სათამაშოებითემატური ნაკრები  LEGOLAND Space, რომელმაც დასაბამი მისცა პროდუქციის კლასიფიკაციას. 

ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტი არის მუდმივად ორიგინალური, მიმზიდველი და საინტერესო. 1990 - იან წლებში ლეგოს მოყვარულებმა მოსკოვში ააშენეს 13,1 მეტრის ლეგოს კონსტრუქცია, რომელიც შევიდა გინესის რეკორდების წიგნში. 

დღევანდელ დღეს კომპიუტერული თამაშების პოპულარობამ გამოიწვია ლეგოს პროდუქციის გაყიდვის მაჩვენებლების შემცირება, რის გამოც კომპანია რთულ პერიოდს განიცდის. თუმცა ბოლო პერიოდში კომპანიის საქმეები მიდის გამოსწორებისაკენ და იმედია, რომ იგი დაიბრუნებს თავის ყოფილ დიდებას და გაუძლებს კომპიუტერულ თამაშებთან კონკურებციას.

შეგიძლიათ გაეცნოთ ცნობილი კომპიუტერული ბრენდის ისტორიასჰიულით პაკარდი (Hewlett Packard) >>


Blog Widget by LinkWithin
საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com