ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ტოიოტა (Toyota), ბრენდის ისტორია

ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი  ბრენდი ტოიოტა (Toyota) - მისი ისტორია იწყება 1933 წელს. იმ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა ტექსტილის დანადგარების წარმოება და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ავტომობილებთან. 


ზოგადად გასული საუკუნის 30-იანი წლები იყო ძალიან საინტერესო ავტომობილების ისტორიაში. ეს პერიოდში იაპონიაში იყო ავტომობილების წარმოების ნამდვილი ბუმი. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა კომპანია Daihatsu და Jidosha-Seido - მომავალი ბრენდი ნისანი (Nissan) და როგორც უკვე ვთქვით კომპანია Toyota Automatic Loom Works, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ავტომობილების ბრენდი ტოიოტა (Toyota)

ახლა უკვე ძნელი სათქმელია რამ უბიძგა კომპანიის მფლობელს საკიტი ტოიოდის (Sakichi Toyoda) - ს ასეთი მოულოდნელი ნაბიჯისკენ, მაგრამ ალბათ ასეთი დრო იყო - ავტომობილების წარმოების. ახალ მიმართულებას სათავეში ჩაუდგა მისი შვილი კიიტირო ტოიოდა (Kiichiro Toyoda), რომელმაც შემდგომში კომპანია ტოიოტას - ს მსოფლიო აღიარება მოუტნა. 

1935 წელს შეიქმნა ტოიოტას პირველი ავტომობილი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Model A1. ეს მოდელი 1936 ჩაეშვა მასიურ წარმოებაში სახელწოდებით Model AA. პარალელურად შეიქმნა ტოიოტას პირველი სატვირთო ავტომობილი Model G1. კომპანია ტოიოტამ იმავე პერიოდში შექმნა პირველი საექსპორტო ავტომობილი, რომელიც  გაგზავნილი იქნა ჩრდილოეთ ჩინეთში.

1937 წელს ტოიოტას საავტმობილო მიმართულება ჩამოყალიბდა ცალკე კომპანიად, რომელმაც მიიღო სახელწოდება Toyota Motor Co., Ltd. 

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია ტოიოტა (Toyota) მუშაობდა სამხედრო შეკვეთებზე - იგი ამზადებდა სატვირთი ავტომობილებს იმპერატორის არმიისთვის. მანქანები იწყობოდა უმძიმეს ეკონომიურ პირობებში. მაგალითად მათზე მაგრდებოდა მხოლოდ ერთი ფარი. წარმოება გრძელდებოდა მანამ, სანამ ამერიკულმა ავიაციამ არ დაბომბა ტოიოტას ქარხნები.   

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს კომპანიამ მაინც დაიწყო კიდევ ერთი ტოიოტას მოდელის წარმოება -- Toyota Model SA, ხოლო 1950 წელს, მწვავე ფინანსური კრიზისის პირობებში, კომპანიამ გადაიტანა საკუთარი მუშების პირველი და ერთადერთი გაფიცვა, რომლის შედეგად გადახედილი იქნა კორპორატიული პოლიტიკა. რეალიზაციის განყოფილება გამოეყო როგორც ცალკე კომპანია -- Toyota Motor Sales Co., Ltd. 

50-იანი წლების დასაწყისში ტაიტი ონომ (Taiichi Ohno) მოიფიქრა უნიკალური მართვის სისტემა (”კამბან”), რომელიც  ყველა სახის დანაკარგების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდა. 

1952 წელს გარადაიცვალა კომპანიის დამაარსებელი -- კიიტირო ტოიოდა. ამ დროისთვის ტოიოტა (Toyota)  უკვე იყო წარმატებული ბრენდი. 50-იან წლებში შეიქმნა ტოიოტას ყველგანმავალი Land Cruiser, დღეისთვის ისეთი ცნობილი მოდელი, როგორიც არის Crown.

მნიშვნელოვანი მოვლენა ტოიოტას ისტორიაში იყო 1956 წელი, როდესაც დაიწყო ტოიოტას ავტომობილების ამერიკაში გაყიდვა. ამერიკაში გაყიდვებს აწარმოებდა კომპანია Toyota Motor Sales, U.S.A., რომლის ამოცანაც იყო Toyota-ს მარკის ავტომობილების ამერიკის ბაზარზე ექსპორტი.

მართალია Toyota-ს პირველი საექსპორტო ცდა ამ ბაზარზე კრახით დასრულდა, მაგრამ შემდგომში გადახედილი და გამოსწორებული იქნა დაშვებული შეცდომები.

1961 წელს გამოვიდა მოდელი Toyota Publica -- პატარა ზომის ეკონომიური ავტომობილი, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.  60-იანი წლები იაპონიაში ეკონომიური სიტუაციის გამოსწორების პერიოდად იქცა და მანქანების გაყიდვების თავბრუდამხვევი ზრდით აღინიშნა. ამავე პერიოდში აქტიურაც იზრდება Toyota-ს დილერების ქსელი საზღვარგარეთ -- სამხრეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში.

Toyota-მ აშშ-ს ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწია მოდელით Corona, რომლის ექსპორტიც აშშ-ში 1965 წელს დაიწყო და აღიარებული იქნა უცხოურ ბაზარზე ყველაზე პოპულარულად მოდელად იაპონურ მანქანებს შორის. შემდგომ, 1966 წელს ტოიოტა (Toyota) უშვებს ერთ–ერთ ყველაზე მასიური მოდელს -- Corolla-ს, რომლის წარმოებაც დღემდე წარმატებით გრძელდება, ასევე აფორმებს საქმიან შეთანხმებას კომპანია Hino-სთან, რომელიც არის ასევე იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია. ასეთივე ურთიერთ თანამშრომლობის შეთანხმებას 1967 წელს Toyota აფორმებს კომპანია Daihatsu-სთან.

70 წლებში იწყება ისეთი მოდელების წარმოება როგორცაა Celica (1970), Sprinter, Carina, Tercel (1978), Mark II. ხოლო Tercel-ი იქცა პირველ წინაწამყვანთვლიან იაპონურ ავტომობილად.

1982 წელს Toyota Motor Co., Ltd. და Toyota Motor Sales Co., Ltd. გაერთიანდნენ  და გახდა Toyota Motor Corporation. იმავე დროს დაიწყო მოდელ Camry - ს გამოშვება. ამ პერიოდისთვისბრენდი ტოიოტა (Toyota) საბოლოდ დაფუძნდა, როგორც იაპონიის უმსხვილესი ავტო მწარმოებელი, რომელსაც ეკავა მსოფლიო მწარმოებლებს შორის მესამე ადგილი.

1983 წელს Toyota ხელს აწერს მრავალწლიან შეთანხმებას General Motors-თან, ხოლო მომდევნო წელში იწყება ავტომობილების წარმოება აშშ-ში მათ ერთობლივ საწარმოში.
1986 წელს გამოშვებულ იქნა 50 მემილიონე ავტომობილი Toyota-ს მარკით. 

80-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მარკის გამოჩენა, როგორიცაა ბრენდი ლექსუსი (Lexus). ეს არის Toyota-ს განყოფილება, რომელიც შეიქმნა ბაზარზე მაღალი კლასის ავტომობილების გამოსაშვებად. ამ დრომდე იაპონია ასოცირებული იყო პატარა ზომის, ეკონომიურ, იაფ და დემოკრატიულ ავტომობილებთან. უკვე ერთი წლის შემდეგ რაც შეიქმნა ლექსუსის ბრენდი, 1989 წელს, წარმოდგენილი იქნა და გაყიდვაში გავიდა ისეთი მოდელები, როგორიცაა Lexus LS400 და Lexus ES250.

1990 წელი ტოიოტას ისტორიაში განსაკუთრებული იყო საკუთარი დიზაინერული ცენტრის გახსნით -- Tokyo Design Center. იმავე წელის ოქტომბერში იხსნება პირველი ავტორიზებული ტოიოტას სერვის ცენტრი.  1992 წელს გამოქვეყნებულ იქნა Toyota Guiding Principles — კორპორაციის მუშაობის ძირითადი პრინციპები.

ამავე დროს გამოვიდა The Earth Charter (”დედამიწის ქარტია”) როგორც რეაქცია საზოგადოებაში ეკოლოგიურ ზემოქმედებაზე გაზრდილ ინტერესზე. ეკოლოგიამ Toyota-ს განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა; შემუშავებულ იქნა გეგმები და პროგრამები გარემოს დაცვისთვის, ხოლო 1997 წელს შეიქმნა მოდელი Prius, რომელიც აღჭურვილია ჰიბრიდული ძრავით (Toyota Hybrid System). Prius-ის გარდა ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი იყო მოდელები Coaster და RAV4.

1995 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებებზე Hino და Daihatsu-სთან პროდუქციის წილის გაყოფასთან დაკავშირებით, ასევე დაეწყო ძრავების გამოშვება რომელიც გაზგანაწილების ფაზების ცვლილების სისტემით იქნებოდა აღჭურვილი (VVT-i).

1998 წელს Toyota -მ შეიძინა Daihatsu-ს აქციების საკონტროლო პაკეტი. შემდგომ 1999 წელს იაპონიაში გამოვიდა 100 მემილიონე ავტომობილი Toyota-ს მარკით. 2000 წელს Prius-ის მოდელების გაყიდვამ მიაღწია 50 ათასის ნიშნულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმოებაში გაეშვა RAV4-ის ახალი თაობა, ხოლო 2001 წელს აშშ-ში გაიყიდა Camry-ს 5 მემილიონე ეგზემპლარი.

2002 წელს Toyota - მ შეაბიჯა ახალ სფეროში - მიიღო მონაწილეობა Formula 1-ის რბოლებში.

დღევანდელ დღეს ბრენდი ტოიოტა ( Toyota) არის ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იაპონიაში და მსოფლიოში. იგი უშვებს 5,5 მილიონზე მეტ ავტომობილს წელიწადში, რას დაახლოვებით  6 წამში ერთი ავტომობილის გამოშვების ტოლფასია.

Toyota-ს ჯგუფში შედის ბევრი კომპანია - როგორც საავტომობილო , ასევე სხვა მიმართულებების.

ტოიოტას ლოგო შეიქმნა 1989 წელს იმ სახით, როგორიც ვიცით დღეს. ლოგოს დიზაინერების განმარტებით ორი ოვალი, რომლებიც ქმნიან მონახაზს «Т» აღნიშნავს ურთიერთ სასარგებლო ურთიერთობას, ხოლო დიდი ოვალი, რომელშიც ისინია მოთავსებული სიმბოლურად გამოხატავს კომპანიის შორს მიმავალ გეგმებს.

Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com