ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ასუსი (ASUS), ბრენდის ისტორია

კომპანია ასუსი  (Asus) (ASUSTeK Computer Inc. შემოკლებით ASUS) შეიქმნა ტაივანში 1989 წელს. მისი დამფუძნებლები არიან კომპანია ეისერის (Acer) ყოფილი თანამშრომლები MT Liao,  Ted Hsu,  Wayne Hsieh და TH Tung.
ბევრი მსჯელობის შდეგად შერჩეული იქნა კომპანიის სახელწოდება სიტყვიდან Pegasus (ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს იყო მფრინავი ცხენი – მეცნიერებისა და შემოქმედების შთაგონების სიმბოლო).   

 პირველი პროდუქტი, რისი წარმოებაც კომპანია ასუსმა (ASUS) დაიწყო, იყო ჩიპსეტები. 1995 წელიდამ კომპანია იწყებს ასუსის დედა პლატების (Motherboard) წარმოებას. პირველი დედა დაფა, რომელიც იქნა გამოშვებული კომპანია ასუსის მიერ წარდგენილი იქნა კომპანია ინტელის (Intel) სატესტო ლაბორატორიაში, სადაც მან მიიღო ძალიან მაღალი შეფასება. ამ ფაქტმა საშუალება მისცა კომპანიას ხელი მოეწერა ინტელთან (Intel) თანამშრომლობის გრძელვადიან ხელშეკრულებაზე, რითაც გზა გაეხსნა  მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ასუსი იღებდა ინტელისგან ახალი პროცესორების შესახებ ტექნიკურ ინფორმაციას, რისი მოპოვების საშუალებაც ბევრ ფირმას არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე საგრძნობლად გაიზარდა კომპანიის პრესტიჟი და პოპულარობა.

კომპანიამ გადაწყვიტა არ დაკმაყოფილებულიყო მიღწული შედეგებით და გაზარდა წარმოების სფერო. პროდუქციას დაემატა ასუსის ვიდეო კარტების წარმოება. ამის შემდეგ ასუსი დებს მეორე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ახალ პარტნიორთან – ჰიულით პაკარდთან (Hewlett-Packard) და იწყებს შეკვეთით სერვერების წარმოებას. 2001 წლიდან კი იწყება ასუსის ბრენდის სერვერების გამოშვება.

ამავე პერიოდში ხდება მნიშვნელოვანი გარღვევა კომპანიის ისტორიაში და 2000 წლიდან იწყება ასუსის ნოუთბუქების წარმოება. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს პროდუქციის ეკოლოგიურ მხარეს. ასუსის ნოუთბუქებმა პირველმა მიიღო  ТСО ’99– ის სერტიფიკატი, რომელიც პროდუქციას  რადიაციული გამოსხივების, ხმაურის და  ენერგიის მოხმარების მხრივ უყენებს საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს. 

დღევანდელ დღეს კომპანია ასუსი წარმოადგენს ერთ–ერთ წამყვან კომპანიას მსოფლიო ბაზარზე. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. კომპანიის ძირითადი პრიორიტეტი არის კომპიუტერები, კომუნიკაცია და სამომხმარებლო ტექნიკა. 2007 წელიდან კომპანია ასუსის წარმოება ვითარდება სამი მიმართულებით –  Asus – ბრენდი ასუსის, Pegatron – კომპიუტერების და Unihan – კორპუსების და სხვა მაკომპლექტებელი ნაწილების მიმართულებით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობები და ოფისები. 

წარმოებული პროდუქციის ხარისხით ასუსი პირველ ადგილზეა ტაივანურ მწარმოებლებს შორის.

Geronia

Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com