ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

პროექტის შესახებ

ალბათ ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა ჩვენი სამყარო მსოფლიო ბრენდების და მათი პროდუქციის ან მომსახურების გარეშე. ბრენდები არიან ყველგან ჩვენს გარშემო. ზოგი მათგანი მოგვწონს, ზოგი არ მოგვწონს. მაგრამ ისინი არიან და მათ გარეშე ვერ განვითარდება მსოფლიო და რა თქმა უნდა ვერც ჩვენი პირადი სამყარო.

არის ძველი ბრენდები, რომლებიც ვითარდება უკვე რამდენიმე ათეული წელია, მაგრამ არიან ახალი ბრენდები, რომლებიც არსებობის მხოლოდ რამდენიმე წელს ითვლის. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ძალიან დიდი ხნის შემდეგ გახდეს ისეთივე ცნობილი და ძლიერი, როგორც ის მსოფლიო ბრენდები, რომლებიც ყველა ჩვენთაგანმა კარგად ვიცით.

რა თქმა უნდა ბრენდი არ იქმნება მარტივად. მას ქმნიან და ანვითარებენ კონკრეტული პიროვნებები. ყველა ბრენდს აქვს შექმნის და განვითარების თავისი ისტორია და ეს ისტორიები ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან.

ბრენდების ისტორიები საინტერესოა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ვინ შექმნა  და როგორ განვითარდა ესა თუ ის ცნობილი კომპანია. ისინი ხომ ერთეულები და წარმატებულები არიან იმ უამრავ კომპანიებს შორის, რომლებიც ამდენი წლების მანძილზე შექმნილან და იქმნებიან. ბრენდების ისტორიები საინტერესოა მათთვისაც, ვინც საკუთარ ბიზნესს იწყებს ან დაკავშირებულია ისეთ სფეროებთან, როგორიც არის ბიზნესი, მარკეტინგი, მენეჯმენტი.

რა თქმა უნდა საუბარი გვექნება ასევე ქართულ ბრენდებზე, რომელიც ნაწილია მსოფლიო ბრენდების.

მსოფლიო ბრენდის ისტორია და სიახლეები - ეს არის ჩვენი თემა, მათი ერთად თავმოყრა არის ჩვენი პროექტის მიზანი.

უცხოური ბრენდები საქართველოში - არის ჩვენი პროექტის ასევე მნიშვნელოვანი თემა.

და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია  ქართული ბრენდები. 

აგერთვე ჩვენ შემოგთავაზებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა თემაზე.

მსოფლიო ბრენდების წარმომადგენლობებს და ქართულ ბრენდებს: გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მკითხველები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ ბრენდის საქართველოში ადგილმდებრეობის, მათი პროდუქციის, მომსახურების და სიახლეების შესახებ ინფორმაციას, გთავაზობთ მონაწილეობის მიღებას ამ პროექტის განვითარებაში:

განათავსეთ რეკლამა>>

ან შემოგვთავაზეთ თქვენთვის საინტერესო თანამშრომლობის ფორმა.


მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: mygeronia@gmail.com


















































საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com