თავიდან საწარმო სპეციალიზირებული იყო ავტომობილების და ელექტროძრავების დაქოქვის სისტემებზე. 1901 წელს რობერტ ბოში აფართოებს თავის საწარმოს, გადააქვს იგი მასიურ წარმოებაზე გათვლილ ახალ შენობაში და იხსნება ბოშის მაღაზია.
ამასთანავე იგი ზრდის თანამშრომელთა რაოდენობას, ყიდულობს ახალ დანადგარებს წარმოებისთვის და იწყებს ბოშის საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას.
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის კომპანია უკვე იყო საკმაოდ ცნობილი მსოფლიო ბაზარზე სწორედ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით.
ტრანსპორტირების და საბაჟო ხარჯების ეკონომიის მიზნით 1910 წელს მასაჩუსის შტატ ქალაქ სპრინგფილდში იხსნება ბოშის ქარხანა Bosch Magneto Company.
1933 წელს კომპანია უშვებს თავის პირველ ორიგინალური ფორმის ბოშის მაცივარს.
იქმნება ბოშის სერვის ცენტრი.
1950 წლებიდან ფირმა ბოში ითვლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ–ერთ მსხვილ მწარმოებლად მსოფლიოში. 1950 წელს გამოდის ბოშის გაზქურა, 1957 წელს – საყინულე, 1958 წელს – ბოშის სარეცხი მანქანა, ხოლო 1965 წელს ბოშის ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
1967 წელს Robert Bosch GmbH და Siemens AG ერთიანდებიან ერთ კომპანიად, რომელსაც დაერქვა BSH Bosch und Siemens Hausgeraete GmbH.
კომპანიამ სახელი გაითქვა ასევე ავტომობილების ინდუსტრიაში. ხოლო დამატებით ახალი მიმართულების BOSCH Telecom – ის შემნის შემდეგ იწება ბოშის ფირმის ტელეფონის აპარატების წარმოება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს Antibacterial სისტემას. ამ სისტემაზეა შექმნილი ბოშის მაცივრები , რომელიც ხელს უშლის მიკროორგანიზმების გამრავლებას და ინარჩუნებს ვიტამინებს პროდუქტში.
2001 წლიდან ჟურნალი Readers’ Digest ატარებს ყოველწლიურ გამოკვლევას ყველა ევროპულ ქვეყანაში მომხმარებელთა შორის კომპანიების სანდოობასა და პოპულარობაზე. ნომინაციაში "ნდობის მარკა" საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში როგორც წლების განმავლობაში იმარჯვებს კომპანია ბოში.
ყველაფერთან ერთად კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიის პრობლემებს. ყოველ წელს იგი ხარჯავს 100 მილიონ ევროს გარემოს დაცვის პრობლემებზე. აქვს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოფისები, რომლებშიც დასაქმებულია უამრავი ადამიანი.
Geronia
Geronia
0 კომენტარი:
Post a Comment