ქართული საიტების ტრანსლიაცია LIVE

მოგწონთ ეს ბლოგი?

ტოშიბა (Toshiba ), ბრენდის ისტორია

Toshiba
კომპანია ტოშიბა (Toshiba ) შეიქმნა 1875 წელს ქალაქ ედოში (ტოკიოს ძველი სახელწოდება) და იყო იაპონიაში პირველი სატელეგრაფო მოწყობილობების მწარმოებელი. კომპანიას ერქვა Tanaka Engineering Works.
მისი დამფუძნებელი იყო იმ დროისთვის ცნობილი იაპონელი მკვლევარი და გამომგონებელი ხისაშიგე ტანაკა (Tanaka Hisashige). 1904 წელს კომპანიის სახელწოდება შეიცვალა და დაერქვა hibaura Engineering Works. იგი იმ დროისთვის იყო მძიმე ელექტრომოწყობილობების მწარმოებელი უმსხვილესი იაპონური კომპანია.

ხისაშიგე კარგად ფლობდა მათემატიკასა და ასტრონომიას, რაც წარმოსახვის უნიკალურ უნართან ერთად დაეხმარა მას ისეთ გამოგონებებში, როგორიცაა მაგალითად სინათლის წყარო, რომელიც 10–ჯერ უფრო მკვეთრად ანათებდა, ვიდრე სანთელი; ზამბარიანი საათი, რომელიც უჩვენებდა ზუსტ დროს 200 დღის განმავლობაში. იგი აგრეთვე მუშაობდა მძიმე მრეწველობაში ისეთ თემებზე, როგორიცაა ორთქმავლები, გემები და ზარბაზნები. 

იჩისუკე ფუძიოკა, რომელსაც იაპონიაში ეძახდნენ "ელექტრონიკის მამას" იყო პირველი, რომელმაც იაპონიაში ააწყო ელექტრო წარმოება. 1899 წელს პირველი განათების ელექრტომოწყობილობების კომპანია იაპონიაში იყო იჩისუკეს კომპანია Tokyo Electric Company.   

 1939 წელს ეს ორი უმსხვილესი იაპონური კომპანია hibaura Engineering Works და Tokyo Electric Company შეერთდა და გაერთიანებულ კომპანიას დაერქვა Tokyo Shibaura Electric Company (შემოკლებით Toshiba). 1978 წელს კომპანიას ოფიციალურად   ეწოდა დღეისთვის ცნობილი სახელი ტოშიბა Toshiba, რომელიც მიღებულია Tokyo და Shibaura –ს პირველი  იეროგლიფებისგან.

  
1957 წელს კომპანია ტოშიბა შედის კონდეციონერების ბაზარზე. 1961 წელს უშვებს მსოფლიოში პირველ სპლიტ–სისტემის ტოშიბას კონდეციონერებს. 1960 წელს იწყება მიკროტალღური ღუმელების, ტრანზისტორული ტელევიზორების, მაგნიტოფონების  და სხვა ტექნიკის  წარმოება.

პარალელურად კომპანიაში იწყება კომპიუტერულ ტექნიკაზე მუშაობა.

1981 წლიდან კომპანია უშვებს ახალი ტექნოლოგიის ტოშიბას კონდეციონერებს –  თბილი და ცივი ჰაერის ნაკადით.

1989 წელს გამოდის ტოშიბას ნოუთბუქები – «Dynabook» და ტოშიბას მონიტორები.
იქმნება ტოშიბას სერვის ცენტრი.

დღევანდელ დღეს კომპანია ტოშიბა (Toshiba)  მსოფლიში ერთ–ერთი უმსხვილესი ნოუთბუქების მწარმოებელია.  

ტოშიბა  – ეს არის ჯგუფი, შემდგარი ათეულობით კომპანიისგან, რომელთაგან თითოეული მათგანი სპეციალიზირდება ბიზნესის ერთ–ერთ მიმართულებაზე. 

კომპანიას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს ოფისები, რომლებშიც დასაქმებულია დაახლოებით 195 000 ადამიანი.

Geronia


Blog Widget by LinkWithin

0 კომენტარი:

Post a Comment

საიტის მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლინკის მითითება.
 
 
ელ.ფოსტა: mygeronia@gmail.com