Sharp Corporation |
1915 წელს ტოკუძი აპატენტებს თავის გამოგონებას - ნიკელის კორპუსიან მექანიკურ ფანქარს, რომელსაც გათლა არ სჭირდება და იწყებს მის სერიულ წარმოებას.
1923 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ტოკუძის ფანქრების ქარხანა მთლიანად დაინგრა და 1924 წლის სექტემბერში იგი ხსნის თავისი მექანიკური ფანქრების ახალ კომპანიას HAYAKAWA METAL WORKS ქალაქ ოსაკას იმ რაიონში, რომელშის დღეს მდებარეობს კომპანია შარფის (Sharp Corporation) მთავარი ოფისი.
10 წლის შემდეგ ტოკუძი ტოკიოს ერთ–ერთ მაღაზიაში ნახაულობს გასაყიდ რადიომიმღებს, რომელიც იწვევს მასში ძალიან დიდ ინტერესს. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი კომპანიის საქმიანობა დაეკავშირებინა იმ დროისთვის თანამედროვე და მოთხოვნად მოწყობილობებთან.
1925 წელს გამოდის კომპანიის პირველი შარფის რადიომიმღები წარწერით "Made in Japan".
1926 წლიდან კი იგი ინტერესდება ტელევიზორების წარმოებით.
1951 წელს კომპანია შარფი უშვებს თავის პირველ შავ–თეთრ ტელევიზორს, ხოლო 1953 წლიდან იწყება ახალი მოდელის SHARP TV3-14T სერიული წარმოება. 50 – იანი წლების ბოლოს პროდუქციას ემატება შარფის მაცივრები და სარეცხი მანქანების წარმოება.
1959 წლიდან კომპანია აფართოებს წარმოებას და უშვებს შარფის კონდეციონერებს, ელექტროგრილს და ვინტილატორებს. 1960 წლიდან გამოდის შარფის ფერადი ტელევიზორები.
1963 წელი – აღინიშნა კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი მზის ელემენტებით.
1964 წელი – მსოფლიოში პირველი ტრანზისტორებზე აწყობილი მაგიდის კალკულატორი. 1969 წელს კი გამოდის მსოფლიოში პირველი ელექტრო კალკულატორი.
1970 წელს კომპანია HAYAKAWA METAL WORKS იცვლის სახელს და იწოდება Sharp Corporation რომელიც დღეს ყველა ჩვენთაგანისთვის კარგად არის ცნობილია და მისი პრეზიდენტი ხდება აკირა საეკი.
მნიშვნელოვანი გარღვევა კომპანიისთვის მოხდა 1982 წელს, როდესაც დაიწყო პორტატული კომპიუტერების გამოშვება. 1988 წელს გამოდის 14 დიუმიანი შარფის მონიტორი. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კომპიუტერულ ტექნიკაში თხევადკრისტალური ტექნოლოგიების გამოყენება.
1994 წლიდან კომპანია Sharp Corporation იწყებს 21 დიუმიანი, ხოლო 1995 წლიდან 28 დიუმიანი მონიტორების წარმოებას. 1996 წელს გამოდის ნოუთბუქი – Mebius.
დღევანდელ დღეს შარფი ერთ–ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და მოკროელექტრონიკის წარმოების დარგში. ფირმას წარდგენილი აქვს 32 დიუმიანი ინტერნეტ–ტელევიზორი, რომელსაც ჩამონტაჟებული აქვს მოდემი და ვიდეოკარტა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვს გახსნილი ოფისები და მსოფლიო ბაზარზე თხევადკრისტალური მონიტორების წარმოებით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
Geronia
Geronia
0 კომენტარი:
Post a Comment